14 მაისს, ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს გრან პრის 2014-15 წლების გათამაშების ბოლო, მეოთხე ეტაპი დაიწყო

ფოტოზე: ევგენი ტომაშევსკი და ბაადურ ჯობავა პრესკონფერენციაზე

14 მაისს, ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს გრან პრის 2014-15 წლების გათამაშების ბოლო, მეოთხე ეტაპი დაიწყო. შეჯიბრებაში მსოფლიოს 12 საუკეთესო დიდოსტატი იბრძვის პირველობისთვის.

სტარტზე დიდ ინტერესს ბაადურ ჯობავას (2699) და გრან პრის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, ამ ასპარეზობის თბილისის ეტაპის გამარჯვებულ ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი, 2749) შეხვედრა იწვევდა.

თეთრებმა დებიუტშივე მიაღწიეს უპირატესობას და 21 სვლის შემდეგ ჯობავას გამარჯვება, ფაქტობრივად, ეჭვს არ იწვევდა. აი, რა თქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტომაშევსკიმ:

"თავად მოვიტყუე თავი დებიუტში. სლავური დაცვის ამ ვარიანტის მე-6 სვლისთვის დავუშვი შეცდომა, რითაც შავებმა რამდენიმე ტემპი დაკარგეს, არადა, სტანდარტული პოზიცია იქმნებოდა. შემდეგ, უბრალოდ, ვერ გავიხსენე, რომელ მომენტში უნდა გამეკეთებინა ბ7-ბ6 სვლა, უამისოდ კი თეთრებმა შესამჩნევი უპირატესობა მიიღეს და გარკვეულ მომენტამდე პარტია ცალ კარში თამაშს დაემსგავსა".

საუბარია მეთექვსმეტე-ოცდამეერთე სვლებზე.

დიაგრამაზე შექმნილი სიტუაცია თამამად შეიძლება შეფასდეს თეთრებისთვის, როგორც სტრატეგიულად მოგებული. პარტიაში ბრძოლა, შესაძლოა, არც ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ტომაშევსკიმ თქვა, შავებს ექსტრემალურად გაუმართლათ - 22-ე სვლიდან თეთრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს.

ბაადურ ჯობავა: "როგორც ხშირად მემართება, პოზიციაზე კონტროლი დავკარგე და მოსაგებად თამაში ინერციით განვაგრძე. სიტუაცია კი ამის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა".

თეთრების შეცდომებით შავებმა ისარგებლეს, ჯერ პოზიცია გაათანაბრეს, მერე ხელთ იგდეს ინიციატივა და ტომაშევსკიმ 39-ე სვლაზე გაიმარჯვა.

ასევე წარმატებით ითამაშა დმიტრი იაკოვენკომ (რუსეთი, 2738), რომელმაც ანიშ გირი (ჰოლანდია, 2776) დაამარცხა.

პირველი ტურის დანარჩენი ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2754)-ბორის გელფანდი (ისრაელი, 2744), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2780)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2734), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2803)-ლეინიერ დომინგესი (2734), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2753)-ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2799).

დღეს, 15 მაისს, მეორე ტურში ითამაშებენ: გელფანდი-ნაკამურა, გირი-კარიაკინი, დომინგესი-იაკოვენკო, სვიდლერი-კარუანა, ტომაშევსკი-გრიშჩუკი, ვაშიე-ლაგრავი-ჯობავა.

16 მაისი

ჯობავა-გელფანდი, გრიშჩუკი-ვაშიე-ლაგრავი, კარუანა-ტომაშევსკი, იაკოვენკო-სვიდლერი, კარიაკინი-დომინგესი, ნაკამურა-გირი.

17 მაისი

გელფანდი-გირი, დომინგესი-ნაკამურა, სვიდლერი-კარიაკინი, ტომაშევსკი-იაკოვენკო, ვაშიე-ლაგრავი-კარუანა, ჯობავა-გრიშჩუკი.

18 მაისს გრან პრის მონაწილენი დაისვენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ფიდეს გრან პრი. IV ეტაპი: ბაადურ ჯობავა 2700-იანთა გარემოცვაში
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში