ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გოგა გახოკიძე: დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო!

გოგა გახოკიძე: დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო!

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი განვლილი კარიერაზე, სატრანსფერო სააგენტოსა და თემურ ქეცბაიაზე საუბრობს
ფოტოზე: გოგა გახოკიძე მარჯვნივ

მწვრთნელობა ისეთი საქმეა, ჩემნაირი ხასიათის კაცი ვერ იმუშავებსო - ამბობს გოგა გახოკიძე, რომელსაც "ალანიაში", "მაკაბიში", "ტვენტში" და რაც მთავარია, ვარსკვლავებით სავსე პსვ-ში უთამაშია, საქართველოს ნაკრების ქომაგს კი გულიანი და ტექნიკური თამაშის გარდა, იტალიისა და უკრაინისთვის ბოლო წუთებზე გატანილი გოლებითაც დაამახსოვრა თავი!

საფეხბურთო კარიერა თითქმის ათი წლის წინ დაასრულა. ახლა ფიფას ლიცენზირებული აგენტია და გიორგი ქინქლაძესა და დავით ყენიასთან ერთად, სატრანსფერო სააგენტო აქვს. ახსოვს თუ არა პირველი ტრანსფერი, რას ნანობს და შეიცვალა თუ არა ხასიათი, გოგა გახოკიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- ჩემი პირველი ტრანსფერი განსაკუთრებულად მახსოვს: დავით ოდიკაძე მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ბედნიერი ვიყავი, მისთვის კლუბის მოძებნა რომ შევძელი... სხვები? ყველას გვარს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ცნობილი ქართველებიდან ჩვენი კლიენტია გურამ კაშია. ახლახან არზიანი და დარციმელია ჩავიყვანეთ უნგრულ "სპარტაკუსში" და ა.შ.

- უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერებზეც ხომ მუშაობთ?

- რა თქმა უნდა. ძირითადად, ბელგიის, გერმანიის, ინგლისის ბაზარზე. სხვათა შორის, ჩვენს სააგენტოს დიდი წვლილი მიუძღვის, ახალგაზრდა ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუნე "გენკიდან" "ჩელსიში" რომ გადავიდა!

- ფეხბურთის ცოდნა, კავშირები, ალღო... საფეხბურთო აგენტს კიდევ რა თვისებები სჭირდება?

- უნდა ჰქონდეს ბევრი ინფორმაცია და კონტაქტი, შეეძლოს მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვა და მოგზაურობა არ ეზარებოდეს! მეც და გიოც უამრავ ადამიანს ვიცნობთ საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ ეს საქმე მაინც ძალიან შრომატევადია - კი, კონტაქტები გაქვს, გიცნობენ, მაგრამ მხოლოდ სატელეფონო ზარით საქმე არ კეთდება, უნდა ჩახვიდე, ნახო, დაელაპარაკო. თანაც, ძალიან ხარჯიანი საქმეა: უამრავ დროს, ფულსა და ენერგიას ხარჯავ და შესაძლოა, საბოლოოდ იმ საქმიდან არაფერიც არ გამოვიდეს.

ზაფხულში - სამი თვე, ზამთარში კი მხოლოდ ერთი - სულ ეს არის სატრანსფერო პერიოდი. ყოფილა შემთხვევები, სატრანსფერო "ფანჯარა" ისე დახურულა, ერთი კონტრაქტიც ვერ გაგვიჩარხავს...

გამოცდილი აგენტები გვეუბნებიან, საწყისი 3-4 წელი სულ ვალებში ვიყავითო და ამით ვიწყნარებთ თავს - ჯერ მეოთხე წელია, რაც ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი (იცინის)...

- საფეხბურთო აგენტს, რომელიც თავადაც წარმატებული ფეხბურთელი იყო, უფრო მეტად არ ენდობიან?

- რა თქმა უნდა. ცნობილი ფეხბურთელი რომ ხარ, ყველასთვის უცნობ აგენტთან შედარებით, მეტი ნდობა გაქვს, მაგრამ მისვლა-მოსვლა მაინც აუცილებელია. მე სანამ პლაჟზე ვნებივრობ, ძმურად, ეს ფეხბურთელი აიყვანეო, რაც უნდა სახელიანი ფეხბურთელი იყო, ასე საქმე არ გაკეთდება!

- სადაც დიდი ფული ტრიალებს, თაღლითებიც ბლომად არიან. შენც გამხდარხარ მათი მსხვერპლი?

- ერთმა ჰოლანდიელმა აგენტმა მითხრა, თუ არ შეიცვალე, შებერტყილი და გაიძვერა თუ არ გახდი, ამ საქმით ვერასდროს გამდიდრდებიო (იცინის). გაიძვერა არც ვყოფილვარ და ვერც გავხდები-მეთქი.

მაშინ დიდ ფულს ვერასდროს იშოვიო... მართალი ყოფილა: ამ საქმეში გაიძვერობა ხშირია, რაც ძალიან მაღიზიანებს. მადლობა უფალს, როგორიც ვიყავი, ჯერჯერობით,

ისეთივე ვარ. არც მჭირდება ისეთი ფული, ვიღაცამ წამომაძახოს, გოგა გახოკიძე ფულს გაუფუჭებიაო!

- რატომ აღარ არის მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე?

- ხშირად გვიწუნებენ მენტალიტეტს! ხასიათის ფეხბურთელებს გვეძახიან და ალბათ, მართალიც არის... ჩვენ კი ვთავაზობთ ქართველებს, მაგრამ ურჩევნიათ, ფეხბურთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან წაიყვანონ. ეს ბუნებრივიც არის, როცა შეგიძლია, გაცილებით ნაკლებ თანხად აიყვანო ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი მენტალიტეტიც ექნება და ნაკლებ პრობლემასაც შეგიქმნის! თუ ძალიან ნიჭიერ მოთამაშეზე არ არის ლაპარაკი, არ უღირთ გარისკვა, ძალიან ნიჭიერები კი, სამწუხაროდ, ცოტა გვყავს...

ნიჭიერი ფეხბურთელები სულ გვყავდა და გვყავს, 14-15 წლის ასაკში ნებისმიერი ევროპელი ბავშვი შეგვედაროს, მაგრამ ისინი სწორად ვითარდებიან, ჩვენები კი ზრდასთან ერთად, რეგრესს განიცდიან.

ხელშეწყობა, სწორად გაზრდა, კარგი ჩემპიონატი სჭირდებათ. საზღვარგარეთ ხელოვნურსაფრიან მოედანს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ძალიან ცუდი ამინდია, ჩვენთან კი ხელოვნური მოედანი საამაყოდ აქვთ და ჰგონიათ, ასეთ საფარზე ვარსკვლავების გაზრდა შეიძლება!

პატარაობიდანვე რომ გვაკლია კარგი საფარი, სწორად ვარჯიში და ექიმის მომსახურება, ამიტომაცაა, სულ ტრავმები რომ გვაწუხებს და კარიერას ნაადრევად ვასრულებთ. ევროპაში ნანახის შემდეგ, მრცხვენია, როცა ვხედავ, როგორ უდგებიან საქართველოში ფეხბურთსა და ფეხბურთელებს!

- ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ვის მხარდამხარაც გითამაშია?

- რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძე! "დინამოში" რომ მივედი, გიო იქ დამხვდა. საოცრებებს აკეთებდა, ყველა მონაცემი ჰქონდა, ძალიან დიდი ფეხბურთი რომ ეთამაშა. რომ მოენდომებინა და ბოლომდე დახარჯულიყო, გიორგი ქინქლაძე მესის დონის ფეხბურთელი იქნებოდა... მაგრამ ზარმაცი იყო! სულ ვეუბნები, ან ამდენი როგორ ითამაშე-მეთქი! ახლა, თავადაც ხვდება, მაგრამ რაღა დროს! ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და თუ მაქსიმუმი არ გაიღე, ვერაფერს მიაღწევ!

- ერთხელ თქვი, მეგობრების უმეტესობა ჩხუბის შემდეგ შევიძინეო. მართალია?

- მართალია. რეჟიმს არ ვარღვევდი, სასმელი და ღამის კლუბები არასდროს მიზიდავდა, მაგრამ რთული ხასიათი ნამდვილად მქონდა. მით უმეტეს, მოედანზე არავის არაფერს ვუთმობდი! თუმცა, უმიზეზოდ არავისთან მიჩხუბია და რომ შევრიგდებოდით, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ბოღმის გულში ჩადება არ მჩვევია!

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- ბევრ რამეს! ფეხბურთელისთვის დაუშვებლად მიმაჩნია და დღემდე ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული. კაზინოებში სიარულმა ბევრი რამ დამაკლო... ეს ჩემს ყველაზე დიდ მინუსად მიმაჩნია, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, იმავე შეცდომას აღარასდროს გავიმეორებდი! ფეხბურთელობა თუ გინდა, აზარტულ თამაშებს არ უნდა გაეკარო! როცა რაღაც არ მომწონდა, პირდაპირ ვამბობდი. არადა, ფეხბურთელს ბევრი რამის მოთმენა უნდა შეეძლოს. ისე, ტრავმებმაც ბევრი დრო დამაკარგვინა, თორემ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი მქონდა...

- და კარგი შანსიც, "პსვ ეინდჰოვენი" მაშინ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო...

- პსვ-შიც ისე რომ მივეღე, როგორც მოგვიანებით "ტვენტეში", გაცილებით დიდ კარიერას ავაწყობდი!

"ეინდჰოვენი" ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერი გახლდათ, ჩემს პოზიციაზე კი უდიდესი კონკურენცია იყო და ყოველთვის არ მეძლეოდა თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, იმ წლებში კლუბის მწვრთნელებისგან ბევრი რამ ვისწავლე. რობსონი, კუმანი, გერეტსი, ჰიდინკი - უმაღლესი დონის სპეციალისტები იყვნენ და ყველა მოთამაშის პლუს-მინუსი იცოდნენ.

მწვრთნელმა ასეც უნდა იმუშაოს, რადგან თითოეულ ფეხბურთელს თავისებური ხასიათი აქვს და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - კარგად რომ ითამაშოს, ზოგს დაყვირება სჭირდება, ზოგს დაყვავება და ა.შ.

- გვყავდა ნიჭიერი თაობებიც, სახელგანთქმული უცხოელი და ქართველი მწვრთნელებიც, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დიდ წარმატებას ერთხელაც ვერ მიაღწია...

- დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო! კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, ემოციურობას ბევრჯერ გაუწევია მისთვის დათვური სამსახური, მაგრამ არა მგონია, ვინმეს თემურზე მეტად უნდოდეს საქართველოს ნაკრების წარმატება! თუმცა, როგორ უნდა მოუგოს საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ან ირლანდიას? ჩვენი ჩემპიონატია უკეთესი თუ კლუბები, სადაც ქართველები თამაშობენ? რაც უნდა ნიჭიერი იყო, ფეხბურთში სათამაშო პრაქტიკაა მთავარი. მაგრამ რადგან მწირი არჩევანი გვაქვს, იძულებული ვართ, უთამაშებელი ფეხბურთელი გამოვიძახოთ.

რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

• ნიკო

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მაგალითად ესტონეთს არაფერი ფეხბურთელები არ ჰყავს, მისი მთავარი მწვრთნელი ამავე დროს კლუბის მწვრთნელიც არის და ჩვენზე ბევრად უკეთესი შედეგები აქვს.მწვრთნელი კიდე ვინც თვლის, რომ თავისი ფეხბურთელებით ვერაფერს მიაღწევს, კი არ უნდა "ბლატაობდეს", არამედ თავი დაანებოს იმ გუნდსა და ფეხბურთელებს.

• გია

შემთხვევით ეს ის გახოკიძე ხომ არაა, ქეცბაიას ე.წ ნაკრების "წევრები"–ს სპორტული აგენტი რომ იყო და მაყუთს აკეთებდა ამაში?

• qutaiseli

მართსალი იყო არა კვახი გახოკიძეს მინდა ვკითხო ესტონელებს და ლატვიელებს ყავთ ფეხბურთელები ჩვენზე უკეთესი შედეგირო დადეს ან მათი ნაკრების მთავარი მწვრთღნელები რამდენს იღებდენ ხელფას.საქმე უნდა აკეთო კაცმა და არა მაყუთი და მაშვინ ეშველება ქართულ ფეხბურთს.ფედერაცია ნული სპორტსკოლებში მწვრთნელების 90 პროცენტი არაპროფესიონალი გადყრილი და შეჭმული მილიონები აიესარი მთავარი.მარტო ფულით ფეხბურთელი არიზრდება ეგრე როიყოს ინგლისელები სულ მსოფლიო ჩემპიონები იქნებოდენ.

• gio

რუსეთს რატომ არ ვუტევთ? მიშა ხომ უტევდა? შევუტიოთ ის დაპყრობილი ტერიტორიებიც წავართვათ და უკრაინასაც დავეხმარებით. სხვას ტომ შეუტიო ტექნიკა თუ არ გყავს ტრაკტორი მაინც უნდა გქონდეს, თუ არა რაც პოლონეთთან დაგვემართა იგივე მოგვივა, მარტო სურვილი არ კმარა.

• GELA

რას იწყევლებით? ღმერთმა დაგვიფაროს რომ ის რამეში მართალი იყოს რაც საქართველოს ნაკრებს ეხება!

• ზვიადი

"- რატომ აღარ არის მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე? - ხშირად გვიწუნებენ მენტალიტეტს! ხასიათის ფეხბურთელებს გვეძახიან და ალბათ, მართალიც არის..." ______________________ დიმიტრი უზნაძე გვინდა. ქართველის გარდა ვერავინ უშველის ქართველს.

• ზაზა

რაში იყო მართალი,90 წუთის მანძილზე ერთხელ რომ არ შეუტევდა ნაკრები და ერთხელ რომ არ დაარტყავდა კარში(თუნდაც დაბალი დონის ფეხბურთელებით),მაგაში იყო მართალი? ხელფასის კონტრაქტს რომ აწერდა ხელს,არ იცოდა რა სად მოდიოდა და რა პროდუქტიც ხვდებოდა ნაკრებში?

• nika

არაფერი დრო არ ჭირდება, ისედაც ვხედავდი მართალი რო იყო)))

• გუჯა კახაძე

ეჰ, გოგა, გოგა! ტრავმებმა მარტო შენ არა, ბევრი ქართველი ფეხბურთელი დატანჯა და ნაადრევად დაანებებინა ფეხბურთისთვის თავი. როდესაც გაჩვენე ტრავმების ადვილად და სწრაფად მოშუშების მარტივი ტექნოლოგია რატომღაც არ დაინტერესდი.სისწრაფის მომატება მინიმალური ენერგიის ხარჯვით საკუთარი თვალით ნახე, მაგრამ არც გაგხსენებია რომ ფეხბურთელებთან გამოგეყენებინა. ასე მომზადებული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ხომ ბევრად მაღალი იქნებოდა? ქართველი ფეხბურთელები მაღალ ტემპში ორ ტაიმს რომ ვერ უძლებენ ამაზე რატომ არაფერს ამბობ? ამ პრობლემის მოგვარება ერთ თვეში რომ შემიძლია ესეც მშვენივრად იცი. ასე ზოგადი საუბრები ქართულ ფეხბურთს ვერ გადაარჩენს!!!!

• Saba

სხვა რამეში კი არა ყველაფერში მართალი იყო. თქვე კაი ხალხო ესეც ქეცბაია ხო არაა არა

• Giorgi

13 მილიონის აღებაში არ იყო მართალი, სხვა რამეში შეიძლება მართალი იყო

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სან მარინოსთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა - ირაკლი გოგინაშვილს სხვა ევროპა უნდა

ირაკლი გოგინაშვილი სერბულ "ნოვი პაზართან" თათბირობს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

როგორ უნდა "გავჩარხოთ" სპარინგი რუმინეთის ნაკრებთან?

ლანჩხუთის "გურიას" ახალ აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...