უმაღლეს ლიგაში აღზევებული თერჯოლის "საპოვნელას" მწვრთნელი გუნდსაც ავარჯიშებს და მოედანსაც უვლის...
პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლისა და თამაშის უფლება უკვე ორმა გუნდმა მოიპოვა - B ჯგუფიდან თერჯოლის "საპოვნელამ", ხოლო A-დან - "საბურთალომ". ორივემ საგზური გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დამაჯერებლად და უსაყვედუროდ გაინაღდა.

თერჯოლის "საპოვნელამ" პირველ ლიგაში რეკორდი დაამყარა - იმერლებმა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხვეს". გუნდის მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში "ზესტაფონის" ფეხბურთელი მირიან გეწაძე გახლავთ.

42 წლის სპეციალისტი გულახდილი მოსაუბრე გამოდგა. მისგან გავიგებთ, როგორ ცხოვრობენ რაიონებში ფეხბურთის ნამდვილი ენთუზიასტები, როგორ მიიყვანეს თერჯოლელებმა გუნდი უმაღლეს ლიგამდე და ამ გზაზე რა გაჭირვებისა თუ პრობლემების გადალახვა უწევდათ და დღესაც უწევთ...

- უპირველესად, უმაღლეს ლიგაში გადასვლას გილოცავთ. სეზონის დასაწყისში "საპოვნელას" ფავორიტებში არავინ მოიაზრებდა. არადა, ელიტაში თამაშის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვეთ და მეორეადგილოსან "გაგრას" 24 ქულით უსწრებთ. რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?

- იყო დრო, თერჯოლას გუნდი საერთოდ არ ჰყავდა - დაახლოებით 14 წელიწადი! მე ვავარჯიშებდი ბავშვებს. მერე რეგიონული ლიგიდან დავიწყეთ და ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდით უმაღლესში გადასვლაზე. ეს იმიტომაც შევძელით, რომ სამუშაო სწორად დავგეგმეთ. არადა, რომ იცოდეთ, პირველი ლიგის ლიდერებს შორის ყველაზე ნაკლები დაფინანსება ჩვენ გვქონდა.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია თქვენი ბიუჯეტი?

- სულ 320 ათასი ლარი და ამით ვაგვარებთ ეკიპირების, ტრანსპორტირების, მოთამაშეთა კვებისა და ხელფას-პრემიების საკითხებს. მე ხელფასი სულ 400 ლარი მაქვს, ჩემს თანაშემწეებს კი - 250-250 ლარი.

ვიდრე დამიკავშირდებოდით, მოედანზე ვიყავი შესული და ვუვლიდი. ამ სამუშაოებსაც ჩვენ, მწვრთნელები ვასრულებთ - მინდვრის გასწორება-გაპარსვას, სასუქის დაყრას და ასე შემდეგ. ბალახი რომ ამოდის, ჩემი ხელით ვცელავ - ადრე მშობლები მეხმარებოდნენ, ახლა კი ხალხმა ჩვენი წარმატება რომ დაინახა, გვერდში დაგვიდგა. აბა, სტადიონს ყურადღება თუ არ მივაქციეთ, სხვა კი არ გაგვიკეთებს.

ამ მწირი სახსრების მიუხედავად, მაინც იმ იშვიათი ხალხის კატეგორიაში ვართ, ვინც არ "მაიმუნობს" - თამაშებს არ ყიდულობს და არ ყიდის. ეს ძალიან მეამაყება.

- უმაღლეს ლიგაში გადასვლა კარგია, მაგრამ აქვს კი რაიონს იმხელა ფინანსური სახსრები, უმაღლესი ლიგის კლუბს რომ უპატრონოს?

- სამწუხაროდ, არ აქვს. მაგრამ ჩვენთან ფეხბურთი უყვართ და ყველანაირად გვეხმარებიან, ყურადღებასა და თანადგომას მაინც ვგრძნობთ. იმას კი არ ამბობენ, უმაღლესისთვის ფული არ გვაქვს, გუნდი დაშალეთ და სახლებში წადითო.

- გასაგებია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში 320 ათასი ლარი როგორ გეყოფათ?!

- უიმედოდ, ჩვენი მტერი იყოს! მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება 600 ათასი ლარით დაგვეხმარება. ასე რომ, ყველაზე რთული - სეზონის ბოლომდე მიღწევა იქნება. მაგრამ თერჯოლაში ფეხბურთის განვითარების ფონდი შეიქმნა, რომლისთვისაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 200 ათასი ლარი გამოყო.

გარდა ამისა, უცხოეთში მოღვაწე თერჯოლელი ბიზნესმენების იმედიც გვაქვს... ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცით, რომ სამი ბიზნესმენი ჯამში მილიონი ლარით დაგვეხმარება. 600 ათასს ეს მილიონიც თუ დაემატა, კარგი ბიუჯეტი გამოვა. სხვათა შორის, შარშანაც დაგვეხმარნენ და 60 ათასი ლარი დაგვირიცხეს, რითიც შეკრების, ეკიპირებისა და პრემიების ფული გავეცით.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ბიზნესმენთაგანი რუსულ კლუბსაც აფინანსებს. მათი ვინაობის დაკონკრეტება არ მსურს.

- ეს კონკრეტული დაპირებაა?

- ყოველ შემთხვევაში, ეს თავად უთქვამთ და იმედი გვაქვს, ბიუჯეტის გარანტიას წარვადგენთ. თუ არ იქნება, მოედანზე მაინც გავალთ და ვიბრძოლებთ.

- არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიარეთ თუ არა ლიცენზირება...

- ფეხბურთის ფედერაციაში ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შევიტანეთ და იმედია, ეროვნულ ლიცენზიას მივიღებთ.

- ცნობილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ რატი წინამძღვრიშვილი გყავთ. გამოუცდელი ბიჭებით კი წარმატების მიღწევა ძნელია...

- სხვათა შორის, წინამძღვრიშვილმა მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და გუნდიდან წავიდა. ძირითადად, ადგილობრივებს ვეყრდნობით, რომლებიც ჩემი გაზრდილები არიან და მეამაყება, ამ დონემდე რომ მივედით. გვყავს რამდენიმე ქუთაისელი და თბილისელი მოთამაშე, რომელთაც თამაში სწყურიათ და თავს არ ზოგავენ.

- გაძლიერებას თუ აპირებთ?

- უმაღლეს ლიგაში პირველზე გაცილებით დიდი მოთხოვნებია და, რა თქმა უნდა, გაძლიერება გვსურს. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი მაინც გამიჭირდება. ეგაა, 5-ათასლარიანი ფეხბურთელი არ გვეყოლება, მაქსიმუმ, წამყვან ფეხბურთელებს 2 ათასს თუ გადავუხდით. ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესმენებთან მოლაპარაკების შედეგებზე. თუ გვერდში დაგვიდგებიან, გაძლიერებას მოვახერხებთ.

1993 წელს, როგორც ფეხბურთელი, "საპოვნელას" რიგებში უმაღლეს ლიგაში გადავედი. ახლა, ეს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში მოვახერხე და დიდი მოტივაცია მაქვს - "საპოვნელამ" ისე უნდა ითამაშოს, რომ არავინ თქვას - ამათ უმაღლეს ლიგაში რა უნდოდათო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

luxuta
მირიან გეწაძე ზესტაფონის "მარგვეთის" ფეხბურთელი იყო და არა "ზესტაფონის"
gizog
Mariam, ცუდია, რომ დანაშაულის დამფარავის როლში გამოდიხართ, ისე თუ მართლები არიან და სიმართლის დასაცავად არ მიაკითხავენ, სადაც ჯერ არს სულ ცოტა არ იქნება კარგი.
irakli apkhaidze
თუ ფაქტი გაქვს დადე თუ არა და ჩირქს ნუ სცხებ მართლა ამ ენთუზიაზმით აშენებულ გუნდს. მიცემ-მოცემები კი იცი სადაც უნდა მოიკითხო. იქნებ წალენჯიხასაც მისცეს ბეთლემზე ნაკლებად მასაც არ ჭირდებოდა ქულები, გასავარდნად ჰქონდა საქმე?.. ფულის კეთება რო ვინმეს მონდომებოდა თერჯოლაში არ იყო პრობლემა მარტის მერე ნათელი იყო რო გუნდს ვეღარავინ დაეწეოდა. მოიკალით ეგ ბოღმები...
Mariam
წარმატებები მაგრამ ნუ იძახი სისულელეს რომ არავის ვაძლევთ თამაშსო წინა ტურში ბეთლემს მე მივეცი თამაში,თუ ფაქტი გინდა არც ეგ არის პრობლემა.უბრალოდ რო აკეტებთ ჩუმათ მაინ იყავით და ნუღარ ლაპარაკობთ პატიოსნებაზე.
georgiano
თქვენ გენაცვალეთ! ასეთი ხალხი რაც უფრო ბევრი იქნება ქართულ ფეხბურთში, ეს ნიშნავს რომ ფეხბურთი გადარჩება. ამ კაცს ეტყობა თავისი საქმე უყვარს და იმავდროულად კარგი კაცია. წარმატებები საპოვნელას!
Irakli Apkhaidze
,,საპოვნელამ" ყველა თამაში მეორე წრიდან გასვლაზე ან ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარა (თერჯოლაში მოედნის საფარი იყო მოსაწესრიგებელი) და კიდე უფრო წონადია ეს წარმატება. ფაქტიურად 2 თვით ადრე იქნა მოგებული I ლიგა. დიდი წარმატებები ბიჭებო. საპოვნელა კარგი მაგალითია იმისა, რომ თადადება და საქმის უზომო სიყვარული წარმატების გარანტია ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად
ზურაბ ჩაფიჩაძე
მადლობა ყველა თერჯოლელს და არათერჯოლელს, ვინც "საპოვნელას" წარმატება შექნა!
ზურაბ ჩაფიჩაძე
მადლობა ყველა თერჯოლელს და არათერჯოლელს, ვინც "საპოვნელას" წარმატება შექნა!
გულშემატკივარი
2004წელს,როდესაც ზესტაფონის "ზესტაფონი"შეიქმნა,მირიან გეწაძეს ფეხბურთის თამაშისათვის თავი დანებებული ჰქონდა.იგი წლების განმავლობაში ზესტაფონის"მარგვეთსა" და "მეტალურგში" თამაშობდა.
R
ნეტა რატი სად არის ეხლა ? მაგარი ფორვარდი იყო თავის დროზე ამერში..
გიო
წარმატებები ბატონო მირიან თქვენ და საპოვნელას.
Gugu
მცირე ხნის ურთიერთობა მქონდა ამ ადამიანთან და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვუსურვებ წარმატებებს მთელ გუნდს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ბექა გოცირიძე მარტვილის "მერანში" ერთ თვეა ვარჯიშობს და უკვე 14 კგ დაიკლო
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: სიურპრიზების მოლოდინი
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
ᓖ
რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]
სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა