ესპანეთის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ საფეხბურთო ლიგებში ტელეუფლებებთან დაკავშირებით კოლექტიური ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია
ესპანეთის სპორტის მინისტრმა ხოსე იგნასიო ვერტმა განაცხადა, რომ საფეხბურთო ლიგებში ტელეუფლებებთან დაკავშირებით კოლექტიური ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია.

"პრიმერაში კონტრაქტის 50 პროცენტი 20 კლუბს შორის თანაბრად გადანაწილდება.

დანარჩენი 50 პროცენტი მონაწილეებს შორის ორ ეტაპად გადანაწილდება: 25 პროცენტი გასული ხუთი სეზონის შედეგების მიხედვით, დანარჩენი 25 პროცენტი კი რეპუტაციული კრიტერიუმების განხილვის შედეგების მიხედვით.

საერთო შემოსავლის 90 პროცენტი პრიმერაზე წავა, ხოლო 10 - სეგუნდაზე.

სეგუნდაში 70 პროცენტი თანაბრად გადანაწილდება, ხოლო 30 პროცენტი - გასული სეზონის შედეგების მიხედვით.

ჩვენი პროგნოზებით, ტელეუფლებების გაყიდვიდან შემოსული თანხა მილიარდ ევროს მიაღწევს შიდა ბაზარზე, ხოლო 400-500 მილიონს - საერთაშორისო ბაზარზე", - თქვა მინისტრმა.

ტელეუფლებების გაყიდვებთან დაკავშირებით, კომენტარი ესპანური ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც გააკეთა.

"ეს ახალი ლიგის დაბადებაა. მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. ჩვენ კონკურენტებს გავუწევთ მეტოქეობას და ვაჯობებთ მათ. ეს აუცილებელი იყო ჩვენი ჩემპიონატის ზრდისა და განვითარებისთვის.

ესპანური პროფესიონალური ფეხბურთისთვის ეს ახალი ისტორიაა. ესპანური ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩვენი ფეხბურთისთვის ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კლუბებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისოზე", - თქვა ტებასმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

sake
ეჰ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოტ ძმაო, თორემ ეგენი როგორმე მონახავენ უკეთეს გამოსავალს.
BR
ინგლისს დაეწევიან და ალბათ გადაასწრებენ კიდეც სამხრეთული მაფია თუ არ გაუშვეს :) კლუბზე მინიმუმ 30მილიონი ტრანსლაციებიდან + სპონსორები + სტადიონი + + + კიდევ უფრო გაიზრდება დონე
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ოქროს ბურთი" მხოლოდ ასაკის გამო არ მისცეს" - ლა ლიგის პრეზიდენტმა იამალზე ისაუბრა
ესპანეთის სპორტის მინისტრი: მესი? კანონის წინაშე ყველა თანაბარია
"საიდუმლო სერობის" ოლიმპიადაზე ასეთი სახით გამოყენება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია" - ლა ლიგის პრეზიდენტი აღშფოთებულია
ლა ლიგის პრეზიდენტმა დაადასტურა - მბაპე ზაფხულში "რეალს" შეუერთდება!
მორიგი დიდი სკანდალი - "რეალი" ლა ლიგის დატოვებას განიხილავს
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
"კარები დაკეტეთ" - ტებასმა "ბარსელონას" და "რეალს" დასცინა