ბუნდესლიგის დებიუტანტი - გვარდიოლას ჩამოსვლამდე ყველაფერი დალაგდება

ბოლო წლებში ძლიერმა ფინანსურმა ინვესტიციებმა ბუნდესლიგის ტრადიციები შესამჩნევად დააზარალა. სანამ ტრადიციული კლუბები აუტსაიდერებად ყალიბდებიან, სხვები მათი ადგილის დაკავებას ცდილობენ.

"ფოლკსვაგენმა" "ვოლფსბურგი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიიყვანა, მილიარდერმა დიტმარ ჰოპმა "ჰოფენჰაიმის" აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა, "რედ ბულმა" მეორებუნდესლიგელ "ლაიპციგისთვის" "ვერდერის" ვუნდერკინდი ფორვარდი დავი ზელკე შეიძინა 8 მილიონ დოლარად; მეორე ავტოგიგანტის, "აუდის" პატრონობით "ინგოლშტადტი" მომავალ სეზონში ელიტურ დივიზიონში ითამაშებს.

ამასთან, ბოჰემურ "ინგოლშტადტთან" ერთად, ბუნდესლიგაში გადავიდა მისი ანტაგონისტი "დარმშტადტი" და ის ძველმოდური ფეხბურთის მოყვარულებისთვის ახალი სიყვარულია. დებიუტანტის ლოგოზე გამოსახულია შროშანი - რომანტიკული შუასაუკუნეების ატრიბუტი და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან კლუბი დღემდე ძველ დროშია ჩარჩენილი.

ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია დაათვალიეროთ "დარმშტადტის" სტადიონის გასახდელი - ის საბჭოთა სკოლის სპორტდარბაზის ოთახს მოგაგონებთ: ტანსაცმლის დასაკიდებელი სასაცილო კაუჭები, ფოლადის ნიჟარები და ცივი შხაპი, რადგან ცხელი წყალი აქ მხოლოდ ზეიმებზე მოდის. მომავალ სეზონში იქ ჩავლენ არიენ რობენი, მანუელ ნოიერი, მარკო როისი და ბუნდესლიგის სხვა ვარსკვლავები, თუმცა კლუბის მესვეურები პირობას დებენ: "გვარდიოლას ჩამოსვლამდე აქ ყველაფერი დალაგდება".

"ბიოლენფალტორი"

მოგესალმებით "ბიოლენფალტორზე". ეს სახელი ორი სიტყვიდან მიიღება: "ბიოლენი" - ეს არის იქაური ტყის სახელი, "ფალტორი" - ქალაქის კარიბჭე. ამასთან, შენარჩუნებული ხეები დარმშტადტელებისთვის - კულტის ნამდვილი ობიექტია, როგორც ჯეიმს კემერონის "ავატარში". მათი მოვლა საფეხბურთო კლუბის მოვალეობებში შედის.

სტადიონი 1921 წელს არის აშენებული, 1944 წელს გადაიტანა ბრიტანეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვა, ერთი წლის შემდეგ კი ოკუპირებული იყო აშშ-ის განმათავისუფლებელი არმიის მიერ - ამერიკელებმა აქ ბაზა გამართეს და ბეისბოლს თამაშობდნენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მდგომარეობაში დაიბრუნა არენა ქალაქმა. მას შემდეგ "ბიოლენფალტორი" თითქმის არ შეცვლილა და არ შეიცვლება ბუნდესლიგის გამო - გლობალური რეკონსტრუქცია 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

ჯერჯერობით კი სტადიონი 16.5 ათას მაყურებელს იტევს - ქალაქის მოსახლეობის 10 პროცენტს. 2015-16 წლების სეზონში ეს "დინოზავრი" ყველაზე საშინელი არენა იქნება იმ ჩემპიონატში, რომელიც ლიდერია ევროპაში დასწრების მხრივ. საშინელი შესახედაობით, მაგრამ არა ატმოსფეროთი.

33 წლის შემდეგ

2015 წლის მაისი. ფინალური სასტვენი აფიქსირებს "სანკტ-პაულზე" გამარჯვებას და "დარმშტადტის" ბუნდესლიგაში გადასვლას. ათასობით ფანი სავარძლებიდან წამოხტა და მინდორზე გადავიდა გმირებისთვის მისალოცად. არანაირი პოლიცია ან სამხედროები - არავის უშლიან ხელს, კარის ბადე ან მინდორი სუვენირად გადააქციონ, გადაიღონ სელფი ფეხბურთელებთან... მინდორზე ხანდაზმული გულშემატკივრებიც ცეკვავენ. ისინი ცრემლებს ვერ იკავებენ - ბოლოს მათ "დარმშტადტი" ბუნდესლიგაში 33 წლის წინ ნახეს.

დაუჯერებელი ზღაპარი

ზუსტად ორი წლის წინ, "ბიოლენფალტორზე" აბსოლუტურად განსხვავებული ემოციები იყო. 2012-13 წლების სეზონში გაზონი ჭაობად გადაიქცა დაღვრილი ცრემლების გამო, რადგან "დარმშტადტი" გერმანიის მესამე ლიგიდან გავარდა.

"ძალიან ძვირად დაგვიჯდა პატიოსნება. სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ვალები არ აგვიღია, არ შეგვიძენია ძვირად ღირებული მოთამაშეები და არ დაგვიხარჯავს იმაზე მეტი, ვიდრე გამოვიმუშავეთ. ახლა მეოთხე ლიგაში გავვარდით. მაგრამ მალე დავბრუნდებით".

"დარმშტადტი" ერთ თვეში დაბრუნდა, სწორედ თავისი პატიოსნების გამო. კლუბი "კიკერს ოფენბახი", რომელიც "შროშანებზე" ერთი საფეხურით ზემოთ იყო, გაკოტრებულად გამოცხადდა და მეოთხე ლიგაში "დარმშტადტის" ნაცვლად გაემგზავრა. დარმშტადტელების მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ამ ისტორიაში ნიშანი დაინახა: "რადიკალურად უნდა შევცვალოთ გუნდი". და სულ რაღაც ორ სეზონში ის ბუნდესლიგაში გადაიყვანა.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ: მეოთხე დივიზიონში გავარდნილი კლუბის მწვრთნელმა სამუშაო შეინარჩუნა და მალე უმაღლეს დონეზე მოსინჯავს ძალებს. შუსტერმა დანაპირები აასრულა - მან "დარმშტადტში" საფუძვლიანი წმენდა ჩაატარა და შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა შეინარჩუნა.

უფსკრულიდან ელიტაში სწრაფი გარღვევა - ახალი არ არის ბუნდესლიგისთვის. "ჰოფენჰაიმმა" გასულ ათწლეულში უკვე გაიარა ეს მარშრუტი, მაგრამ "დარმშტადტი" განსაკუთრებული იმის გამოა, რომ კლუბს არასოდეს ჰყოლია მდიდარი პატრონი, დიდი სპონსორი ან საკმარისი დაფინანსება. "ჩვენ ერთი პატარა სოფლიდან ვართ, რომელსაც არასოდეს უოცნებია ბევრზე", - მოკრძალებულად განაცხადა მწვრთნელმა.

"შროშანების" ბიუჯეტი 6 მილიონი ევროა. ეს თანხა მეორე ბუნდესლიგაში გამოსვლას ძლივს ჰყოფნიდა. "დარმშტადტის" შემადგენლობის საერთო ფასი კი მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას თუ ეყოფა. ამ მაჩვენებლით ის მეორე ბუნდესლიგის 18 კლუბს შორის მე-13 ადგილზეა.

"დარმშტადტის" ლიდერებს უკვე იტაცებენ სარფიანი კონტრაქტების ხარჯზე. ხელფასებში სხვაობა იმდენად დიდია, რომ ნახევარმცველმა ჰანო ბერენსმა ბუნდესლიგაში თამაშს რამდენიმე ზედმეტი "ნული" არჩია და "ნიურნბერგში" გადავიდა.

"დარმშტადტს" ერთი ცნობილი ფანი ჰყავს - საყვარელ გუნდს დიდი გამარჯვება "ტვიტერით" მიულოცა ჩოგბურთელმა ანდრეა პეტკოვიჩმა. მაგრამ "შროშანების" გულშემატკივრებისთვის ეს ცოტაა. მათ საქალაქო ზეიმზე გუნდს ახალი ამოცანა დაუსახეს: "თავიდან მესამენი ვიყავით მესამე ლიგაში, შემდეგ მეორეები - მეორეში. ხომ მიხვდით?.."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
24 წლის ბიჭის ამბავი მართლა უნიკალურია, ამის მერე კიდე იტყვიან გერმანელები ცივი ხალხიაო... ნუ გურიას მაგ დროს ძლიერი პატრონი ჰყავდა და თან საქართველოს მეორე ნაკრები იყო. ნუ ფაქტია 7-8 ათასიანმა ლანჩხუთმა უნიკალური ისტორია დაწერა
Ilia
მაგარია
guria
ლანჩხუთის გურიის ისტორიას გავს. ერთი პატარა სოფლის გუნდი რომელიც სსრკ-ს უმაგლეს დივიზიონში გადავიდა. წარმატებები
Del Piero 10
როგორ მიყვარს ესეთი პატარა გუნდები! მაგარ ისტორიებს წერენ ეს გუნდები და სამაგალითოები არიან. ასევეა იტალიური კარპიც ამ გუნდმაც პატარა სასწაული მოახდინა!
zviadi
როცა საქმეს ჭკვიანურად უდგებიან და მარტო ფულის გულისათვის არ თამაშობენ, წარმატებაც მოდის
SV Lilien
გუნდი მთელი სეზონის მანძილზე პირველ სამეულში იყო, ტიტულოვან გუნდებზე წინ და ყოველგვარიო ჩავადნების გარეშე სასწაული მოახდინა, ასეთივე სასწაული იყო, როცა წინა სეზონში რელეგაციაში მეორე ლიგაში გადასვლისთვის ერთ-ერთი ცნობილი გუნდი გამოთიშა (ბილეფელდი, რომელიც ამ სეზონში მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში დაბრუნდა და ეცდება ერთ-ერთი ცნიობილი მწვრთნელით ბუნდესლიგას დუბრუნდეს.) საინტერესო კიდევ ისაა, ამ ლილიებს ყავთ როგორც სიმბოლო ინვალიდი 24 წლის ბიჭი თავისი ინვალიდის ეტლით, რომელიც 14 წლიდან კიბოს ებრძვის და რომელმაც მათ ძალა მისცა, მესამე ლიგიდან მათი სიმბოლოა. ერთი წლის წინ მას კვლავ გაურთულდა მდგომარეობა, ახალი შეტევა ამ ავადმყოფობის შედეგათ, მთელი გუნდი ატარებდა მის სიმბოლიკას მაჯაზე (რეზნისის ლურჯი ფერის სამაჯურს). მათ ერთად იზეიმეს რამდენიმე კვირის წინ ბუნდესლიგა. მართლა ფენომენია ლილიების პირველი ლიგაში გადასვლა მხოლოდ 2 სეზონში მე-3 ლიგიდან 1 ლიგაში და ეს მექანიზბულ ბუნდესლიგში და დიდი ფულების ტრიალში ამ ბიჭთან ერთად.

ესე იგი ცხელი წყალი მხოლოდ ზეიმებზე მოდის ხომ??? სად იყავი,სად ნახე გერმანიაში ასეთი სასაცილო რაღაცეები?შენ 100%-იანი ვიღაცის დაკვეთით წერ ამ სისულელეებს.სადღაც აქვე იქნებოდი საქართველოში,რომელიმე მიტოვებულ სტადიონზე,სადაც ალბათ საქონელი იყო საბალახოდ გაშვებული და გინდა რომ ხალხს დაანახო,თითქოს ასეთი და უფრო უარესი სიტუაცია,მხოლოდ ჩვენთან კი არ არის,ევროპის ქვეყნებშიცაა.
avoieee
რამოდენიმე ტამაშს დავსწრებივარ და იქ უნდა იყო და ნახო,რომ არ დასცინო.რაც მიუნხენში ხდება,იქაც იგივეა.
luk
მიყვარს ასეთი გუნდები რა! პატიოსანი და სპორტული!
ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
მაიამის "მასტერსი": კარლამ ვინუსი გააჩერა
ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - ევროპის ტოპ-ჩემპიონატების დებიუტანტი კლუბები
ფედერაციის თასი: ბოლო ტიტული ჩეხეთისაა
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓠᓣᓛᓘᓜᓣᓚᓘ ᓢᓠᓘᓣᓛᓤᓘ ᓞᓐᓠᓘᓖᓨᓘ
"კარლსრუე" "დარმშტადტს" დაუზავდა - ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს
ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ
გალახული გროსკროიცი სასამართლოს ვერ დაესწრო
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓡᓘᓛᓝᓜᓐᓡᓐ ᓓᓐ ᓐᓜᓓᓠᓔᓐᓡ ᓒᓐᓡᓔᓘᓠᓜᓔᓑᓐ
ფინალი კიმ კლაისტერსთან
"ბოხუმის" კაპიტნის ღირსეული საქციელი [video]
ᓠᓝᓪᓐ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓔᓚᓘᓢᓐ ᓘᓡᓕᓔᓜᓔᓑᓡ...