ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ბაქო 2015: რეკორდის დღე - ირაკლი თავაძე ბაქოდან

ბაქო 2015: რეკორდის დღე - ირაკლი თავაძე ბაქოდან

დღეს ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და, ვინძლო, მედლების ანგარიშიც გავხსნათ...
ფოტოზე: ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე

პირველ ევროპულ თამაშებზე გუშინდელი დღეც უმედლოდ ჩავამთავრეთ, თუმცა რაღაც თავმოსაწონებელიც გავაკეთეთ - იქით მოკრივემ გვასახელა, აქეთ - მშვილდოსნებმა.

ლაშა ფხაკაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი X ადგილზე დაასრულა და რაც მთავარია, საკუთარი მაჩვენებელი 669 ქულამდე გაზარდა, რაც საქართველოს ახალი რეკორდია, ხათუნა ნარიმანიძე ასევე შესარჩევში 653-ით მეოთხეა, ქრისტინე ესებუასა და იულია ლობჟანიძესთან ერთად გუნდურში - მეხუთე, ხოლო მისი და ფხაკაძის დუეტი შერეულ წყვილებში - მესამე.

მართალია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მედლის მოპოვებას და მთავარი ბრძოლები დღეს გველოდება, მაგრამ დღევანდელზე დღეს ვილაპარაკოთ, გუშინ კი ჩვენები ურიგოდ არ გამოსულან.

რა დასამალია, საქართველოში მშვილდოსნობა იმ სახეობათა შორისაა, რომლებზეც ფულის დახარჯვა ზედმეტად მიაჩნიათ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ადრე თქმულს - ყურადღება თუ გაეზრდებათ, ევროპული მასშტაბით ნამდვილად შეუძლიათ მედლების მოპოვება.

აქვე გეტყვით, რომ ქალთა საკვალიფიკაციოში ესებუა 634 ქულით 24-ეზე გავიდა, ლობჟანიძე კი 629-ით 30-ე იყო.

ტოფიკ ბახრამოვი

მშვილდოსანთა შეჯიბრებას ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი "ტოფიკ ბახრამოვის" სტადიონი მასპინძლობდა, რომელიც ამ ლეგენდარული თუ სკანდალური არბიტრის გამოჩენამდე სტალინის სახელობისა ყოფილა...

ის შედარებით შორსაა სხვა ბაზებისგან, თუმცა ზუსტად ჯდება იმ ხაზში, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენას, სროლის ცენტრსა და სამთო ველოპარკს მოიცავს. მასპინძელთა კარგი ორგანიზება თუნდაც ამ გონივრულ დაგეგმვაშიც ჩანს - მედიასოფლიდან წასული ავტობუსი ყველა ამ ბაზას მოივლის და ცალ-ცალკე ტრანსპორტის გაგზავნა არ სჭირდებათ.

გუშინ ჩვენგან ყველაზე ადრე ტურნირში ფხაკაძე ჩაება - დილის 9 საათზე დაიწყო შესარჩევი ეტაპი, თუმცა მწვრთნელების გარდა, ქართველთაგან მის გამოსვლას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო გაბელია და მისი ოპერატორი ნუგზარ ფანქველაშვილი ესწრებოდნენ. დელეგაციის მაღალჩინოსანთაგან კი სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი მივიდნენ...

მე და ჩემი კოლეგა მიხეილ ჟორჟოლიანი მედიასოფლიდან წავედით იქ და დათქმულ დროს ადგილზე ვიყავით, სადაც უკვე დაგვხვდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი თანამშრომლებთან - ვანო მეკრავიშვილსა და ილია ბაბუნაშვილთან ერთად. მათთან ერთად იყო ირაკლი დოლაბერიძეც, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი. ტრიბუნაზე სულ რამდენიმე კაცი იყო და იმათგანაც აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენ და კოსოვოელები წარმოვადგენდით, პრესლოჟაში კი ჩემი და მიშას გარდა მხოლოდ ერთი უცხოელი ჟურნალისტი იყო...

კოსოვოელები ყველგან ასე ჯგუფად დადიან, სადაც კი მათი სპორტსმენი გამოდის, და ყველაფერს გულდასმით იწერენ თუ იღებენ - ახალშექმნილი ქვეყანა საკუთარ ისტორიას წერს.

თურმე თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ, რასაც აქ ყველა ძალიან განვიცდით (აქაურებიც ხშირად გვეკითხებიან ამაზე), ევროპის ეოკ-თა ხელმძღვანელობის ყურამდეც მიაღწია. გუშინ ისინი ჩვენი ეოკ-ის ხელმძღვანელობას დაჰკავშირებიან და დაინტერესებულან, რა ვითარებაა ამჟამად თბილისში, შეძლებს თუ ვერა ჩვენი ქალაქი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობას.

მათ ისიც კი უკითხავთ, ხომ არ გადავდოთ ეს ფესტივალიო, მაგრამ ჩვენებმა დაამშვიდეს, რომ საამისოდ მიზეზი არ არსებობს.

ფხაკაძის განსხვავებული ტაიმი

ლაშა ფხაკაძემ პირველი 70-მეტრიანი დისტანცია 336 ქულით დაასრულა და მე-6 ადგილზე იყო. მეორეში შედეგი მხოლოდ 3 ქულით გააუარესა - 333 ჰქონდა, თუმცა ამან მე-10-ზე გადააგდო...

პირველი ეტაპის შემდეგ ნამდვილად მეგონა, სამეულში შევიდოდიო, გვითხრა მოგვიანებით, როცა ქალთა ასპარეზობის დასრულებისას ათლეტთა გამოსასვლელთან შევხვდით... თვითონ კი მითხრა, მეორეშიც ბოლომდე დავიხარჯე, თავი ქუდში არ დამიგულებიაო, მაგრამ მე მაინც არ გამოვრიცხავ, სამეულზე ფიქრი რომ დაიწყო, იმიტომაც გაუუარესდა მაჩვენებელი...

საყოველთაოდ ცნობილია ტყვიის სროლაში ჩვენი სახელოვანი მწვრთნელის - ვახტანგ სალუქვაძის მეთოდი, ვინც შეგირდებს და მათ შორის ნინო სალუქვაძესაც უშლიდა შედეგების წინასწარ ნახვას... თქვენ იფიქრეთ იმაზე, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ, მაქსიმალურად დაიხარჯოთ, და არა იმაზე, რამდენი ქულა გაქვთ და რომელ ადგილზე ხართ. თუ ამას გააკეთებთ, შედეგიც მოვა, არსად გაგექცევათო, ასე მოძღვრავდა ის თავის მოსწავლეებს.

ვფიქრობთ, მართებული მიდგომაა, თუმცა დღეს, ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მიღწევების სფეროში ისიც უძლური იქნება შედეგების დამალვაში - ტყვიის სროლაში ყოველი გასროლის არათუ ქულა, ამ ქულით საერთო ცხრილში მომხდარი გადაადგილებაც მომენტალურად ინთება ფარზე და სპორტსმენი თავად ხედავს მას...

სიტყვამ თანამედროვე ტექნოლოგიები მოიტანა და ჯერჯერობით მშვილდოსნობაში მსგავსი ნოვაციები უცხოა... მართალია, ტექნიკის სიახლეები აქაც ინერგება, მაგრამ ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებით. ყოველ იმავე ელექტროფარებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. არადა, მარტივი საქმეა, თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ფხაკაძეს, რომელიც ასეთ წარმატებულ გამოსვლას და შედეგების მატებას ოლიმპიურ კომიტეტსა და პირობების გაუმჯობესებას უკავშირებს - თურმე სეოკ-მა მას ახალი ისრები შეუძინა, ადრინდელებისგან განსხვავებული, რომელიც მისივე მშვილდის წონიდან გამომდინარეობს. ახალი ისრები პირდაპირ "დააკვდა" მშვილდს, ისე კარგად მოერგოო, გვითხრა სპორტსმენმა.

თურმე ეს ისრები განსხვავებული წონისაა, რომელიც კარგად მოერგო მის იარაღს. თურმე ისრები პოლონური ფირმიდან გამოუწერიათ, რომელიც მის წარმომადგენელს ამ შეჯიბრებაზე ჩამოუტანია ბაქოში სულ რაღაც ორიოდე დღის წინ. უფულო ქართველებს გუნდში ტექნიკოსის შეყვანის ფუფუნება ვინ მისცა, ეს ისრები რომ მოარგოს და ისევ მწვრთნელებმა - თამაზ ფუტკარაძემ და გენერალურმა მდივანმა დავით ლეკვეიშვილმა იწვალეს მათ გამართვაზე - ფრთების დამაგრება, წვერის მორგება და სხვა...

როგორც უკვე ვთქვით, ქალთა ტურნირი ზუსტად 14 საათზე დაიწყო და ჩვენებმაც კარგი სტარტი აიღეს. ჯერ კიდევ პირველი სერიის შუაწელში ნარიმანიძე და ლობჟანიძე მე-8-9 ადგილებს იყოფდნენ, გუნდურში კი მესამეზე ვიყავით, რადგან არც ესებუა ჩამორჩებოდა ძალიან. ნარიმანიძემ მთელი შეჯიბრება სტაბილურად ჩაატარა და მერვე ადგილს ერთხელაც არ ჩამოსცილებია, აი, ლობჟანიძეს კი ცოტა გაუჭირდა პირველი სერიის მიწურულს. ერთხანს 45-ე ადგილამდეც კი დავიდა, მაგრამ მეორეში ისევ დაიბრუნა სტაბილურობა და "ამოქაჩა".

მეორე სერიის დასაწყისში ფოტოების გადასაღებად დაბლა განვიზრახე ჩასვლა, არენაზე, და ბაბუნაშვილიც ავიყოლიე, რომელიც სეოკ-ის პრესამსახურის ხელმძღვანელია და თავისი საიტისთვის იღებდა სურათებს... ჩვენმა მაგალითმა დოლაბერიძეც აიყოლია და ისიც შემოგვიერთდა, თუმცა ბაბუნაშვილის გარდა, იქ შესვლის უფლება სხვებს არ გვქონდა და ნახევარ საათში მორიდებით გვთხოვეს იქაურობის დატოვება...

მე კი ვიცოდი, ჩემთვის იქ ჩასვლა რომ არ შეიძლებოდა და საინტერესო კადრებზე ვიყავი გაფაციცებული, თუმცა მშვილდოსნობა ხომ არც ჭიდაობაა, არც - ფეხბურთი და სხვა სანახაობა, ილეთი ან ფინტი რომ გაკეთდეს. აქ ისარი ერთი მიმართულებით მიფრინავს და ვაი მას, ვისი ნასროლიც ამ სწორი ხაზიდან გადაუხვევს, მაგრამ იქაურობის დასაკვირვებლად კი მოვიცალე...

აქვე იყო იტალიისა და ევროპის მშვილდოსნობის ფედერაციების პრეზიდენტი, მსოფლიოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მარიო სკარცელა, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში მეგობრულად გამოელაპარაკა თამაზ ფუტკარაძეს... არენაზე იყო და საკმაოდ დატვირთულიც გახლდათ მისი ქართველი რძალი ნატალია სალუქვაძე, რომელიც მსაჯთა კომიტეტის მაღალჩინოსანია და შეჯიბრებებზე ძირითადად საორგანიზაციო-ტექნიკურ საკითხებს აგვარებს.

საინტერესო კადრი იყო, შეჯიბრების დასრულების შემდეგ შერეულ წყვილებში ფხაკაძესთან გასული ფედერაციის პრეზიდენტი ნარიმანიძე როგორ ეუბნებოდა შეგირდს, იცოდე, პლეი ოფში შენი იმედი მაქვსო, ფხაკაძე კი თავის მხრივ, პრეზიდენტს აგულიანებდა...

პლეი ოფები

გუნდურში პლეი ოფები გუშინვე დაიწყო, თუმცა ქალებში ის ნახევარი, სადაც ჩვენები მოხვდნენ, დღეს იასპარეზებს... არადა, იცოდნენ, რომ გუშინვე უნდა ესროლათ ერთი წრე, მაგრამ ორგანიზატორებმა მომენტალურად, ადგილზე სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს პლეი ოფის პირველ წრეში გუნდურში ქალები ბრიტანელებს ხვდებიან: ფხაკაძე სლოვაკ ბორის ბალაზს, ესებუა - თურქ ბეგუნჰალ უნსალს, ნარიმანიძე - აზერბაიჯანელ იაილაღულ რამაზანოვას, ლობჟანიძე - დანიელ კარინა როსენვიგეს... შერეულ წყვილებში ფხაკაძე და ნარიმანიძე რუმინელებს გაეჯიბრებიან....

თავისუფლების იმედად

დღეს ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და, ვინძლო, მედლების ანგარიშიც გავხსნათ...

ჩვენი მთავარი იმედი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) მეორე წრეშია დაშვებული, სადაც რუმინელ ანდრეი დუკოვს შეხვდება, მის მხარეს ძლიერთაგან მხოლოდ ბელარუსი ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი ულადისლაუ ანდრეეუ და გერმანელი ევროპის პრიზიორი მარსელ ევალდი მოხვდნენ, მაგრამ ასცდნენ აზერბაიჯანელი, თურქი და რუსი ფალავნები.

ალექსანდრე კენჭაძე (65) პირველ წრეში კუბიდან იტალიაში გადასულ ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონ ფრენკ მარკეს ჩამიზოს ხვდება.

ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილი (74) შესარჩევში უკრაინელთა ჩეჩენ რუსტამ დადაევს დაეჭიდება, ელიზბარ ოდიკაძე (97) კი - ლიტველ მინდაუგას რუმბუტისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: კენჭაძე ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა

ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ჩემპიონატის გამოხმაურება: ვინ დაინახა რიო ლას ვეგასიდან

ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]

თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში

SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]

რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს

იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...

რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ

საქართველოს ნაკრები: ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, პეტრიაშვილი ისვენებს

რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია

უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო

ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი

ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა

ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან

მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები

კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება

თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: იანტბელიძე შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობს

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]

ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ

ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...

რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს