ადვოკატი: "ვიდეოში მსაჯს სიტყვიერ შეურაცხყოფას მართლაც აყენებენ, მაგრამ არსად ჩანს, რომ მას მისცვივდნენ და პანღური ამოარტყეს"
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა (3:2 სტუმრების სასარგებლოდ). მატჩი ინციდენტით დასრულდა.

ქობულეთის "ჩელე არენაზე" მომხდარის გამო ბათუმელები მკაცრად დასაჯეს: სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ტყებუჩავას ცნობით, მოედანზე რამდენიმე გულშემატკივარი შეიჭრა და არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - ზოგმა აგინა, ერთ-ერთმა კი პანღურიც ამოარტყაო...

შედეგად, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმის "დინამო" მომდევნო სამ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს და ზედაც 8 ათას ლარს გადაიხდის.

მსაჯისთვის შეფურთხებისა და ფეხის მირტყმისთვის ბათუმის "დინამო" დაისაჯა

ჩემპიონატის ლიდერმა სასჯელის ნაწილი მოიხადა: 23-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც 11 აპრილს ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართა, ბათუმის "დინამომ" უშუალო კონკურენტი "სამტრედია" სწორედ უმაყურებლოდ დაამარცხა (1:0).

კლუბის ადვოკატმა გია აბაშიძემ გუშინ, 15 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციაში აპელაცია შეიტანა, მერე კი "ლელოსთვის" კომენტარიც გააკეთა:

"სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება ჩვენი ახირება არ არის. თითოეული ბათუმელი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ დისციპლინარებმა აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს და ბათუმის"დინამოს" უფლებები შელახეს.

გადაწყვეტილება სადისციპლინო კოდექსის 105-ე და 116-ე მუხლებზე დაყრდნობით გამოიტანეს. იქ კი მითითებულია, რომ სასჯელის ზომა 1-დან 5 მატჩამდეა და მომხდარის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

ჩვენ 3 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება და 8 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისრეს, რაც ძალიან მკაცრი სასჯელია. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას წარვუდგენთ მატჩის შემდგომ გადაღებულ კადრებს, სადაც კარგად ჩანს, რომ მსაჯს სიტყვიერ შეურაცხყოფას მართლაც აყენებენ, რასაც გამართლება არ აქვს, მაგრამ არსად ჩანს, რომ მას მისცვივდნენ და პანღური ამოარტყეს.

პირიქით, ნათლად ჩანს, რომ გასახდელში ჩვენი კლუბის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა მოთამაშეებმა გააცილეს", - ამბობს აბაშიძე და იმედოვნებს, რომ "დინამოს" სასჯელს შეუმსუბუქებენ:

"უმაყურებლოდ ერთი მატჩი უკვე ჩავატარეთ. მოვითხოვთ, რომ შემდგომი სანქციები მოგვიხსნან და სტადიონზე ხალხი შეუშვან - სადისციპლინო კოდექსით უფრო ლოგიკური სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება.

არ შეიძლება, დაუმსახურებლად და დაუნდობლად მოექცე გუნდს, რომელიც ისედაც არ თამაშობს საკუთარ სტადიონზე, მაგრამ ლიდერი გახდა და ტრიბუნები მაინც შეავსო".

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს სადისციპლინო კომიტეტი ბათუმელთა აპელაციას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vendetta
555 შენ გასაგონად: დავაბრალოთ ფედერაციას, მსაჯს, გვერდით მსაჯს, მეოთხე მსაჯს, მინდორს, ქარს, წვიმას, უფულობას და ა.შ. 1 გამახსენეთ როდისმე თუ აღიარა მწვრთნელმა, რომ თავისი ბრალი იყო, ან ფეხბურთელის ბრალი იყო?! გამახსენეთ! თუ ეგრე მაგრად გესმით ფეხბურთი, რომ იმას არკვევთ, მსაჯმა განზრახ დაუშვა "შეცდომა", თუ უნებლიედ, ან საერთოდ იყო თუ არა მართალი, მაშინ გეკითხებით: ამ ყველაფერზე თვალს რატომ ხუჭავთ და არ თხოვთ პასუხს მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ფედიჩკინს და მის გუნდს. ეს სხვა გუნდებსაც ეხება, მხოლოდ ბათუმზე არაა საუბარი.
555
ის მსაჯი მოსაკლავაი იყო და ტუ კიდე დაიცავთ არც თვენ გელიტ კაი საქმე
555
ნიკა და მერაბი თქვე მართლა მიკერძოებულებო სადაც შევხდით იკდაგამრცხეთ და რა გალაპარაკებენ კიდე
dato
კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაესაჯათ, სანამ ნორმალური გულშემატკივრობა არ იქნება და ასეთი ველურობები არ შეწყდება არაფერი არ ეშველება ფეხბურთს, მსაჯს იმის შიში არ უნდა ქონდეს რო თუ მასპინძლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს თამაშის მერე ვიღაც კაი ბიჭი სცემს
გუჯა
დააკავეს მაგინებელ-პანღურის ამომრტყმელი?!
კიკი
ჩემი აზრით ობიექტური იქნება,თუ ბათუმის "დინამოს"ათამაშებენ თავიანთ მიერ არჩეულ სხა სტადიონზე მაყურებლის დასწრების უფლებით.ხოლო ქობულეთის სტადიონს მისცემენ დისკვალიფიკაციას რამოდენიმე ტურის თამაშების აკრძალვით.
ნიკა
სულ ქობულეთის სტადიონზე ხდება მაყურებლების შევარდნა მინდორზე და მსაჯის შეურაცხოფა.ეტყობა არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური.ამისთვის ქობულეთის სტადიონს დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს.მაგრამ ამას ვინ გააკეთებს,ჩელებაძის "ავტორიტეტს"უფრთხილდებიან ფეხბურთის ფედერაციაში,რომელსაც მიკერძოებით გამოაქვს გადაწყვეტილებები.
merabi
გორია"დილას"მაგ სტადიონზე უარესი გაუკეთეს და გაცილებით მკაცრად დასაჯეს,ვიდრე ბათუმის"დინამო".ჩელებაძე მაშინ მოითხოვდა უფრო მკაცრ სასჯელს.ახლა რატომ არ იღებს ხმას?
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
ადვოკატმა ტრიბუნალს შეუტია: ბათუმის "დინამო" გალიდერებისთვის დასაჯეს!
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
მსაჯისთვის შეფურთხებისა და ფეხის მირტყმისთვის ბათუმის "დინამო" დაისაჯა
ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?