"საკრამენტოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა იმის შესახებ, რომ "საკრამენტო კინგზმა" მთავარ მწვრთნელად ჯორჯ კარლი დანიშნა, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ექვს საუკეთესო მწვრთნელს შორისაა მოგებების რაოდენობით.

სპეციალისტმა მაიკლ მელოუნის ადგილი დაიკავა, რომელიც დეკემბრის შუაში გაანთავისუფლეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. ამის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასისტენტი ტაი კორბინი ასრულებდა.

კარლი "საკრამენტოს" ისტორიაში 27-ე მწვრთნელია. მას კარიერაში 1131 გამარჯვება აქვს 1887 მატჩში, რაც მეექვსე შედეგია ისტორიაში.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ მომეცა NBA-ში მწვრთნელად მუშაობის საშუალება. ამისთვის "საკრამენტოს" მადლობას ვუხდი. მოუთმენლად ველოდები ამ გამოწვევას - დავუბრუნო კლუბს ძველი დიდება, - განაცხადა ჯორჯ კარლმა. - "კინგზს" ჩემი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებში ვუპირისპირებოდი და ყოველთვის გაოცებული ვიყავი მისი ენერგიით".

25-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კარლი სათავეში ედგა ხუთ გუნდს: "კლივლენდს" (1984-86), "გოლდენ სტეიტს" (1986-88), "სიეტლს" (1991-98), "მილუოკის" (1998-2003) და "დენვერს" (2004-13). "ნაგეტსში" მუშაობისას, კარლი 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
მინესოტამ ოკლაჰომა გაანადგურა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში "ვირტუსი" დაწინაურდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩას თანაგუნდელს "ლივერპული" იწვევს
პირესი: ეს პსჟ იმ გუნდზე 100%-ით ძლიერია, რომელშიც მესი, ნეიმარი და მბაპე იყვნენ
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აი, თურმე რატომ გაქრა ხუსანოვი...
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა