კონკურსის შედეგები, რომელშიც 11 პროექტი მონაწილეობს, ოფიციალურად დღეს, 17 მარტს გამოცხადდება
თემა არახალია - უკვე 9 წელია, რაც ბათუმი მხოლოდ პატარა მოედნების ამარაა დარჩენილი, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ, ბათუმის "დინამო" კი ქობულეთში თამაშობს; მანამდე ანგისაში იღებდა სტუმრებს, ხოლო ერთხელ მეტოქეს სულაც ზესტაფონში უმასპინძლა...

ბოლო პერიოდში ბათუმის სტადიონის თემამ ხელახლა წამოიწია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოლიმპიური სტადიონის პროექტზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.

არენის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი 12-მა კომპანიამ განაცხადა, საბოლოოდ კი კონკურსს 11 მათგანი შემორჩა - ქართულ-ბრიტანული კომპანია არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო არ დაუშვეს. წარმოდგენილი მაკეტებიდან 6 ქართულ კომპანიებს ეკუთვნის, დანარჩენი ესპანური, ბერძნული, პოლონური, უკრაინული და იტალიური პროექტებია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი

ახალი სტადიონისთვის ადგილი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ელექტრო-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე გამოიყო, რომლის ფართობიც 7 ჰექტარს შეადგენს.

ოლიმპიური სტადიონის მაკეტები საჯარო განხილვისთვის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გამოიფინა. სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 ათასი ლარია. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ჯამში 36 მილიონი ლარი დაჯდება.

ერთ-ერთი მაკეტის ავტორი უკრაინული კომპანია "გრანდ პროექტია". მისი წარმომადგენელი ვლადიმირ სტერჟინსკი მიიჩნევს, რომ მარტო კონკურსში მონაწილეობაც კი მისი კომპანიისთვის დიდი პატივია:

"პროექტის კონცეფცია უკრაინული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. სამი წლის წინათ, უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ჩვენს კომპანიას სტადიონის მშენებლობისა და მისი ექსპლოატაციის გამოცდილება აქვს".

"არქიტექტორების წინაშე ძალიან რთული და საინტერესო ამოცანა დაისვა, რადგან სტადიონი 20 ათას მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ - გაფართოების პერსპექტივით. ჩვენ აქ გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რაც "დინამო არენის" ევროპის სუპერთასისთვის რეაბილიტაციისას ვიყენებთ", - ამბობს არჩილ ქურდიანი, რომელიც არქიტექტორთა ცნობილი დინასტიის გამგრძელებელია.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დიმიტრი მოსულიშვილმა საუკეთესო პროექტის გამოვლენის კრიტერიუმები დაასახელა:

"აუცილებელი პირობაა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება - სტადიონი უეფასა და ფიფას მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ ეს ყველა კონკურსანტმა იცის. ამიტომ ჩვენი უპირველესი კრიტერიუმი იქნება არქიტექტურული იდეა, მოცულობითი გადაწყვეტა და ის, თუ რამდენად სწორად და კარგად არის ეს პროექტი შედგენილი".

დანაპირების მიხედვით, მშენებლობა აგვისტოში უნდა დაიწყოს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქს ორ წელიწადში დაუბრუნდება.

16 მარტს, ბათუმში საკონკურსო-საპროექტო წინადადებების განხილვა სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. მას ესწრებოდნენ საფეხბურთო წრეებისა და აჭარის საზოგადოების წარმომადგენლები. გადაწყვეტილებას 22-კაციანი საკონკურსო კომისია მიიღებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე თავმჯდომარეობს.

კომისიაში შედიან ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იონა წითელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, ბათუმის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, შესაბამისი სპორტის ფედერაციების, შემოქმედებითი კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყველა კონკურსანტმა დეტალურად ილაპარაკა საკუთარი პროექტის ტექნიკურ მხარესა და უპირატესობაზე. კონკურსის შედეგები ოფიციალურად დღეს, 17 მარტს გამოცხადდება, მაგრამ "ლელოსთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენილი 11 პროექტიდან კომისიის წევრებს ორი მოეწონათ. ერთი პოლონურია და კრაკოვის სტადიონის ანალოგიას წარმოადგენს.

მაგრამ კომისიის წევრთა სიმპათია უფრო მეტად კომპანია "ADS"-ის (წარმდგენები - გიორგი ქურციკიძე, ზაქარია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი) ვარიანტისკენ გადაიხარა. მათი მიერ წარმოდგენილი ბათუმის სტადიონის პროექტიც თვალს ჭრის, თუნდაც იმით, რომ ზღვისპირა ქალაქს ლურჯ-თეთრ ფერში წარმოდგენილი არენა აშკარად გაალამაზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zoro
Kargia neta kvela kalakshi ashendes .da eshvelos pexburts .qartvela unda aashenos tu aqvt magisi shno
vaxvax
ქურდიანი გყავდეს და სხვას ეძებდე სირცხვილია.თვალი გაახილეთ,ყური გამოიბერტყეთ და ბოროტად ქილიკს მოეშვით.
Bacho
მაინც ქართველებს მისცეს!!!და რატომ?იცით ასე რამდენ ფულს მოუტეხავენ ქართულ ფეხბუთს?ჩვენ ვართ ერტ რომელსაც არ ეშველება არაფ-ერი!!!
akhals
სწრაფად მიშა აკეთებდა ყველაფერს და მეორე წელს თავიდან გასაკეთებელი ხდებოდა ყველაფერი, მთავარია შენდება, სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევ ერთნმანეთში
გიო
გადაგვაყოლეს ამ ქურდიანებს რა... მამა და ბაბუა რომ მაგარი იყო, ეს არ ნიშნავს, რომ შვილიც მაგარია... ქაშუეთის გვერდით რა მონსტრიც დადგეს, იმის მერე ამათ როგორ უნდა ააშენებინო რამე... თანაც დიდი უზუსტობა გაქვთ გაპარული ქურდიანების დინასტიის შესახებ! ეგ დინასტია სამი საუკუნის კი არა, 120 წლისაც არაა და სულ 4 წარმომადგენელი ჰყავდა. პოლონელებს რაც შეეხება, არანაირ ანალოგიას მაგათი შემოთავაზებული სტადიონი არ წარმოადგენს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დაკვეთითაა სტატია დაწერილი. ისიც დასანანია, რომ კომისიაში ტექნიკურ თუ სამხატვრო საკითხებში ჩახედული ადამიანი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე თანამდებობის მქონე დილეტანტი.
akhali
-დღეს დასახელდება გამარჯვებული და მშენებლობა 5 თვეში დაიწყება....ამ ხელისუფლებამ რეალურად დააპაუზა ქვეყანა!ჯერ ადგილის შერჩევას და პროქტის ტენდერს წელიწადი მოანდომეს და კიდევ ხუთი თვე ....და ორ წელიწადში,ალბათ ზედ არჩევნების წინ პიარისთვის გახსნიან!!! -წარმოდგენილებიდან ესპანური და იტალიური ჩანს უკეთესი(მაგრამ არ ჩანს შიდა ხედი),ქართულებიდან-თბილქალაქპროექტის და ადს-ის...მაგრამ არაფრით არ არის საჭირო სარბენი ბილიკები!!!ყველა დანარჩენი ფეხბურთისთვის საშინლად ცუდია ვიზუალით-კარის უკან ტრიბუნებიდან მოპირდაპირე კარებამდე თითქმის 200 მეტრია,ხოლო ქვედა რიგებიდან საერთოდ ფეხბურთს ვერ ნახავს ბილეთის მფლობელი!!!თბილქალაქპროექის და ადს-ს პროექტებში მგონი უკან ტრიბუნებზე საერტოდ არ არის ქვედა რიგები,რაც შედარებით უმჯობესია....საუკეთესო მაინც ესპანური ჩანს!!! -ეჭვი მაქვს,რომ მოიგებს ის ,ვინც 36 მილიონიდან ,,ატკატს,,(რუსეთში მიღებულია!)წილს გამოვა...უცხოელებს ალბათ ვერ გაუბედავენ და ქართული მოიგებს ალბათ.კარგი იქნება ვცდებოდე და მართლაც საუკეთესო ფეხბურთის ქომაგებისთვის სტადიონი აშენდეს ბათუმში!სასაცილოა-სარბენი ბილიკებისთვის სტადიონს ოლიმპიური უწოდო!
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
სუპერთასი 2015: რეაბილიტაცია სრული სვლით
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმში 20-ათასიანი სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება [PHOTO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
"დინამო არენაზე" რეკონსტრუქცია დაწყებულია
"ბათუმის არენა ორჯერ ძვირი დაჯდება და არც ფიფა-უეფას მოთხოვნების იქნება"
"რატომ ჰგონია პოლონელს, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში აუცილებლად უნდა მოეგო?!."
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
"დინამო არენა" ორ ფერში გადაიღებება - ჯვარზე დაჯდომა სათაკილოა!
როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა