"ტორპედოში" კარიერას ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი გიორგი ქიმაძე გააგრძელებს
ქუთაისის "ტორპედომ" თურქული შეკრება დაასრულა. ორი კვირის განმავლობაში, გიორგი დარასელიას შეგირდებმა ბელეკში ხუთი სპარინგ-მატჩი გამართეს: ყაზახურ "ირტიშთან" 2:0 მოიგეს, კორეულ "ჯეჯუ იუნაიტედთან" (0:4) და ტაშკენტის "ფახთაქორთან" (0:1) დამარცხდნენ, ხოლო უნგრულ "დებრეცენთან" (2:2) და ბულგარეთის "ბოტევთან" (1:1) ფრედ ითამაშეს.

"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრება შეაფასა:

"ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ვიცოდით, რომ შეკრებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. მხოლოდ პირველ სპარინგში ვიმარჯვეთ, მაგრამ შეკრებები იმისთვისაა, რომ გუნდი საფუძვლიანად მოემზადოს, ოპტიმალური შემადგენლობა შეირჩეს და ტაქტიკური მონახაზი დამუშავდეს.

ჩვენ კიდევ გვჭირდება გაძლიერება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, გუნდში ახალი ფეხბურთელები კიდევ ვიხილოთ".

დარასელია რომ გაძლიერებას გეგმავს, ამაზე ეს ფაქტიც მეტყველებს: ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა გიორგი ქიმაძე, რომელიც 4 წლის განმავლობაში საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა, ბოლოს კი ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედაც ჩამოყალიბდა.

23 წლის ქიმაძე ქუთაისური ფეხბურთის აღზრდილია. მას მარცხენა მცველად ათამაშებდნენ, საყრდენის როლიც მოურგია და შემტევი ნახევარმცველის ფუნქციაც შეუსრულებია. ქიმაძე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელია, რაც ევროთასებზე საჩხერელთა გამოსვლის დროსაც გამოჩნდა.

დარასელიამ მიზნებზეც ილაპარაკა:

"18 თებერვალს სეზონი თასის მატჩით განახლდება. საწყისი თამაშები ყოველთვის რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონი კარგად დავიწყოთ.

ჩემპიონატში რთული სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, რაც "ტორპედოს" ნამდვილად არ ეკადრება. ამიტომ ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუადუა
წელს ალბათ ტორპედო ევროპალიგაზე ვერ მოხვდება თასზე მას დიდი ალბათობიოთ სამტრედია გამოაგდებს, სამეულში კი ისედაც 8 გუნდი იკლავს თავს. ჯამში კი საინტერესო ჩემპიონატი გამოდის!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია