საფრანგეთში საუკეთესოები აირჩიეს
ალექსანდრ ლაკაზეტი 27 გოლით არა მარტო ლიგა 1-ის ბომბარდირი ხდება, არამედ საფრანგეთში წლის ფეხბურთელადაც დაასახელეს. ფინალურ ეტაპზე მან ისეთ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე არიან. ეს ჯილდო წინა ორ შემთხვევაში სწორედ იბრაკადაბრას ჰქონდა მოგებული.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდად ასევე "ლიონის" ფეხბურთელი ნაბილ ფეკირი დასახელდა, რომელსაც მართლაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. ფეკირმა, ვინც 18 ივლისს 22 წლის ხდება, უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც მოასწრო თამაში. სხვათა შორის, წელსვე ფეკირმა "მამლების" მაისურით თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო.

"პარი სენ-ჟერმენი" სულ არ დაჩაგრულა და საუკეთესო მწვრთნელად ლორან ბლანი აღიარეს. იგი ამ ჯილდოს მეორედ იგებს, პირველად ეს 2008 წელს მოხდა, როდესაც "ბორდოს" წვრთნიდა. ბლანის უმთავრესი კონკურენტები სწორედ ჟირონდელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ვილი სანიოლი, "სენტ ეტიენის" კრისტოფ გალტიე და "ლიონის" უბერ ფურნიე იყვნენ.

წლის მეკარე სტივ მანდანდაა, "მარსელის" გოლკიპერი სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ნომრობას. ორი სიტყვა ლიგა ორზეც ვთქვათ - იქ წლის ფეხბურთელი "ანჟერის" ჯონათან კოჯია გახდა. საუკეთესო კარის დარაჯად "ტრუას" დენის პეტრიჩი დასახელდა, ხოლო მწვრთნელად - ასევე "ტრუას" თავკაცი ჟან-მარკ ფურლანი, რომელმაც ამ გუნდს უმაღლესი ლიგის საგზური გაუნაღდა.

აქვე გთავაზობთ ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებს:

მეკარე: სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: კრისტოფ ჟალე (ლიონი), ტიაგო სილვა (პსჟ), დავიდ ლუისი (პსჟ), მაქსველი (პსჟ)

ნახევარმცველები: ხავიერ პასტორე (პსჟ), მარკო ვერატი (პსჟ), დიმიტრი პაიე (მარსელი)

თავდამსხმელები: ნაბილ ფეკირი (ლიონი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება - პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
"ლიონის" პრეზიდენტმა დაადასტურა: "რეალს" ნაბილ ფეკირის დამატება სურს
ლაკაზეტი: მე და მიქაუტაძემ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ
დღეს ნაბილ ფეკირი "ლივერპულში" მედშემოწმებას გაივლის
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - დიდი ალბათობით, სილვასთვის ეს "ჩელსიში" ბოლო სეზონი იქნება
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
პოჩეტინოს მძიმე დროება "ჩელსიში" - ლონდონელთა მწვრთნელს ტიაგო სილვას ცოლიც დაუპირისპირდა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ჩელსიმ" ტიაგო სილვასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ფეკირს გემოვნება ჰქონია - "რეალი" ან "ბარსელონა"
ფეკირს იტალიური გრანდები უხმობენ - "ბეტისმა" ფრანგ ფეხბურთელს დიდი ფასი დაადო
"ლივერპულის" და "არსენალის" ნაცვლად "ლიონის" ვარსკვლავი "ბეტისში" წავიდა
"ჩელსი" ტიაგო სილვას მალე დაემშვიდობება
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
16 "უცნობი" პრემიერლიგაში: ყასაბი, მოკრივე, ადვოკატი და სხვები [II ნაწილი]
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ლაკაზეტი ყოფილ გუნდში დაბრუნდა
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
მიქაუტაძე: მე და ლაკაზეტმა ერთმანეთს შევხედეთ - მადლობა საგოლე პასით გადავუხადე
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
ოფიციალურად: ნაბილ ფეკირი "ლიონს" არ დატოვებს
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
ევრო 2016: თავისუფალი აგენტები ევროპის ჩემპიონატზე
L'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ
ნეიმარმა თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა