საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრების ლიდერი მარტამდე დაისვენებს

საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრების ლიდერმა ესტერ სტამმა (70) ხელზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის დასაწყისს გამოტოვებს. ჰოლანდიელს მაჯა შარშანაც აწუხებდა, თუმცა სეზონი მაინც ჩაამთავრა და დეკემბერში მშობლიური ქალაქის კლუბს - "ჰაარლემ კანამიუს" "ოქროს ლიგაში" გადასვლაშიც დაეხმარა. იმ ტურნირში ეს კლუბი მესამეზე გავიდა, საბოლოო წარმატებაში კი სტამმა ლომის წილი შეიტანა - ოთხივე შეხვედრაში იჭიდავა და ყველა მოიგო.

ოპერაციაც ამის შემდეგ გაიკეთა ჰოლანდიაში და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდსაც იქ გადის. იქაურ ექიმთა თქმით, ნაოპერაციების მოშუშებას დაახლოებით ერთი თვე კიდევ სჭირდება და მარტის ბოლოს თბილისის "დიდ პრიზზე" ჭიდაობა უნდა შეძლოს. თუმცა წინასწარ გადაჭრით ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ 20-22 მარტამდე, როცა ჩვენი შეჯიბრება ჩატარდება, მართლაც მოასწრებს გამოჯანმრთელებას. არადა, მის გამოსვლას 20-22 თებერვალს, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" მოელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ესტერ სტამი საქართველოდან ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, ვინც სალიცენზიო რეიტინგში საგზურის მომპოვებელთა შორის შედის. ის მსოფლიოს რეიტინგში 425 ქულით 35-ე ადგილზეა, მაგრამ სალიცენზიო რეიტინგი ცოტა განსხვავებულად დაითვლება - იქ სტამის მაჩვენებელი 202 ქულაა, რაც მე-14 ადგილს შეესაბამება. თუმცა ჩვენებურს მარაგში ორი ადგილი აქვს. საქმე ისაა, რომ მას უსწრებს ბრაზილიელი მარია პორტელა, ვისაც მასპინძლის სტატუსით ოლიმპიადაზე ჭიდაობა განაღდებული აქვს.

ჩვენებურს ორი გერმანელიც უსწრებს, თამაშებზე კი ქვეყნიდან წონაში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაიშვება, ხოლო მეორე ამოვარდება. სავარაუდოდ, იანა მარზოკი იქნება, თორემ ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლაურა ვარგას-კოჩი ლიცენზიის კანდიდატთა სიას სათავეში უდგას. თუმცა ვინც უნდა აარჩიონ გერმანელებმა, ჩვენებური, რეალურად, ამ სიაში მე-12-ეა, ოღონდ მაროკოელი ასმაა ნიანგი მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

ამ სიიდან 14 მოწინავე სპორტსმენი პირდაპირ იღებს ლიცენზიას, რასაც ემატება რეგიონული კვოტები, ოღონდ ის კონტინენტებისთვის განსხვავებულია - 1 ან 2 საგზური. ერთი სიტყვით, დარჩენილ 15 თვეში (სალიცენზიო შეჯიბრებები გაისად, მაისის ბოლოს მთავრდება) რა უნდა მოხდეს, რომ სტამი 16-ეულს მიღმა დარჩეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს