ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი - რას ურჩევენ კლუბები სპორტის ახალ მინისტრს?

როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი - რას ურჩევენ კლუბები სპორტის ახალ მინისტრს?

ქართული ფეხბურთის პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე გურამ რუხაძე, რევაზ ჩელებაძე, ფრიდონ ინჯია და ბესიკ ჩიხრაძე საუბრობენ
ფოტოზე: ტარიელ ხეჩიკაშვილი

ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარება ყველა გულშემატკივარსა თუ საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს სტკივა.

რა იმედს უკავშირებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის დანიშვნას და პირველ რიგში, რომელი პრობლემის მოგვარებას ელიან მისგან?

ამ კითხვით რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელს მივმართეთ...

5 წელიწადში შედეგი იქნება

გურამ რუხაძე, "ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტი:

- ჩემი აზრით, სამუშაო ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. პირველი - კერძო და სახელმწიფო კლუბები თანაბრად უნდა დაფინანსდნენ. მეორე მიმართულება საკანონმდებლო ინიციატივები, ანუ შეღავათები უნდა იყოს, რაც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეების, გუნდებისა და საერთო დონის გაზრდას.

- კლუბების დაფინანსება სახელმწიფომ დაუსრულებლად უნდა გააგრძელოს?

- არავითარ შემთხვევაში! ინიექცია თავიდან იქნება საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგ სახელმწიფოს უფრო ნაკლები თანხის დახარჯვა მოუწევს. იმიტომ, რომ გაზრდილი ბიუჯეტით 3-5 წელიწადში კლუბები მოღონიერდებიან და ევროთასებზე უფრო შორს წავლენ, რაც დამატებითი ინვესტიციის წყარო გახდება.

- რას გულისხმობთ?

- უეფასგან მიღებულ მეტ შემოსავალსა და მისგან გამომდინარე ჯაჭვურ რეაქციას. წარმატებული გუნდი სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებს და ბიზნესისთვის საინტერესო გახდება.

ცხადია, მე ზოგად გზას ვგულისხმობ და საფეხბურთო კლუბის აწყობა ასე მარტივი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ მეჩვენება. მთავარი კი მაინც სახელმწიფოს ნაბიჯები უნდა იყოს - კლუბების დახმარებისა და საკანონმდებლო ინიციატივების გარეშე ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.

- რას ფიქრობთ ლექსო თოფურიას იდეაზე, რომ სახელმწიფო კლუბების მართვაზე ტენდერი გამოაცხადონ, რათა გარკვეული იყოს, კლუბებს ამა თუ იმ პიროვნებას რა კრიტერიუმით და რა პროგრამით ანდობენ?

- ეს საკმაოდ საინტერესო და სწორი იდეაა. ახლა კი ლამის არც ერთი კლუბი არავის აინტერესებს. ბიზნესმენს ერთ თეთრადაც რომ დაუთმონ, მაინც უარს იტყვის, რადგან ზედმეტი და გაუგებარი ხარჯია. და თუ იტყვიან, რომ კლუბი ერთი თუ რამდენიმეწლიანი ვადით გადაეცემა კლუბის მართვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც კლუბის ბიუჯეტს უკეთ და აზრიანად განკარგავს, ეს სხვა საქმეა. კერძო ჯგუფები ხომ ყოველთვის იმაზე ფიქრობენ, საქმე მომგებიანად აქციონ. შესაბამის გარემოში, მაქსიმუმ, 5 წელიწადში, მათი გასხვისება სავსებით რეალური იქნება.

რაც ევროპაში მიღებულია...

რევაზ ჩელებაძე, ქობულეთის "შუქურას" დირექტორი:

- სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, ლევან ყიფიანი რომ წავიდა, რადგან ჩემთვის ძვირფასი ადამიანის შვილია და თავად ლევანიც ძალიან მიყვარს...

დაძაბული ვიყავი, სანამ სპორტის ახალი მინისტრის კანდიდატს წარადგენდნენ. ხომ შეიძლებოდა, რომ მოსულიყო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ნაკლებად უყვარს? ამიტომაც უზომოდ გამიხარდა, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელი რომ დანიშნეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილს ვიცნობ, როგორც გაწონასწორებულ და კარგ პიროვნებას, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მშენებლობა ნულიდან დაიწყო და ეს მასზე ძალიან კარგად მეტყველებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს წაადგება, რადგან ფეხბურთის "გიჟია".

- მისგან რა პრობლემების მოგვარებას ელოდებით?

- უპირველესად, ჩვენ სახელმწიფოს მხარდაჭერა გვესაჭიროება და მჯერა, ჩვენს სატკივარსა და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს და მოაგვარებს.

- რომელ პრობლემებს გულისხმობთ?

- მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია, კლუბებს დაფინანსების საკითხი მოუგვარონ. ესაა მთავარი - ფეხბურთს სისტემატური მხარდაჭერა ესაჭიროება და არა - სპონტანური გადაწყვეტილებები. ეს ჩვენს მეზობელ თურქეთში გააკეთეს და კარგად ხედავთ, რა სიმაღლეზეც ავიდნენ.

საბიუჯეტო დახმარება ჩვეულებრივი ამბავია საფრანგეთში, გერმანიასა თუ ბელგიაში და ვერაფრით ამიხსნია, ჩვენთან ეს პრობლემად რატომ ითვლება?

თანხას ჩვენც დავამატებთ

ფრიდონ ინჯია, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი:

- ტარიელი ბიზნესმენი კაცია, დათვლა და შრომის ფასი იცის. იცის ისიც, ფეხბურთში რამხელა სახსრების დაბანდებაა საჭირო.

აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებს, კლუბების მეპატრონეებს დღევანდელი მძიმე ყოფა რომ შეუმსუბუქოს და ამით ფეხბურთის განვითარებას სერიოზული ბიძგი მისცეს.

ყველანი ვთანხმდებით, რომ თითოეული კლუბი, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი იქნება ის თუ კერძო, თანაბარ სასტარტო მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ.

არც ისაა სადავო, რომ ფეხბურთს სახელმწიფოსგან მეტი ყურადღება სჭირდება.

ჩემთვის გაუგებარი იყო, რაში გამოუყვეს ჭადრაკს 38 მილიონი? ამის მესამედი ფეხბურთისთვის, კლუბებისთვის დაერიცხათ, ჩვენც ცალკე კიდევ დავუმატებდით და იმ შედეგს მივიღებდით, რასაც ხალხი წლებია ელოდება...

მოკლედ, ჩემი აზრით, საჭიროა სახელმწიფო დონეზე ხელშეწყობა, პარლამენტთან სერიოზული მუშაობა... მხოლოდ ასე თუ ამოვისუნთქავთ.

ბიზნესი ფეხბურთს თავად ააწყობს

ბესიკ ჩიხრაძე, "გაგრის" პრეზიდენტი:

- დიდი ხანია, საფეხბურთო კლუბები კონკრეტულ მოთხოვნებს ვაყენებთ და ისე გულგრილად გვეპყრობა სახელმწიფო, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი აღარც მაქვს. მაგრამ ტარიელი ისეთი გულიანი და წესიერი ადამიანია, რომ მჯერა, ქართული ფეხბურთის უკეთესობისთვის არაფერს დაიშურებს.

სახელმწიფომ ფეხბურთს ყურადღება უნდა მიაქციოს, თორემ კლუბებს ძალიან გაგვიჭირდა - თუმცა "გაგვიჭირდა" კიდევ ის სიტყვა არ არის. უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, რაც ბიზნესს ფეხბურთში მოიზიდავს. ტარიელი თავად ბიზნესმენია და იცის, რა გვტკივა და გვაწუხებს. იმედია, მოგვისმენს და ამ სატკივარს საფეხბურთო სამყარომდე მიიტანს.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სახელმწიფო კლუბებში მუშაობის ეფექტი ლამის ნულის ტოლია. საერთოდ, სახელმწიფო პროგრამაა საჭირო, ლოკალურ ვითარებაში კი ხელშეწყობა კერძო კლუბებს უფრო სჭირდებათ, ქართული ფეხბურთიდან ყველა ბიზნესმენი რომ არ წავიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზე 20 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ეს ფული ყველაზე თანაბრად უნდა გაანაწილონ, რომ ფულის მოძიება და მენეჯმენტი ვისწავლოთ. სახელმწიფომ კი უნდა მისცეს ბიზნესს უფლება, რომ მოგების გადასახადის 10 პროცენტი არ გადაიხადოს და ისევ კლუბში ჩადოს. ამ 10 პროცენტის ფეხბურთში დაბანდების უფლებას თუ დაგვრთავენ, თანხებს მერე თავადაც მოვიზიდავთ.

ასე კლუბი ფულის მოძიებას ისწავლის, ფინანსურადაც გაძლიერდება, ახალი მენეჯერები გამოჩნდებიან და ახალი სისტემაც აეწყობა. მთავარია, ბიზნესს ფეხბურთისკენ გზა გაეხსნას და დამიჯერეთ, მერე ის ფეხბურთს თავად ააწყობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• irakli arqania

ლევანიც კარგი მინისტრი იყო არავიზე ნაკლებად არ უყვარს ფეხბურთი,მიუხედავად ამისა ტარიელ ხეჩიკაშვილს დიდი პატივს ვცემ საბურთალოს გამო.

• murtalo

სასაცილოა თუ სატირალი ვერ ვხვდები...გუჯა კახაძეს რას ერჩიან ვერ გავიგე მართლაც, რატომ არავინ არ აქცევს ამ კაცს ყურადღებას, არცერთი მწვრთნელი (თუნდაც პირველი ლიგის),არც ფედერაცია, არც ჟურნალისტი...იქნებ გიჟია, გაგვაგებინეთ ბოლოს და ბოლოს...ერთი ქართული ფილმი მაინც გაიხსენეთ და ვირთხის ისტორია:)

• soso

ბატონო ლევან ცასვლა შეიზლება მინისტრობიდან მაგრამ ფეხბურთიდან არაგაქვს უფლება დათო კიფიანის შვილს უნდა იკარო კენჩი და დაამარცხო კველა იმიტომ კველაზე დასტოინი კანდიტატი ხარ არ გჩირდება არც ლოგოპეტი და არც პლატინის დედის დაკრზალვაზე სიარული გამგებმა გაიგოს

• georgiano

ტარიელს დიდი იმედით ვუყურებთ და ვნახოთ, წარმატებები!

• გუჯა კახაძე

ბ-ნო მერაბ! ნიჭიერ ბავშვებს გზა გაუხსნან და კლუბებიც მოგებას ნახავენ. ფეხბურთელის მომზადება არ შეგვიძლიაო აცხადებენ პირდაპირ ეთერში და ვინც სთავაზობს მომზადებას ახლოს არ იკარებენ! კიდევ ერთი პრობლემა: სახელმწიფოში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ფეხბურთისთვის ფულის მოთხოვნა რამდენად "კორექტულია" ამაზე პასუხი თქვენთვის მოინდვია. რაც შეეხება ჩემს მეთოდს - არცერთი სპორტული გადაცემა ახლოს რომ არ მიკარებს ეს ალბათ შემთხვევითი მოვლენაა?! რამდენჯერ შეიძლება დავწერო - ქართული ფეხბურთის ყველაზე სწრაფად მოსაგვარებელი პრიბლემა თამაშის დაბალი ტემპია. თუ ფეხბურთელს სირბილს ვერ ვასწავლი ჯარიმას გადავიხდი. მსგავ შეთანხმებაზე კიდევ რამდენი მწვრთნელი დათანხმდება?

• zura

Lევან კიფიანი დათო კიფიანის შვილი უნდა იკო ფეხბურტის სათავეში ეს გარდაუალია და შესაფერისი კანდიდატი კველაზე ერთი ტავით მაგლა დგას ლევანი შენი იმედი გვაქვს რომ ფედერაციას გაცმინდავ ნაზირლებისა და მონები ლოთებისგან

• მანჩო

"მიეცი ნიჭსა გზა ფართო", მოძებნეთ ნიჭიერი ბავშვები, ასწავლეთ შრომა, მიაჩვიეთ დისციპლინას და მიეცით გასაქანი, რომ თავი წარმოაჩინონ. ყოველივე ამის შემდეგ, ჯანსაღი კონკურენციის შედეგად შერჩეული ბავშვები აუცილებლად მიაღწევენ დიდ წარმატებებს!!!

• zviadi

ჩემი აზრით,აუცილებლად უნდა შემცირდეს გუნდების რაოდენობა,რა შოტლანდიაძე მაგრები ვართ 12 გუნდით რომ ატარებენ პრემიერლიგას? სახემწიფოს დახმარებას რაც შეეხება,უნდა მოხდეს მოგების გადასახადის გაუქმება 3 წლით,მაგრამ კლუბი ყველა ვარიანტში უნდა იყოს კერძო,აქ სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს 0

• farsunka

ყველა ფულს ითხოვს, მაგრამ არაფერს ამბობენ 16-და 10 გუნდზე ჩამოსვლაზე. პირველი ლიგის 18 გუნდამდე დასვლაზე. ფედერაციის შეცვლაზე და მასში სამინისტროს კაცის შეყვანაზე. ეგრე ფულს ვინ განდობთ?

• mamulo

ბატონო მერაბ მამულასჰვილო--შე კაცო ბისნესმენებს(გუნდის მესაკუთრეებს)რომ ეკიტხები სახელმწიფომ უნდა ცჰაგიდოს ხალხის ფული სჰენს ბიზნესში და რას ფიქრობ ამაზეო---უარს გეტყვის,არ მინდა ფულიო?კი მაგრამ ის გუნდებე ვთქვათ 5 წლის მერე ფეხზე რომ დადგებიან(არ მგონია,მაგრამ დავუშვათ ასე)და მოგებაზე იმუშავებენ ,ხალხს და სახელმწიფოს რა?ვინ დაუბრუნებს უკან ხალხს თავის ფულს?ესენი კი ბიძნესს აიწყობენ.წადი ეხლა და იმ 300 ბავშვის დედას კითხე (,სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს თუ არა კერძო ბიზნესი)რომელთაც ყოველ წლიურად ბავშვები შიმშილით ეღუპებათ.(გაეროს მონაცემებთ ყოველ წლიურად საქართველოში 300 ბავშვი იღუპება შიმშილით)

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

კახა ჭუმბურიძე: მე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად? ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

"ქართველი გულშემატკივრის გარდა, არავის წინაშე არ ვარ ვალდებული!.."

გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."

ანატოლი პისკოვეცი გვიბრუნდება - უკრაინელი სპეციალისტი ისევ "გაგრას" გაწვრთნის

აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ

ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს, ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

"შეიძლება ქართულ კლუბებში ფულის დაბანდებით უცხოელებიც კი დაინტერესდნენ"

ფრიდონ ინჯია: ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო

გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!

თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა

ფრიდონ ინჯიას ინიციატივა: ჩავატაროთ ამიერკავკასიის თასი!

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"

გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ