მათ აპარატურა დაუზიანეს და ფაილები წაუშალეს
ყატარში გერმანელი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესახებ ფილმს ამზადებდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყატარის მთავრობა ხელს უშლის მომავალი მუნდიალის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას.

"ყატარში დაგვაპატიმრეს. დაგვკითხა ადგილობრივმა პოლიციამ და დაზვერვის სამსახურმა, - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" გერმანული ტელეარხის, ARD-ის კორესპონდენტმა ფლორიან ბაუერმა. - რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალული გვქონდა ქვეყნის დატოვება. ყველანაირი მასალა წაგვიშალეს, ტექნიკა კი დააზიანეს".

მეორე გერმანული არხი WDR, რომელიც ასევე მუშაობდა ფილმზე, გვამცნობს, რომ მათი რეპორტიორების ბრიგადა დოჰაში გადაღებებისას დააპატიმრეს, შემდეგ დაკითხეს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში და მხოლოდ 14 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

გადასაღები აპარატურა, ნოუთბუკები და პერსონალური მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და მხოლოდ ოთხი კვირის შემდეგ დაუბრუნეს. ყველა მონაცემი წაშლილი იყო, ტექნიკა კი დაზიანებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყატარში მასმედიის წარმომადგენლებს აკავებენ. 2013 წლის ოქტომბერში ორი გერმანელი ჟურნალისტი დააპატიმრეს იმ მომენტში, როცა საფეხბურთო სტადიონების მშენებლობას იღებდნენ.

ისინი 27 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა საქმეში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია. ჟურნალისტები გეგმავდნენ მასალის მომზადებას სტადიონების მშენებლობისას შრომის აუტანელი პირობების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
უეფა თანახმაა, მუნდიალი 2022-ის ფინალი 23 დეკემბერს გაიმართოს
ფიფამ ყატარი 2022-ის ზამთრის პერიოდში გამართვა გადაწყვიტა
რუსეთისა და ყატარისთვის მუნდიალების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გერმანიაშიც სურთ
შესაძლოა, იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ საქმე აღიძრას
გადაწყდა: ყატარი 2022-ის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება
ფიფა: გამოძიება ჩვენი ინიცირებულია, დაკავებები კი კარგია!