მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტმა იმ მსაჯების ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებას მოემსახურებიან
მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტმა იმ მსაჯების ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებას მოემსახურებიან.

მთავარი არბიტრების რაოდენობა 12 კაცით განისაზღვრა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი საფრანგეთს ჰყავს. ესენი არიან: ჟერომ გარსეზი, რომენ პუატი და პასკალ გოზერი. ორ-ორი არბიტრით იქნებიან წარმოდგენილნი ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ინგლისი და ირლანდია. ერთი მსაჯი ეყოლება უელსს. საგულისხმოა, რომ წამყვან არბიტრებს შორის ავსტრალიელი თემიდის მსახურები ვერ მოხვდნენ.

ზემოთ ჩამოთვლილი ფრანგი არბიტრების გარდა, ინგლისში იმსაჯებენ: უეინ ბარნსი, ჯეი პი დოილი (ორივე - ინგლისი), ჯორჯ კლენსი, ჯონ ლესი (ორივე - ირლანდია), გლენ ჯექსონი, კრის პოლოკი (ორივე - ახალი ზელანდია), კრეიგ იუბერი, იაკო პეიპერი (ორივე - სამხრეთი აფრიკა) და ნაიჯელ ოუენსი (უელსი).

ამათ გარდა, საორგანიზაციო კომიტეტმა შეარჩია შვიდი გვერდითი მსაჯი. ესენია: ფედერიკო ანსელმი (არგენტინა), სტიუარტ ბერი (სამხრეთი აფრიკა), მაიკ ფრეზერი (ახალი ზელანდია), ანგუს გარდნერი (ავსტრალია), ლეიტონ ჰოჯი (უელსი), მარიუს მიტრეა (იტალია) და მატიე რაინალი (საფრანგეთი).

"მინდა მივულოცო 12 ცენტრალურ და 7 გვერდით მსაჯს, რომლებიც ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასს მოემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ თორმეტიდან შვიდმა 2011 წლის მსოფლიოს თასზეც იმსაჯა. იმ ხუთმა, რომლებიც მათ დაემატნენ, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განიცადა. დარწმუნებულნი ვართ, მსოფლიოს თასზე უმაღლესი კლასის მსაჯობა იქნება" - თქვა მსაჯთა შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ ჯეფრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
რა ელის "ბორჯღალოსნებს"? - იაპონიაში ტაიფუნმა მსოფლიოს თასს საფრთხე უკვე შეუქმნა [VIDEO]
ინფორმაცია 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბილეთების შესახებ
ვინ არის მსოფლიო თასის პლეი-ოფში და როდის გაიმართება მატჩები
rugbyworldcup.com-მა მამუკა გორგოძე "ოცნების გუნდში" შეიყვანა
Ipn.ge: ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს
მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების საქმის განხილვისას ექიმი გამოიძახეს
მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების ნაწილმა დანაშაული არ აღიარა
სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა
ქართველმა არბიტრებმა ირლანდიაში იმსაჯეს
თიბიესი-აიას მატჩის არბიტრები ტენდენციური მსაჯობისთვის დაისაჯნენ