რუსეთმა თავი მოიჭრა
კანადის ნაკრებმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, როცა ულამაზეს სტილში დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები.

კანადელთა ტრიუმფზე ფინალში ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო - ანგარიშიც (6:1) და დარტყმების შეფარდებაც (37-12) კარგად მეტყველებს ყველაფერზე. ეს სტატისტიკა მართლაც იწვევს გაკვირვებას, რადგან ორ-სამ ჰოკეისტს თუ არ ჩავთვლით, რუსებს, პრაქტიკულად, ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდათ ჩეხეთში ჩაყვანილი, რასაც ვერ ვიტყვით კანადაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი პლანეტის პირველობაზე.

და შედეგიც სახეზეა - ჩემპიონმა ტურნირზე ათიდან ათი მატჩი მოიგო, შაიბების შეფარდებით - 66:15. მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. კანადა ამ ოქროს 2007 წლიდან ელოდა და 25-ედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

განსაკუთრებული იყო ეს ტურნირი კანადური ჰოკეის უპირველესი ვარსკვლავისთვის, სიდნი კროსბისთვის. მას აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული არ ჰქონდა და ახლა ე. წ. სამმაგი ოქროს კლუბის 26-ე წევრი გახდა. ამ კლუბში გაერთიანებულნი არიან ის მოთამაშეები, რომლებსაც კარიერაში მოგებული აქვთ სტენლის თასი, ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატი. კროსბი "პიტსბურგთან" ერთად სტენლის თასს 2009 წელს დაეუფლა, 2010 და 2014 წლებში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა მსოფლიო პირველობის ოქრო დაუმატა.

კროსბიმ ათიდან ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. 11 ქულით ის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. სიდნის მხოლოდ ავსტრიის წინააღმდეგ მატჩში არ უთამაშია, რომელიც კანადამ 10:1 მოიგო.

ტურნირის შემდეგ ტრადიციული პრიზების მფლობელები გამოავლინეს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი (MVP) ჩეხეთის ნაკრების უბერებელმა ფორვარდმა იარომირ იაგრმა დაიმსახურა. 43 წლის ლეგენდამ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 ქულა (6+3) დააგროვა. მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ იაგრმა ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფინალის დასრულების შემდეგ ტურნირის დირექტორატმა ამპლუების მიხედვით საუკეთესოები დაასახელა:

მეკარე - პეკა რიკე (ფინეთი)

მცველი - ბრენტ ბერნსი (კანადა)

ფორვარდი - ჯეისონ სპეცა (კანადა)

რინემ მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდი დაამყარა "მშრალი" სერიის ხანგრძლივობით, ხოლო ჯეისონ სპეცა 10 მატჩში 14 ქულით (6+8) პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჟურნალისტებმა კი ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს:

მეკარე - კონორ ელებაიკი (აშშ)

მცველები - ოლივერ ეკმან-ლარსონი (შვედეთი), ბრენტ ბერნსი (კანადა)

ფორვარდები - იარომირ იაგრი (ჩეხეთი), ჯეისონ სპეცა (კანადა), ტეილორ ჰოლი (კანადა).

ბომბარდირები

ჯეისონ სპეცა (კან) 14 (6+8)

ჯორდან ებერლე (კან) 13 (5+8)

ტეილორ ჰოლი (კან) 12 (7+5)

სერგეი მოზიაკინი (რუს) 12 (6+6)

მეტ დუშენი (კან) 12 (4+8)

ო. ეკმან-ლარსონი (შვედ) 12 (2+10)

სნაიპერები

ტაილერ სეგუინი (კან) 9

ფილიპ ფორსბერგი (შვედ) 8

ტეილორ ჰოლი (კან) 7

იარომირ იაგრი (ჩეხ) 6

სერგეი მოზიაკინი (რუს) 6

ბროკ ნელსონი (აშშ) 6

ჯეისონ სპეცა (კან) 6

ასისტენტები

ო. ეკმან-ლარსონი (შვედ) 10

ბრენტ ბერნსი (კან) 9

რაიან ო'რაილი (კან) 9

მატის ოლიმბი (ნორ) 8

იუსი იოკინენი (ფინ) 8

მეტ დუშენი (კან) 8

ჯორდან ებერლე (კან) 8

ჯეიკ მაზინი (კან) 8

ჯეისონ სპეცა (კან) 8

რუსეთმა თავი მოიჭრა

რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ფინალში თამაშით არ შეირცხვინა თავი. კანადასთან მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს რუსები არ დაელოდნენ გამარჯვებული გუნდის საპატივცემულოდ კანადის ჰიმნის აჟღერებას და გასახდელისკენ გაემართნენ.

ამ სამარცხვინო ეპიზოდს გამოეხმაურა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი, რომელმაც რუსები მეტოქის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

"როცა ეს საკუთარი თვალით დავინახე, უდიდესი იმედგაცრუება ვიგრძენი. სასჯელი აუცილებლად იქნება", - განაცხადა ფაზელმა.

მისი თქმით, ჰოკეისტების მოედნიდან გასვლა უნდა აღეკვეთათ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლეგ ზნაროკსა და გენერალურ მენეჯერს, ანდრეი საფრონოვს.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ სასჯელს მართებულად ჩათვლის, თუ შესაბამისი სანქცია მართლაც არის გათვალისწინებული ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით.

სამომავლო წილისყრები

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ჯგუფების შემადგენლობა პლანეტის 2016 წლის პირველობაზე და 2018 წლის ოლიმპიადაზე.

გაისად მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. წილისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი - კანადა, ფინეთი, აშშ, სლოვაკეთი, ბელორუსი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი;

B ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ლატვია, ნორვეგია, დანია, ყაზახეთი.

რაც შეეხება 2018 წლის ოლიმპიადას, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ჩატარდება, 12 გუნდი სამ ქვეჯგუფში ასე განაწილდა:

A ჯგუფი: კანადა, ჩეხეთი, შვეიცარია, ს. კორეა;

B ჯგუფი: რუსეთი, აშშ, სლოვაკეთი, კვალიფიკაცია-3;

C ჯგუფი: შვედეთი, ფინეთი, კვალიფიკაცია-1, კვალიფიკაცია-2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
kaci არა, მაგრამ მაგარი ქოცი რომ ხარ ფაქტია. სად ხარ ჩარჩენილი თუ იცი "კაცო".
დავით67
საერთოდ რატომ გაინტერესებთ რუსეთმა რა როგორ მოიქცნენ ჰოკეიში? ისინი ასე თუ ისე ძლიერები არიან ამ სპორტში. საერთოდ კითხვა მინდა დავსვა, რომელი სჯობია რუსეთის ნაკრების ასე მოქცევა თუ ნაძირალა ქართველების (ფეხბურთში) ეგრეთწოდებული ჩაწყობილი თამაშები ტოტალიზატორზე?
ოტტო
ყოველივე ამდენი რამის შემდეგ რაც რუსეთმა გაგვიკეთა ბოლო წლებში,ნორმალურმა ადამიანმა კარგი რამ როგორ უნდა თქვას რუსებზე...თქვე ხისტავიანო რუსეთუმებო ჩაიკმინდეთ ხმა!
giorgi
მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სპორტია და არა პოლიტიკა. რუსეთის სახელმწიფოს ქომაგი მტერი იყოს, მაგრამ ფინალში გავიდნენ, ბევრ კარგ გუნდს მოუგეს, ფინალი წაასხეს, მაგრამ მერე რა? ქართული გუნდი დააყენე ციგურებზე, - ჯოხები იმისთვის დასჭირდებათ, ფეხი არ მოუცურდეთ :)რუსეთის გუნდის სირცხვილი ისაა, კანადის ჰიმნის დაკვრისას ყინული რომ დატოვეს. 6:1, მერე რა? ხან მოიგებ, ხან წააგებ. ბელორუსმაც მოუგო აშშ-ს მწარედ, მაგრამ რა, დაიქცა ენეიჩელი? რუსეთის თავის მოჭრაო... თავის მოჭრა არა ტოროლა! თავს ისინი კი არა, რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები იჭრიან იმპერიალიზმით.. სპორტსმენებს თავი დავანებოთ...
lasha
კაცი, სახელი კი დაგირქმევია. ტანკ ამოღებული რო მოგდევს აგერ, შენ თუ ხვდები? შე.....
erihaaa
ოე,ავტორ.ამერიკა ვინღაა მაშ?4-0 ვინ მოუგო?
Giorgi123-s
რა შუაშია "რუსეთის ცუდზე კონცენტრირება"? მთელი მსოფლიოს სპორტული მედია აღნიშნავდა რუსების სამარცხვინო, არასპორტულ საქციელს. უბრალოდ ფაქტია აქ აღნიშნული, განსაკუთრებული პათოსის გარეშე. პ.ს. ისე ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო და ზოგადად რუსებს დიდი გული სტუდენტურ გუნდებთან აქვთ ხოლმე (აშშ, კანადა). როდესაც სერიოზულ შემადგენლობას უყრიან თავს ჩრდილოამერიკელები, მიდიან კუდამოძუებულები სახლში
kaci
თქვენ მამებს ამერიკიდან 4;0 ხო მოუგეს და კიდევ GAGA-ს მინდა ვუთხრა,ხმალამოწვდილი და აგზნებული თათარი რომ გამოგეკიდება მერე მიხვდები რუსებზე რასაც ფიქრობ!
gaga
რუსები ყველაფერში და ყოველთვის მაიმუნები იყვნენ როგორც მათი მომხრეები საქარტველოში ივანკასა და ბურჯანაზის თამადობით.
Giorgi 123
kvelaperi gasagebia .. da dzalian ulamazod da arasportulad moikcnen.. magram ikamde ar gveshveleba chven sanam sxvis da kerdzot Rusetis cudze upro viknebit koncetrirebuli vidre chvens kargze ...
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
NHL. ᕞ
NHL: ᓠᓐ ᓘᓧᓝ ᓛᓜᓘᓨᓕ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ანაჰაიმმა" ახალი ისტორია შექმნა
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარის" კაპიტნები ცნობილია
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოვეჩკინი ოლ სტარის მიღმა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარი" სრულად დაკომპლექტდა
დღის სუპერგოგონა: დსთ-ის ულამაზესი ტანმოვარჯიშე გაშიშვლდა [VIDEO+PHOTO]
17 წამში მოგებული სტენლის თასი