ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ეს რა "დურდომია"?! ჩემპიონატი სხვა გუნდებმა დაიწყეს და სხვები ჩაამთავრებენ

ეს რა "დურდომია"?! ჩემპიონატი სხვა გუნდებმა დაიწყეს და სხვები ჩაამთავრებენ

დღეს პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლები ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ
"ლელოს" ხარაგაულის "ჩხერიმელას" აღმასრულებელი დირექტორი ტატო ქავზარაშვილი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ დღეს, 24 თებერვალს, 14 საათზე, ფეხბურთის ფედერაციასთან პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

ცხადია, ქავზარაშვილს თავიდანვე პროტესტის მიზეზზე ვკითხეთ...

- მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი, რომ პარადოქსი ნორმად იქცეს, - გვითხრა "ჩხერიმელას" აღმასრულებელმა დირექტორმა საუბრის დასაწყისში, - ის, რაც ახლა ჩვენს ფეხბურთში ხდება, მსგავსს ვერსად ნახავთ და ისტორიასაც არ ახსოვს.

იცით, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ორივე ჯგუფში 20 გუნდი მონაწილეობს: 21 თებერვალს A ჯგუფში მეორე ეტაპის პირველი ტური ჩატარდა, მაგრამ უსახსრობის გამო "სასკო" დაიშალა და "ჭიათურასთან" მისი მატჩი გადაიდო. ასევე მოხდა B ჯგუფში, სადაც "დინამო 2" დაშალეს და გათამაშებას გამოეთიშა.

ჰოდა, ფედერაციაში გადაწყვიტეს, რომ შუა ჩემპიონატში ამ გუნდების ნაცვლად შემოიყვანონ მეორე ლიგის გუნდები - "სასკოს" ჩხოროწყუს "სამეგრელო" შეცვლის, ხოლო "დინამო 2"-ს - გურჯაანის "ალაზანი".

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "სამეგრელო" და "ალაზანი" ასპარეზობას "სასკოსა" და "დინამო 2"-ის ქულებით გააგრძელებენ.

- ეს დანამდვილებით იცით?

- დიახ, ფედერაციაში ვიკითხე და დამიდასტურეს. მეორე საკითხია, რა პრინციპით აწინაურებენ რეგიონული ლიგების გუნდებს? მეორე ლიგაში სულ სამი ჯგუფია: დასავლეთში ლიდერი ხონის "იმერეთია", ცენტრალურში - ცხინვალის "ლიახვი", აღმოსავლეთში კი - "ცხუმი". ანუ ლიდერი გუნდები იგნორირებულები არიან.

ჩხოროწყუსა და გურჯაანს ენაცვალოს ჩემი თავი, ჩვენი ფეხბურთი რაიონების გუნდებით საზრდოობს, თავადაც რეგიონს წარმოვადგენთ, მაგრამ შუა სეზონში სხვა გუნდების დამატება რა უბედურებაა?! მსგავსი რამ სადმე ან ოდესმე თუ გსმენიათ?! ჯერ ხომ ამ წლის ჩემპიონატი უნდა დასრულდეს?!

ეს იგივეა, ახლა ინგლისის პრემიერლიგას "მანჩესტერი" რომ გამოაკლდეს და პრემიერშიფიდან, ვთქვათ, "დერბი" რომ შემოიყვანონ.

რომელი ქვეყნის მაგალითით ვხელმძღვანელობთ? უეფა და ფიფა ამაზე რას გვეტყვიან? და საერთოდ, რა "დურდომია"?! ფეხბურთის ფედერაციასთან ამიტომაც ვაპირებთ შეკრებას და ამ უმსგავსობაზე პასუხს ზვიად სიჭინავას მოვთხოვთ.

- კონკრეტულად რას ითხოვთ?

- თუ რომელიმე გუნდი დაიშალა, გავაგრძელოთ ჩემპიონატი იმდენი გუნდით, რამდენიც დარჩა. თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პირველი ლიგის კლუბები ჩემპიონატს ბოიკოტს გამოვუცხადებთ.

- აქციას რომელი კლუბები უერთდებიან?

- "ჩხერიმელას" გარდა, "სამგურალი", "საპოვნელა", "მეშახტე", "ჭიათურა", "ადელი", "მაჭახელა", "მერცხალი", "საბურთალო", ხობის "კოლხეთი" და "სქური".

ბუნებრივია, ინფორმაცია ფედერაციაში გადავამოწმეთ. აი, როგორ ახსნეს სიტუაცია ქართული ფეხბურთის მთავარ უწყებაში:

რეალურად, B ჯგუფიდან გამოთიშული თბილისის "დინამო 2"-ს არავინ ჩაანაცვლებს და ამ ზონაში 10-ის ნაცვლად ჩემპიონატს 9 გუნდი ჩაამთავრებს. ხოლო A ჯგუფში ასპარეზობას კვლავ 10 გუნდი გააგრძელებს. საქმე ისაა, რომ მეორე ლიგის გუნდი, ჩხოროწყუს "სამეგრელო", თბილისის "სასკოს" სახელით ითამაშებს.

თავდაპირველად, ამის სურვილი თურმე გურჯაანის "ალაზანს" ჰქონდა, მაგრამ "სასკოს" ვერ მოელაპარაკა. თბილისელებს უფრო მისაღები პირობები "სამეგრელოს" თავკაცებმა შესთავაზეს. მაგრამ გუნდი მეორე ლიგაშიც ითამაშებს - ცხადია, საკუთარი სახელით და სხვა შემადგენლობით.

ფედერაციაში ასევე განგვიმარტეს, რომ ამით იურიდიული ნორმები არ ირღვევა, რადგან ერთის ნაცვლად სხვა სახელის მქონე გუნდი არ ითამაშებს. სხვათა შორის, ადრე მსგავსი რამ თბილისის "მერანი 91"-ში მოხდა, რომელიც საფეხბურთო აკადემია "ოლიმპმა" შეისყიდა და შემდეგ გუნდი "თბილისის" სახელით გამოდიოდა.

აქ მეორე საკითხიც დგება - პირველი ლიგის გუნდებს მწირი ბიუჯეტები აქვთ და ზოგიერთს, თბილისის ნაცვლად, ჩხოროწყუში გასვლა ხარჯებს გაუზრდის. სფფ-ში გვითხრეს, რომ ამ უხერხულობის გამოსარიცხად, "სამეგრელო" აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს თბილისში, 35-ე სკოლის სტადიონ "მარაკანაზე" უმასპინძლებს, ხოლო დასავლელებს - ჩხოროწყუში.

თავად კლუბის დაფინანსებას რაც შეეხება, ცხადია, პირველი ლიგის გუნდს რეგიონულზე მეტი ბიუჯეტი სჭირდება. ამ საკითხის მოსაგვარებლად უახლოეს დღეებში ჩხოროწყუს საკრებულოს წევრები შეიკრიბებიან და "სამეგრელოს" დაფინანსებას გაუზრდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jora

თყუილა ნუ ილანძღებით. ეს ხალხი მართალია.

• hahaha

ვაა დომენტამ სულ გაუბერა.

• tifozi

ერთი მითხარით ფეხბურთისთვის რა გაგიკეთებიათ სულ ჩასაფრებულები რომ ხართ და ყველაფერში ცუდს ხედავთ.ქვეყანა დანგრეულია და არ გაწუხებთ.მიხედეთ ბიძიკო თქვენ საქმეს,ეს ტატო ვინ არის საიდან გამოჩეკეს,მორჩით პროვოკაციებს და თქვენ ჩასვრილ საქმეებს მიხედეთ!!!

• გელა თ.

ბატონო ტატო შენ ქართული ფეხბურთის გულისტკივილი კი არ გალაპარაკებს, არამედ ის რომ სამეგრელო ჩხოროწყუ თქვენს გუნდზე აშკარად ძლიერია...თქვენ რა პრინციპით მოხვდით? რეგიონალლიგაში არ მინახიხართ რაგაც....ჩხოროწყუს გუნდი მეორე ადგილზეა რეგიონალლიგაში და წაგება არა აქვს, ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერს...ასეთი პრეცედენტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომხდარა..სასკო შეუერთდა ჩხოროწყუელებს, რომ დარჩეს ლიგაში და თავი გადაირჩინონ..ეს საქართველოში კი არა ბევრგან მომხდარა...სპორტული პრინციპით იხელმძღვანელე, ვითომ ფეხბურთის მეოხო და მცოდნე ქავზარაშვილო...ანუ ტყუილი რა საკადრისია..ხობის კოლხეთს და წალენჯიხის სქურს რატომ ახსენებთ? ისინი მხარს უჭერენ ჩხოროწყუელებს და გვერდში უდგანან...ხარაგაულში შეხვედრამდე დონ კაპელო, ანუ დონ ქავზარაშვილო...

• xinkali

რა პრინციპით აწინაურებენ რეგიონული ლიგების გუნდებს? მეორე ლიგაში სულ სამი ჯგუფია: დასავლეთში ლიდერი ხონის "იმერეთია", ცენტრალურში - ცხინვალის "ლიახვი", აღმოსავლეთში კი - "ცხუმი". ანუ ლიდერი გუნდები იგნორირებულები არიან. ამ გუნდების სახელით თქვენ რატომ საუბრობთ? თუ ზოგიერთი პარლამენტარის დავალებას ასრულებთ თქვენი რეგიონის წარმომადგელის?

• xinkali

აბსოლუტურად გეთანხმები. მაგარი საინტერესოა ამას რა ადარდებს ასე თუ ის გუნდები ხმას არ იღებენ, რომლებიც პირველადგილოსნები არიან.

• xinkali

და შენ რა კუჭი გეწვის. ან რომელი ფეხბურთის მცოდნე და ფეხბურთზე მზრუნველი შენ ხარ?

• 555

ჩხერიმელას ... ხელმძღვანელს ერთი ადგილი აეწვა, რადგან გავარდნის უმთავრესი კანდიდატია და ძლიერი კონკურენტის დამატება არ აწყობს. აბა ბიჭო ვერ მოგართვეს დარჩენის გარანტია, იბრძოლე და თუ შეგიძლია დაამტკიცე შენი სიძლიერე, შენ ფეხბურთის განვითარება, რომ გაინტერრსებდეს მატჩების რაოდენობის შემცირებაზე არ უნდა იკლავდე თავს, რადგან ფეხბურთელი მხოლოდ თამაშებში იზრდება. მაგრამ შენ მარტო შენი სკამი გაინტერესებს და ფეხბურთი წყალსაც წაუღია ასე ფიქრობ.

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

სფფ-ის ოფიციალური განცხადება ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"სამეგრელოს" ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩში დამარცხდა

"მარკ სტარი"-"ალაზნის" მატჩში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ამას ასე არ დავტოვებთ!.. "ლოკომოტივი" და "ჩხერიმელა" აღმასკომის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

გურჯაანის "ალაზანი" - უძახე ახლა მეორე ლიგის გუნდი!

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს! [VIDEO]

ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"სამეგრელოს" ქალთა გუნდმა სლოვენიაში გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

საოცარი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში - მეგრელებმა მეკარის გარეშე მოიგეს [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატში 65 წლის ფეხბურთელმა ითამაშა და გოლიც გაიტანა [VIDEO]

გაუგებრობა ამოწურულია - სფფ-სთან აქცია მშვიდობიანად დასრულდა

შსს-მ თამაშების ჩაწყობისთვის ფეხბურთელები დააკავა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება