ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

იტალიის უჩვეულო უმუშევართა ბირჟა - ვარსკვლავურ მწვრთნელებს აღარ იწვევენ

იტალიის უჩვეულო უმუშევართა ბირჟა - ვარსკვლავურ მწვრთნელებს აღარ იწვევენ

იტალიურ ფეხბურთში კრიზისია
იტალიურ ფეხბურთში კრიზისია. სათქმელად იოლია, დასაწერად - რთული. ნათქვამი სიტყვა ჰაერში მიფრინავს, ნაწერი - რჩება. ნაწერს, ქოთანისა არ იყოს, საიდანაც გინდა, იქედან მოაბამ ყურს. ამიტომ ამის დამწერს ცხენი გასაქცევად მზად უნდა ჰყავდეს და ალბათ, ის დროა, ბედაური მეც შევკაზმო.

როგორ, მოგვიგებს იტალიური ფეხბურთის ქომაგი, მაშ რა იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსის" გასვლა? როგორ მოხდა, რომ "ნაპოლი" და "ფიორენტინა" ევროპალიგის ნახევარფინალამდე მივიდნენ. რა არის ეს, თუ არა წარმატება?!

რა თქმა უნდა, ეს წარმატებაა, მაგრამ იმავე გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს სერია A-ს ძველი მატჩები, თუნდაც ოთხმოცდაათიანების ბოლოს ან ორიათასიანების დასაწყისში. მაშინ იტალიური ლიგა პირველი იყო მსოფლიოში და საუკეთესო საფეხბურთო სპექტაკლებიც იქ იდგმებოდა - ხოლმე.

გასაგებია, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში აღარც ძველი მილიონერები ბობოქრობენ და აღარც ძველი მილიონერებისა თუ მილიარდერების დოღია, მაგრამ ვერც იმას წაუვალთ, რომ იტალიის ჩემპიონატი სასტიკ დეფიციტს განიცდის ნამდვილი ვარსკვლავებისა!

ეს სიმართლეა და, სხვათაშორის, მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის - ამაში ბოლომდე გვეთანხმებიან იტალიელი კოლეგები, რომლებსაც ამ ქვეყნის ჩემპიონატის უამრავი დაღმართიც ახსოვთ და დაღმართიც.

რას ვიზამთ, კალჩოპოლის სკანდალმა და ამ სკანდალის თანმდევმა პატარა სკანდალებმა მძლავრად დაბერტყა იტალიური ლიგა. ვარსკვლავებიდან ახლა მხოლოდ რამდენიმე თუ თამაშობს იქ და ყველა თითქმის "იუვენტუსშია" თავმოყრილი. გვახსენდება იგუაინი "ნაპოლიში" და მორჩა.

ნაღდ და კაშკაშა ვარსკვლავებზე ვწერთ, თორემ ზოგს კალეხონიც ვარსკვლავი ჰგონია. კლოზეც ვარსკვლავია, მაგრამ უკვე ჩამქრალი. ფელიპე ანდერსონი კი - ამომავალი, რომელიც თავის მჭექარე სიტყვას ან იტყვის, ან არა. ეს ორი ყოჩაღი ბიჭი "ლაციოდან". მგონი, ვარსკვლავების ამბავში სულ ესაა.

რაღა ფეხბურთელებს მივადექით, სერია A ვარსკვლავური გაქანების მწვრთნელებითაც ძალიან გაღარიბდა. არადა, ახლო წარსულში იქ ვის არ ნახავდით, მართლა დიდ მწვრთნელებს, ათასი ნოვაციის ავტორებს, ტიტულების მანქანებს. შორს ნუ მივდივართ, ჩვენი ჟოზე, ჩვენი "განსაკუთრებული" იქ არ იყო?!

რაღა ბევრი გავაგრძელოთ ამ თემაზე - "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრი თავკაცობს. ჭკვიანი, თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტი, მაგრამ მას გაუჭირდება ტოპ - მწვრთნელობა და ვეჭვობთ, ოდესმე კიდევ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

არადა, მართლაც საკვირველი ამბავია, რომელსაც ძნელად თუ დავიჯერებთ, მაგრამ რადგან სიმართლე ერთია, აუცილებლად უნდა დავიჯეროთ. დღეს იტალიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი უბედურება ისიცაა, რომ არაერთი მაგარი მწვრთნელია დაუსაქმებელი.

ამ ხალხის ერთხელ ჩამოთვლაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ ლოგიკური კითხვა დავსვათ - ჭკუიდან ხომ არ შეიშალნენ იტალიური საკლუბო ფეხბურთის მესვეურები?

დიახ, დღეს სამსახურს ელიან მარჩელო ლიპი, ჩეზარე პრანდელი, ვალტერ მაძარი, ზდენეკ ზემანი, რობერტო დონადონი.... დღეს, როცა იტალიის ჩემპიონატში საშინელი კრიზისია ახალი საფეხბურთო იდეებისა, როცააღარ იზრდებიან არათუ ვარსკვლავები, არამედ გამორჩეული ფეხბურთელებიც კი, ამათი უმუშევრობა არაფრით შეიძლება.

ზოგმა წინა სეზონში იმუშავა, მაგრამ ახლა?

მჯერა: ეს მწვრთნელები დასაქმებულნი რომ იყვნენ, იტალიის ჩემპიონატის სათამაშო დონე გაცილებით მაღალი იქნებოდა, რადგან კარგ მწვრთნელს საშუალო ფეხბურთელებითაც შეუძლია, მშვენიერი გუნდი გამოძერწოს.

არა და არ ადგება საშველი ამ ამბავს. ამ დროს კი "მილანის" მთავარ მწვრთნელად სინიშა მიხაილოვიჩს ნიშნავენ. სინიშა მართლაც დიდებული ფეხბურთელი იყო. უნდა გამოვტყდე - ის ჩემთვის დღესაც რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ ოსტატად, მაგრამ მწვრთნელი?!

ამ დროისათვის "მილანში" არც ერთი ვარსკვლავი არ თამაშობს და იქნებ, ვარსკვლავური გაქანების მწვრთნელი მაინც მიეყვანათ. მიხაილოვიჩის ამბავიკი ჯერ კიდევ საკითხავია. მიხაილოვიჩს კარგი სეზონი ჰქონდა "სამპდორიაში", მაგრამ ეს დიდ მწვრთნელობას არ ნიშნავს და არც იმას ნიშნავს, რომ სერბი მილანურ წნეხს გაუძლებს.

"მილანს" გაუჩნდა ფული, მაგრამ, მგონი, ბოლო წლებში გუნდი, უბრალოდ, ხარჯვას გადაეჩვია. ფეხბურთელების ყიდვის გარეშე კი არაფერი გამოვა. "მილანს" ეყოლება"ატალანტაზე" ოდნავ უკეთესი შემადგენლობა და თამაშების მოგებას კი გუნდს გრანდივით მოსთხოვენ. შეუძლებელია!

როგორც წესი, დიდი ფეხბურთელები დიდ მწვრთნელებს მიჰყვებიან - ხოლმე. რადგან ფეხბურთელების ამბავი ჯერ არ გამოდის, იქნებ, სერია A-ს არსთა განმრიგეებს მწვრთნელებიდან დაეწყოთ?!

ცდად ღირს, თორემ უვარსკვლავო ფეხბურთი მასას არ იზიდავს.

იტალიური ფიცისა კი გვწამს, მაგრამ ბოლო ძალიან გვაკვირვებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aha

ამის დამწერს ალბათ სერია-Aს 3 თამაში არ ექნება წელს ნანახი, ამ სეზონში სერია-Aში უფრო მეტი გოლი გავიგა ვიდრე ლა ლიგაში ან პრემიერ ლიგაში, ან რა დონადონიზე და ზემანზეა ლაპარაკი, რა არგუმენტებია ღადაობთ?

• kif

ამის დამწერს მაცარი ან ზდენიკ ზემანი დიდი მწვრთნელი გონია და ალეგრი არა ? კიდევ ბევრჯერ ვნახავტ მაგ კაცს ფინალსჰი

• გიორგი

ადამიანმა საერთოდ არ იცის რას წერს... სხვაგან არის. უბრალოდ სირცხვილია ამ დონის სტატიების გამოქვეყნება და მერე რაღაც ამბიციის ქონა. #ვინმესმაინცწააკითხეთმანამდე

• gio

კლოზეს ფანი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ ჩაქრა. შეასრულა თავისი მისია და ჩაქრა. ასე რომ სადაც მესი, რონალდო და აზარი თამაშობენ, იქ კლოზე დღევანდელ კონდიციაში ვერ იქნება ლიგის ვარსკვლავურობის საზომი

• gggg

ლიგაზეც ითამა/სეს კლოზე და თან საკაიფო სეზონი ქოდა

• vazha

ალეკო ჩამქრალმა ვარსკვლავმა მოხსნა მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდი მიუხედავად იმისა თუ რამდენი შეაგდო,ჩამქრალი ვარსკვლავები გერმანიის ნაკრებში?ეტყობა ან გამოუცდელი ახალბედა ხარ ან ნაკლებად მცოდნე თორემ ჩამქრალის მაგივრად სხვა სიტყვა უფრო მარ/ტებული იქნებოდა მაგალითად დაბერებული,არასაფეხბურთო ასასაკის და ა.შ. შეიძლება უბრალოდ შEგეშალა კიდეც მარა გაითვალისჭინე მომავლისთვისს

• juve

რაის ზემენი და დონადონი, ერთი პირველივე წრის მერე გავარდა სერია ბ_ში და მეორე ცხრაჯერ გააგდეს კალიარიდან, იტალიაში ახალი ტაობა მოდის და ისინი იტყვიან მთავარ სიტყვას ევროპულ ფეხბურთში, მონტელა კონტე დი ფრანჩესკო ალეგრი და კიდევ არიან კარგი მწვრთვნელები, ზემენმა წავიდეს სერია ბ_ში. პრანდელი კიდე კოსტარიკაში და ბალოტელიც გაიყოლოს ლიდერად

• juventus

რას ეჭვობ? ალეგიზე ძლიერი სპეციალისტი იტალიაში ერთი კონტეა, ალეგრი იუვეში რჩება და კიდე ბევრჯერ გაიყვანს იუვეს ფინალში და ლიგასაც მოიგებს. საეჭვო არი კლოპის და სიმეონეს კიდე ერთხელ ფინალში გასვლა არ გასვლის საკითხი, ალეგრი რო გავა და მოიგებს კიდევაც ეს ორჯერ ორი ოთხია

ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს

დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა

ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა

ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა

დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ

მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი

[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა

[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...

[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო

ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...

კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა

"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა

"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან

თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ

იტალიელი მწვრთნელები ფოკუსში: ჰკითხეთ კლაუდიო რანიერის!

პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი

"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."

პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა

პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო

გენუის "სამპდორია": ვინ შეცვლის სინიშას?

ფილიპო ინძაგის დღეს "ბოლონიას" ჩააბარებენ

შესაძლოა, ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეგრი შეცვალოს

"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე

რობერტო მანჩინი: "ინტერი" ჯერ გუნდად უნდა ვაქციო

"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა

მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა

ვალტერ მაცარის გაშვების მიზეზი რობერტო მანჩინია

მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა

5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა

ნაპოლი-ბოლონია. გამოხმაურება: "ნაპოლი" გვიან გაცოცხლდა

მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა

შოკი: ვალტერ მაცარიმ შეიძლება სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს

ემანუელე ჯაკერინი: კონტე დონადონიმ უნდა შეცვალოს

პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს

მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს

გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელად შეიძლება დონადონი დანიშნონ

ვინ გაწვრთნის ტურინულ გუნდს - "ტორინო" ცვლილებების მოლოდინში

"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს