გიორგი შაშიაშვილი: "მიზეზი "დინამოში" იკითხეთ"
თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალის დიდი ნაწილი დაითხოვეს.

დათხოვნილთა შორის ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი შაშიაშვილიცაა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა "დინამოს" აკადემიაში გააგრძელა, დღეს კი შაშიაშვილიც, სხვების მსგავსად, სამსახურის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიიდან დათხოვნილთა რიცხვი ათზე მეტია, თავად შაშიაშვილი კი Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს რიცხვი "ბევრია".

თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას მწვრთნელებისა და პერსონალისთვის მიზეზები და ახსნა-განმარტება არ მიუცია, თუ რატომ მოხდა მათი სამსახურიდან გაშვება. ამიტომ ამაზე პასუხი "დინამოში" უნდა ვეძებოთ.

"მართალია ეს ინფორმაცია, მიზეზი თვითონ იმათ ჰკითხეთ, მაგდენი არ ვიცი, ასე მოხდა. რაღაც შემცირებები იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანი გაუშვეს, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაითხოვეს", - გვითხრა შაშიაშვილმა.

შაშიაშვილი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში, მისი აკადემიაში მუშაობის პერიოდში ფინანსური პრობლემები არ ყოფილა და "დინამოს" ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას ვალებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ვერ უკავშირებს.

აკადემიიდან პერსონალის შემცირებამდე, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საფეხბურთო სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოგვიანებით მან განმარტა, ეს ხარჯების შემცირების გამო მოხდა.

შემდეგ კი გაირკვა, რომ "დინამოს" ვალი 32 მილიონ ლარს აჭარბებდა (იხილეთ ვრცლად), რომელზეც 20 მაისს, პრესკონფერენციაზე (გია გეგუჩაძის წარდგენა), ფიფიამ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი ფულია და "დინამოს" ვალი არ აქვს (იხილეთ ვრცლად). თუმცა, იმის ფონზე, რომ კლუბმა საფეხბურთო სკოლა გააუქმა და აკადემიაშიც არ არის საქმე კარგად, ვალების უარყოფის ამბავი რომან ფიფიას დამაჯერებლად ვერ გამოუვიდა.

avto
gagnize ar daekargos dinamos asetebs toveben mwvrtnelat
grisha
ფიფია რა გინდა თქვი რა ბოლომდე, რეებს აკეთებ ვერ გამიგია და მგონი საკუთარ ტყუილებში თვითონვე დაიკარგე. დიდი იმედი მქონდა რომ დინამო ძველ დიდებას თუ არა ანგარიშგასაწევ ძალად მაინც ჩამოყალიბდებოდა მაგრამ ნელნელა ეჭვი მეპარება.
shalva gorerdzishvili
შაშიაშვილის სახით დინამომ დაკარგა მცოდნე და ერთეთი ყველაზე პატიოსანი მწრვთნელი და ადამიანი.
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
უმაღლესი ლიგის XX ტურის წინ: ცენტრალურს ზესტაფონი უმასპინძლებს
რომან ფიფია: გადავწყვიტეთ, რომ თბილისის "დინამო" გავაახალგაზრდავოთ
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
რას წარმოადგენს თბილისის "დინამოს" მეტოქე "ენგორდანი"
ჩისკო: ჩემი ოცნება "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო
თბილისის "დინამოს" კაპიტანი გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება
"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა
"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
ტორპედო-დინამო (თბ) 0:2 - დინამიკური კლასიკო [VIDEO]
"დინამოს" აკადემიის დირექტორის კომენტარი გაშვებულ თანამშრომლებზე
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება