ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრის მე-3 რაუნდში 23 თებერვალს მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა
ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრის მე-3 რაუნდში 23 თებერვალს მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.

კვლავ იყოჩაღა ბაადურ ჯობავამ - შავი ფიგურებით რუს პიოტრ სვიდლერთან დაპირისპირებისას თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და მეტოქეს 31-ე სვლაზე საათი გააჩერებინა. საგულისხმოა, რომ ბაადურმა ბოლო ოთხ პარტიაში 3,5 ქულა მოაგროვა.

წარმატებას მიაღწია ერთპიროვნულმა ლიდერმა ევგენი ტომაშევსკიმ (რუსეთი), რომელმაც, ასევე შავებით, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს (საფრანგეთი) აჯობა. დანარჩენი ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ანიშ გირი (ჰოლანდია)-ალექსანდ გრიშჩუკი (რუსეთი), ლენიერ დომინგესი (კუბა)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი), ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი).

რვა ტურის შემდეგ: ტომაშევსკი-6, იაკოვენკო-5, კასიმჯანოვი, რაჯაბოვი-4,5-4,5, ჯობავა, მამედიაროვი, დომინგესი, გირი-4-4, გრიშჩუკი-43,5, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი-3-3, ანდრეიკინი-2,5 ქულა.

24 თებერვალს მოჭადრაკეები დაისვენებენ.

25 თებერვალს, მე-9 ტურში ითამაშებენ: ანდრეიკინი-რაჯაბოვი, ტომაშევსკი-კასიმჯანოვი, ჯობავა-ვაშიე-ლაგრავი, იაკოვენკო-სვიდლერი, გრიშჩუკი-დომინგესი, მამედიაროვი-გირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში