მოსალოდნელი ტრეიდი ლიგაში
როგორც მოსალოდნელი იყო, "ნიუ იორკ ნიქსმა" გამოისყიდა ამარე სტაუდმაიერის 23-მილიონიანი კონტრაქტი და დაითხოვა ვეტერანი შემადგენლობიდან.

"ნიქსში" ყველანი ვაფასებთ მის წვლილს გუნდისთვის და მთლიანად ნიუ იორკისთვის. ჩვენ შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც შემდეგ ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდა. მეგობრებად დავრჩებით სიცოცხლის ბოლომდე", - განაცხადა "ნიუ იორკის" გენერალურმა მენეჯერმა სტივ მილსმა.

სტაუდმაიერმა "ნიქსში" გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში 255 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.3 ქულა და 6.7 მოხსნა დააგროვა. 2011 წელს ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და მე-14 კალათბურთელი გახდა "ნიქსის" ისტორიაში, ვინც აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

თავდამსხმელის კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში იწურებოდა. ასე რომ, "ნიქსი", პრაქტიკულად, არაფერს კარგავს.

ამასობაში, სტაუდმაიერი დიდი ხანი უმუშევარი არ დარჩენილა. როგორც ამერიკული პრესა წერს, ფორვარდი უახლოეს დღეებში "დალას მავერიქსის" რიგებს შეავსებს. ტექსასური კლუბის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები წარმართა ამარესთან და წინასწარ შეთანხმებას მიაღწია მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე. ხელშეკრულება დაიდება მას შემდეგ, რაც ექსნიუიორკელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ეს დღეს მოხდება.

მიმდინარე სეზონში 32 წლის სტაუდმაიერის სტატისტიკა 12.0 ქულას, 6.8 მოხსნასა და 1.0 შედეგიან გადაცემას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს