თბილისში, ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და უკან, Wings for Life მსოფლიო რბენის მოსამზადებელი გარბენა გაიმართა
თბილისში, ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და უკან, Wings for Life მსოფლიო რბენის მოსამზადებელი გარბენა გაიმართა.

გარბენის დაწყებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მინისტრის მოადგილეებმა ონლაინ-რეგისტრაცია გაიარეს Wings for Life მსოფლიო რბენის ოფიციალურ ვებგვერდზე და რეკომენდაცია გაუწიეს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, რათა ჩაერთონ პროექტში და გახდნენ ყველაზე გლობალური სპორტული ღონისძიების ნაწილი.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია 3 მაისს გასამართ მსოფლიო რბენაში მონაწილეობისთვის; ასევე, შეხვდნენ კეთილი ნების ელჩებს.

რბენის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები - მამაკაცებს შორის გამარჯვება ანატოლი ოლეინიკოვმა მოიპოვა, რომელიც საქართველოში Wings for Life მსოფლიო რბენის შარშანდელი გამარჯვებულია. ქალებს შორის კი პირველობა არავის დაუთმო ნინო მემარნიშვილმა.

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება.

2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი დარეგისტრირდა. 2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს 26 აპრილამდე ვებგვერდზე - www.wingsforlifeworldrun.com. ამ ეტაპზე 1200-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს