"პოლონეთის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და სერიოზული მეტოქეების წინააღმდეგ მოგვიწევს ასპარეზობა"
გიორგი ალავერდაშვილი პოლონური ექსტრაკლასას გუნდში ითამაშებს. "ლელო" წერდა, რომ იანვარში რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი თავდამსხმელი პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ზაბჟეს "გურნიკში" ვარჯიშობდა.

მაგრამ გიორგი ამ გუნდში არ ჩარიცხულა. მაშინ "გურნიკის" მთავარი მწვრთნელი, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, პოლონეთის ნაკრებისა და "ევერტონის" ყოფილი ნახევარმცველი რობერტ ვარჟიხა ქართველ ფეხბურთელს აქებდა - საკონტროლო შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდებაო...

თუმცა 27 წლის თავდამსხმელი, საბოლოოდ, ექსტრაკლასას ბინადარ ბიდგოშჩის "ზავიშაში" აღმოჩნდა. პირველი წრის შემდეგ ამ გუნდმა სულ 10 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-16 ადგილზეა.

"ზაბჟეს "გურნიკში" ჩარიცხვა ძალიან მსურდა, რადგან პოლონეთის 14-გზის ჩემპიონი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ეს თავად "გურნიკის" ხელმძღვანელთა სურვილიც იყო, რადგან სინჯების შემდეგ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება მთავარმა მწვრთნელმა ვარჟიხამ მოითხოვა.

სამწუხაროდ, "გურნიკს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდა, პირობებზე ვერ მოვილაპარაკეთ და წამოსვლა მომიხდა.

ამის შემდეგ ბიდგოშჩის "ზავიშა" დამიკავშირდა. იქ სინჯები არ ყოფილა, პირდაპირ კონტრაქტი შემომთავაზეს და უკვე კლუბში ჩავირიცხე კიდეც. კონტრაქტი 1,5-წლიანია და თუ გუნდი ექსტრაკლასაში ადგილს შეინარჩუნებს, მეც ავტომატურად დავრჩები", - ამბობს ალავერდაშვილი.

თავდამსხმელი თავის ახალ კლუბზეც გველაპარაკა:

"ახლა "ზავიშა" ექსტრაკლასაში მე-16 ადგილზეა. არადა, მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშა, რადგან პოლონეთის თასი მოიპოვა და შემდეგ სუპერთასზე ვარშავის "ლეგია" 3:2 დაამარცხა. მაგრამ მერე გუნდის განახლება დაიწყეს - 14 ფეხბურთელი გაუშვეს და 12 მიიწვიეს. სწორედ მე ვარ მე-12 ახალწვეული.

ვერ ვიტყვი, რომ აქაური კონტრაქტი განსაკუთრებით კარგია, მაგრამ ის კი გამიკვირდა, რომ ზაბჟეს "გურნიკისგან" განსხვავებით, შედარებით მისაღები პირობები შემომთავაზეს.

სხვათა შორის, "ზავიშამ" ესპანურ შეკრებაზე მოსკოვის "სპარტაკთან" სპარინგი 0:0 დაასრულა. ამ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი სტიმულია, რადგან პოლონეთის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და სერიოზული მეტოქეების წინააღმდეგ მოგვიწევს ასპარეზობა.

ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რუსი მწვრთნელი და ლეგიონერები - "გურიას" ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლანჩხუთის "გურიამ" საკონტროლო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა
პოლონურმა "ზავიშამ" გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დინამო (თბ)-გურია 3:2 - როცა ქვილითაია შეუჩერებელია... [VIDEO]
"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები