22 წლის მცველი ლიტვის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ტრაკაიში" შარშან, ზაფხულში ჩაირიცხა
შარშან, ზაფხულში, ნიკა აფაქიძე ლიტვის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ტრაკაიში" ჩაირიცხა. 22 წლის მცველი ბოლო წლებში "ზუგდიდის" დაცვის ლიდერი და გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო. მას სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, "ტრაკაიმდე" კი ბედი პოლონეთში, კერძოდ, ლოძის "ვიძევშიც" სცადა.

აფაქიძეს ლიტვური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. მას "ტრაკაიში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბესიკ ამაშუკელიც დახვდა.

ელიტაში წლეულს აღზევებულმა გუნდმა ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ ტრავმების გამო "ტრაკაის" ქართველები ვერ ეხმარებიან. იმედი, რომ ისინი მოედანს მარტის ბოლოს დაუბრუნდებოდნენ, არ გამართლდა.

თუმცა უკვე მესამე ტურია, ნიკა შემადგენლობაში გამოჩნდა.

"მყესები მქონდა გაწყვეტილი და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ანალოგიური ტრავმა ჰქონდა ამაშუკელსაც. ბესომ ვარჯიში უკვე განაახლა და მოედანს მალე დაუბრუნდება. მე კი ოდნავ ადრე დავიწყე თამაში და უკვე სამჯერ შევედი შეცვლაზე", - ამბობს აფაქიძე.

"ტრაკაიმ" ზედიზედ 10 თამაში მოიგო და პირველ ადგილზეა, ოღონდ ეგ არის, რომ კონკურენტ ვილნიუსის "ჟალგირისზე" ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ნიკა ფიქრობს, რომ რეალურად, მისი გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს და თან ქართველებთან შეხვედრის იმედიც აქვს:

"ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ ევროპალიგაზე და წილისყრისას განუთესავებში ვიქნებით. ამიტომ, რაც ვიცი, დიდი შანსია, რომ საქართველოს წარმომადგენელს შევხვდეთ. ეს შეიძლება იყოს ბათუმის "დინამო", "ცხინვალი" ან "სამტრედია".

ჩემი აზრით, ჩვენთან შეხვედრის უფრო მეტი შანსი ბათუმელებს აქვთ".

koka
კლიმენტი 4 ადგილით რომ ევროტურნირებზე გადიან ეგეც უნდა გცოდნონა თუ ჩახედული ხარ ფეხბურთშI. ეს ბიჭი კი მაგრამ შენ ვერ ტოვებ ჭკვიანის შტაბეჭდილებას სამწუხაროდ
xoo
მართალი ხარ წლევანდელი ლიტვის შედეგები მოქმედებს მომავალი წლის ევროტურნირებზე მაგრამ, წინა წლის 4 ადგილით მიიღებს მონაწილეობას ტრაკაი, სანახევროდ ხარ ჩახედული მეზღაპრევ!
მწარე
ეხ. ეხლა რომ არველაძეების, ქინლაძის, ქეცბაიას და ჯამარაულის თაობა გვყავდეს, ასეთ ფეხბურთელებზე სპორტის გაზეთში კი არა ,,სოფლის ცხოვრებაში'' ან კედლის გაზეთში თუ დაიწერებოდა!
კლიმენტი
მთლად გაუბერეთ? ლიტვაში ჩემპიონატი გაზაფხულზე დაიწყო და ჯერ 12 ტურია გასული. ტრაკაი პირველზე კია მაგრამ ევროპაზე ვინ ათამაშებს? შარშან ხომ მე-4 ადგილზე დაამთავრა სეზონი. ეს ბიჭი ჭკვიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, არც ავტორი ჩანს უნიჭო - ერთად კი ტრაკაის ევროტურნირებზე მშვენიერი ზღაპარი გამოიყვანეს
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
ლეგიონი: მათე ვაწაძის შანსები და ირაკლი სირბილაძის ტრავმა
ნიკა აფაქიძე: არავინ უწყის, პრო ლიგა 2-ში "ზუგდიდის" ფორმით ვინ ითამაშებს
ნიკა აფაქიძე: აზერბაიჯანის ჩემპიონატზე უფრო სწრაფად თამაშობენ
600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე
ლეგიონი: ბესიკ ამაშუკელი და ნიკა აფაქიძე ვარჯიშს მარტის ბოლოსთვის განაახლებენ
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
ნიკა აფაქიძე აზერბაიჯანის "საბაილშია" სინჯებზე
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."