"რომას" კრიზისი და გამოსავლის გზები
"რომამ" კიდევ ერთი მატჩი დაამთავრა ფრედ, "ვერონას" გაუყო ქულები და კიდევ უფრო დაშორდა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს.

"იუვენტუსი" 9 ქულით უსწრებს მდევარს და რთულად წარმოსადგენია, რომ ეს უპირატესობა გაანიავოს. სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ტურინული გრანდის ერთადერთ რეალურ კონკურენტად სწორედ "რომა" იყო მიჩნეული და ერთი ხანობა, რუდი გარსიას გუნდი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მეტოქეს, მაგრამ შემდეგ ჩამორჩა და ინტრიგაც განელდა.

მომდევნო ტურში, "რომა" "იუვენტუსს" მასპინძლობს და თუ დაამარცხებს, ქულათა სხვაობა 6-მდე შემცირდება - 9-ს ჯობია, მაგრამ ჯერ თამაშს უნდა მოგება და შემდეგ არც 6 ქულის აღმოფხვრა იქნება ამ "იუვესთან" იოლი. მოკლედ, "ჯალოროსი" რთული ამოცანის წინაშე დგას, რუდი გარსია კი ვერონულ მატჩსა და ზოგადად, გუნდში არსებულ ვითარებაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ვერონაში კარგად ვითამაშეთ, სრულ უპირატესობას ვფლობდით და უამრავი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამი ქულა მაინც ვერ მოვიპოვეთ. მეტოქემ ერთხელ შემოგვიტია, გოლი გაიტანა და სასურველ შედეგს მიაღწია. ეს ფეხბურთია, ხშირად ალოგიკური და მოულოდნელობებით სავსე. რაშია პრობლემა? - საკუთარი თავის რწმენა უნდა დავიბრუნოთ, სხვა ყველაფერი რიგზეა. ერთი კარგი გამარჯვება გვჭირდება, რომ მივხვდეთ: ჩვენ ისევ ის "რომა" ვართ.

ამასთან, ერთად დგომა, ერთ მუშტად შეკვრა გვჭირდება - სეიდუ დუმბია ბრწყინვალე გოლეადორია და მან გულშემატკივართა მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. თუ ერთად დავდგებით, კრიზისს მალე დავძლევთ".

რუდი გარსიამ ევროპალიგაზე "ფეიენოორდთან" განმეორებით პაექრობაზეც ისაუბრა:

"ჰოლანდიელებთანაც უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია და წინ არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გველის. ვეცდებით, საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია