"ვიტ ჯორჯიის" 22 წლის მცველი თუ ასე გააგრძელებს, წესით, ახლო პერსპექტივაში საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის
"ვიტ ჯორჯიის" 22 წლის მცველი ლუკა თათხაშვილი ვერასოდეს დაივიწყებს 18 თებერვალს, ვაკეში გამართულ პირველ სათასო მეოთხედფინალს - იმ მატჩში მან დუბლი მიითვალა და საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული იყო მინდორზე.

ვისაც ამ ბოლო დროს ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი გუნდის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ თათხაშვილი სწრაფად პროგრესირებს. ამ ფეხბურთელს სხვებისგან ისიც გამოარჩევს, რომ შესანიშნავად, პრაქტიკულად, თერთმეტმეტრიანივით ასრულებს ჯარიმებს - აკი, "სპარტაკთან" შეხვედრაში ორივე გოლი "სტანდარტულიდან" მიითვალა...

იხილეთ:ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 - ის, რაც ასე მოგვენატრა... [VIDEO]

თუ ასე გააგრძელებს, წესით, ახლო პერსპექტივაში თათხაშვილი საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. მით უმეტეს, ქართულ ფეხბურთში არ ჩანს ისეთი მარჯვენა მცველი, კონკურენტებს ორი თავით რომ აღემატება.

როგორც აღმოჩნდა, "ლელოს" დღევანდელ რესპონდენტს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო საფეხბურთო ბიოგრაფია აქვს:

- ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული მატჩი იყო. საქმე ისაა, რომ სწორედ იმ დღეს შემისრულდა 22 წელი. მიხარია, რომ საკუთარ თავს ასეთი საჩუქარი გავუკეთე. თუმცა ისიცაა, რომ მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები. მინდა, კიდევ უფრო მოვუმატო.

- კონკრეტულად ამ მატჩზე რას იტყვით?

- კარგი თამაში გამოვიდა. "ცხინვალისგან" განსხვავებით, ჩვენ უცხოური შეკრება არ გაგვივლია, მაგრამ უშუალოდ თამაშისას ეს არ დაგვტყობია. მთავარია, გულით ითამაშო.

- როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა?

- თავიდან იყო "ნორჩი დინამოელი", მერე "ავაზაზე" გადავედი. ამას მოჰყვა "სიონის" დუბლები, რომელსაც გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობდა. ვითამაშე მოლდოვაში - "დაჩიასა" და "ნისტრუში", თუმცა მხოლოდ დუბლებში. უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება არ მომცემია. "ვიტ ჯორჯიამდე" კი თბილისის "დინამო 2"-ში ვიყავი, პირველ ლიგაში.

- მოლდოვაში რატომ არ მოგეცათ თავის გამოჩენის შანსი?

- რა გითხრათ, მგონი, საქმისთვის არაფერი დამიკლია. საერთოდაც, როგორც იტყვიან ხოლმე, "რეჟიმისტი" ვარ, სიგიჟემდე მიყვარს ჩემი საქმე. ალბათ, უფრო ის იყო, რომ მოლდოვის წამყვანი გუნდები იშვიათად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ურჩევნიათ, აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთონ.

- ფაქტია, ქართულმა საფეხბურთო თემმა "ვიტ ჯორჯიაში" გაგიცნოთ...

- ასეა. ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს. ბატონი ზურაბ ბერიძის ხელში კი ვუმატებ. მის დარ მწვრთნელთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა.

- თავიდანვე მარჯვენა მცველი იყავით?

- მითამაშია მარცხენა ნახევარმცველადაც, თუმცა ჩემი ძირითადი სათამაშო ამპლუა მარჯვენა მცველია.

- "ვიტ ჯორჯიის" მარჯვენა ფლანგზე წყვილში მეტწილად ლევან საბაძესთან ერთად თამაშობთ. ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ ორივეს ძალიან გიყვართ შეტევა. ეს ძალიან კარგია, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ხანდახან ამით გუნდი ხომ არ ზარალდება?

- სწორად შეგინიშნავთ. თუნდაც "სპარტაკთან" შეხვედრა ავიღოთ - მართალია, ყველა გაშვებული გოლი ჩვენი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ დაცვით ფუნქციებს ყოველთვის კარგად ვერ ვასრულებდით. ეს ნაკლი უთუოდ უნდა გამოვასწოროთ. რამდენჯერმე ზონა ცარიელი დაგვრჩა.

- ჯარიმები თქვენი კოზირია...

- მართლაც არ გამომდის ურიგოდ...

- საგანგებოდ ვარჯიშობთ ამ კომპონენტზე?

- ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და "სტანდარტულებს" ვასრულებ.

- დაახლოებით რამდენ ჯარიმას ურტყამთ?

- მაქსიმუმ ასს და მინიმუმ ორმოცდაათს. არ მინდა, ფეხი ძალიან გადავტვირთო, თორემ მეტის სურვილიც მაქვს.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც ყოფილხართ...

- თავის დროზე ვიყავი 17-წლამდელთა შეკრებაზე, მერე კი ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში.

- რომელია თქვენი საოცნებო გუნდი?

- ბავშვობიდან ვოცნებობ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე...

- "ვიტ ჯორჯიას" ამ სეზონში რა მიზანი აქვს?

- ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ უნდა შევინარჩუნოთ, ეს ფაქტია. თასიდან კი ევროპალიგაზე გასვლას ვეცდებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kio
მე ლუკასთან დავდიოდი ფეხბურთზე მართლა მაგარია
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
თენგიზ კობიაშვილი: ბოლო მატჩამდე შევინარჩუნებთ დიდ მოტივაციას!
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 - ის, რაც ასე მოგვენატრა... [VIDEO]
"ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლებს მოუგო
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
ლუკა თათხაშვილს ძალიან გაუმართლა - "ზიმბრუ" და უცებ "ლეხი"
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ლუკა თათხაშვილი - კიშინიოვის "დაჩიადან" ოდესის "ჩერნომორეცში"?
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
აქტუალურ თემაზე: ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებში მარჯვნივ?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?