სინამდვილე ჯიუტია - ასათიანი ძალიან ცოტას ლაპარაკობს, ბოლო დროს კი საერთოდ დუმს
ძნელია, მალხაზ ასათიანზე წერო. ძნელია თუნდაც იმიტომ, რომ ასათიანის საფეხბურთო სვე, მისი კარიერა ტოვებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას და ასეთ დროს ყოველთვის არის რაღაც, რაც ბოლომდე და ღიად უნდა თქვას ფეხბურთელმა, რასაც შენ ვერ ამოხსნი და ჩასწვდები...

სინამდვილე ჯიუტია - ასათიანი ძალიან ცოტას ლაპარაკობს, ბოლო დროს კი საერთოდ დუმს. ჩვენ ვცადოთ. დანარჩენი მკითხველისა და დროის საქმეა. საერთოდ, ყველა წერილს თავისი ბედი დაჰყვება ხოლმე. იმედია, ჩვენი წერილი დროს გაუძლებს...

დღეს ჩვენ ვწერთ კაცზე, ვისი საფეხბურთო ნიჭისა და გაქანების ამბავი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დამდგარა; ასათიანის საფეხბურთო გენია იმთავითვე აღიარა იმ სპეციალისტთა უმრავლესობამ, სხვადასხვა დროს მალხაზთან რომ მოუხდა მუშაობა.

ამ ხალხის ერთხელ გახსენება, მათი ერთხელ ჩამოთვლაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ მივხვდეთ, რა დონის სპეციალისტებთან, რა დონის შემოქმედებთან და ანალიტიკოსებთან დაამტკიცა მალხაზ ასათიანმა თავისი დასამტკიცებელი.

დიახ, არ მგონია, ვინმემ საფეხბურთო გემოვნება დაუწუნოს დავით ყიფიანს, ივო შუშაკს, ალენ ჟირესს, კლაუს ტოპმიოლერსა თუ იური სიომინს. რა თქმა უნდა, ხუთივეს სხვადასხვანაირად ესმოდა ფეხბურთი, მაგრამ ხუთივე თანხმდებოდა ერთ რამეში - როგორც ლიდერი და როგორც განუზომელი ნიჭის პატრონი, ასათიანი შეუცვლელი იყო მინდორზე.

ასეთი საფეხბურთო ავტორიტეტების შემდეგ ჩემს სიტყვას, მგონი, ფასი ეკარგება. მაინც უნდა დავწერო - ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის წლებში გიორგი ქინქლაძის მერე მე არ მინახავს ასათიანის მასშტაბის ტალანტი. რა ვუყოთ, რომ ის, გნებავთ, ფეხბურთელისა და გნებავთ, რიგი საფეხბურთო მიზეზების გამო ბოლომდე ვერ გაიფურჩქნა.

ასათიანი ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. მოდით, ჯერ მხოლოდ მშრალი სტატისტიკით დავკმაყოფილდეთ და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მალხაზის მიერ ჩატარებული სამი შეხვედრა გავიხსენოთ - დანიასთან, რუსეთთან და თურქეთთან.

ახლა კი უშუალოდ მატჩებზეც, რადგან სტატისტიკა ვერასოდეს იქნება ფეხბურთი. მით უმეტეს, მხოლოდ მალხაზ ასათიანისთვის დამახასიათებელი ულამაზესი, ელეგანტური და უნატიფესი ფეხბურთი.

შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მახსოვს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი კონკრეტული მატჩი ისე ეთამაშოს ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს, როგორც ასათიანმა ითამაშა თბილისში დანიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ.

აკი, იმ მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა მალხაზი თვით ზინედინ ზიდანს შეადარა. ვგონებ, ეს შედარება უდიდესი პატივი უნდა იყოს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. მით უმეტეს, ეს შედარება არა ვიღაცას, არამედ ფრანგული ფეხბურთის დიდ ვარსკვლავს ეკუთვნოდა.

დიახ, ჟირესს ჩვენი საფეხბურთო თემის ნაწილი ამრეზით უცქერდა და მას ზურგსუკან "მარტიშკასაც" ეძახდნენ, თუმცა ეს სხვა წერილის თემაა და ამ "ფენომენს" აუცილებლად მივუბრუნდებით...

ისევ ასათიანზე გავაგრძელოთ. საფეხბურთო ფორტუნამ, ალბათ, მართებულად განსაჯა, როცა ასათიანს ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში ორი გამორჩეული გოლის ავტორობა არგუნა.

პირველი, ეს იყო გოლი რუსეთის ნაკრების კარში - იმ "მზიანი ღამის", იმ თბილისური ზეიმის, როცა ყველა გავგიჟდით და ჭკუიდან გადავედით, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მალხაზ ასათიანი გახლდათ.

იხილეთ ვიდეო

მეორე კი თურქეთის ნაკრების კარში ტრაბზონულ მატჩში გატანილი ბურთი იყო. ორივე ეს გოლი ტრიბუნიდან მინახავს. დანიასთან თბილისური შეხვედრის უშუალო თვითმხილველიც გახლავართ და გულწრფელად უნდა დავწერო - თუ არა ვარსკვლავი, ნაღდი გაქანების "პრიმა", ამ საფეხბურთო შედევრებს საშუალო ნიჭის ფეხბურთელი ვერაფრით დადგამდა.

სხვა საქმეა, რომ იური სიომინმა შესანიშნავი ცენტრალური მცველი მიიღო მალხაზ ასათიანისგან, უფრო ნაღდი და ხალასი ასათიანი კი დაკარგა. მალხაზს იმხელა საფეხბურთო ნიჭი და ინტელექტი ჰქონდა, კარში რომ ჩაგეყენებინა, იქაც არ შერცხვებოდა, ისე კი... სულო ცოდვილო, დღემდე მენანება ის დაკარგული დრო და ვერ ვიღებ ასათიან-მცველს...

მალხაზის სტიქია შეტევა იყო, ნატიფი პასი, გოლები, მეტოქეთა დაცვის რბევა და არა მათი იერიშების ჩაშლა. ეს იცოდა სიომინმაც, მაგრამ იური პავლოვიჩს ცენტრალური მცველი დასჭირდა და მას, ცხადია, მაინცდამაინც არ ანაღვლებდა ქართული ფეხბურთის ინტერესები.

ასათიანი სულ ახალგაზრდა, 29 წლისა შეეშვა ფეხბურთს. ის ელოდა შესაფერის წინადადებას, რომელიც არ გამოჩნდა. მე მაინც მგონია, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მალხაზს მოსწყინდა ფეხბურთის თამაში. მას ბუნებამ მიჰმადლა უდიდესი ნიჭი, მაგრამ არ დაამადლა ფეხბურთელისთვის საჭირო და აუცილებელი ჟინი. არ დაამადლა ის, რამაც გადაარჩინა კურდღელი და არ გადაარჩინა, ვთქვათ, დინოზავრი.

მალხაზის დაბრუნება დიდ ფეხბურთში თავიდანვე ქართულ საქმედ დაისახა. რაც მე ვიცი, ორი გამოკვეთილი მცდელობა იყო - ერთხელ მშობლიურმა "ტორპედომ" სცადა, მეორედ - ზედ ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ - "ზესტაფონმა". არაფერი გამოვიდა.

მალხაზ ასათიანი ახლა მშვიდად ცხოვრობს. ხშირად ქუთაისშია, იშვიათად - მოსკოვში. ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან, ხშირად სეირნობს ველოსიპედით.

მალხაზის მთავარ ღირსებად კი მაინც ის მიმაჩნია, რომ ათასგვარი დითირამბისა თუ აღიარების მიუხედავად, ის მაინც ერთ უბრალო ბიჭად, ქუთაისელ, "ზაოდელ" ბიჭად დარჩა და დღეს ის განსაკუთრებულად უყვართ ქუთაისში...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

asata
ძალიან თბილი წერილია ამ ადამიანის მისამართით...იმედი მაქვს ეს სიტყვა ძუნწი ადამიანი ერთ დღეს ადგება და რომელიმე ჟურნალისტთან მოყვება იმ ნამდვილ მიზეზს თუ რატო შეწყვიტა 29წლის ასაკში კარიერა,მაშინ როცა ასეთი შესაძლებლობები ქონდა და ასეთი იმედი იყო ყველასთვის,თუმცა არ მგონია მისთVის ეს დაენახებია ვინმეს,ჩვენ ხომ გვიან ვაფასებთ ადამიანების სესაძლებლობებს,კარგი იქნებოდა მაშინ როცა უცხო მწვრთნელი,რომელსაც საერთოდ არ შეტკიოდა გული ფეხბურთზე და ქართულ ფეხბურთზე მითუმეტეს,როცა ის მახოს ვერ აფასებდა მაში ამოეღო გულშემატკივრებს ხმა,დღეს ესეთი სევდიანი წერილის კითხვა არ მოგვიწევდა და ვინიცის ფეხბურთში რა შედეგი გვექნებოდა...თუმცა დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდეც რომ სწორი ცხოვრებით ცხოვრობს,მაგრამ თუ იკონტაქტებს ჟურნალისტებთან ძალიან სასიამოვნო იქნება
parfiumer
ვერ ვიხსენებ იმხელა სიხარულის მომენტს ჩვენ ნაკრებში მახომ რომ რუსეთს გაუტანა... უძლიერესი იყო და მე მგონი ის მძიმე ტრამვა რო არა გაცილებით უკეთესად გამოაჩენდა თავს... ახლაც თვაებში მიდგას ცხონებული მამაჩემის სახე დანიასთან გოლს რომ ზეიმობდა... გაიხარე მახო და წარმატებებს გისურვებ...
gio
უმაგრესი წერილი, რაც ოდესმე წამიკითხავს. გაიხაროს ავტორმა!
aska
ალეკო კარგი სტატია იყო. ძალიან გამიხარდებოდა თუ მე-16 აბზაცის მერე დასვამდით კითხვას, თუ რატომ არ იყენებდა მაშინდელი ნაკრების მწვრთელი (ან თანაშემწეებს ერჩიათ) ასკას თავის ნამდვილ პოზიციაზე შეტევაში და სიომინის მსგავსად რატომ აყენებდნენ დაცვაში, როცა დაცვაში სულ დიდი კონკურენცია იყო და ამით მეტოქის მხარეზე ასკა მხოლოდ 1-2 ჯერ გადადიოდა და მაშინაც რამხელა სიამოვნეას გვანიჭებდა.
besarioni
kargi statiaa
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
ევროლიგის მოთამაშეებმა შენგელია ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ აღიარეს
U21 | რუმინეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ფორაუში
ინძაგი "ინტერიდან" "ალ ჰილალში" წავიდა
ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა - გუნდს თავდამსხმელი დაემატა
საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 1:2 დამარცხდა
პსჟ უკრაინელს ყიდულობს, რომელმაც ადრე რუსი საფონოვის გამო თქვა ტრანსფერზე უარი
მიბაძეთ პსჟ-ს - რაღა დროს დე ბრუინია
საბო: მხითარიანი ძლივს დადის - კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია
ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება
დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და რეკორდული გახდა
შენგელიას "ვირტუსი" უშანსოდ დამარცდა | "მილანომ" ნახევარფინალური სერია გაათანაბრა
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში