როგორი განწყობაა ევრობასკეტ 2015-ის წინ ჩვენს მეტოქე ჰოლანდიის ნაკრებში
ფოტოზე: ჯეიკობ პულენი და ჰენკ ნორელი საქართველოსა და ჰოლანდიას 2012 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ტოონ ვან ჰალფტერენმა საევრობასკეტე შემადგენლობა გამოაცხადა. ეს კაცი ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს - 2012 წელს "ლეიდენს" წვრთნიდა, როცა თბილისში ჩამოვიდა და "არმიას" დაუპირისპირდა.

სხვათა შორის, სწორედ "ლეიდენთან" სტუმრად დამარცხების გამო ვერ გავიდა "არმია" ევროჩელენჯის მომდევნო ეტაპზე, არადა მეტოქესთან შედარებით ფავორიტად ითვლებოდა.

ასევე ჩაითვლება საქართველოს ნაკრები ფავორიტად ჰოლანდიასთან მატჩში, თუმცა "ნარინჯისფერებს" კარგი მწვრთნელი, მებრძოლი გუნდი ჰყავთ და გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალურად მობილიზება დაგვჭირდება.

ჰოლანდიელებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თვით ჩერნოგორია დაამარცხეს (შინ და გარეთ) და ევრობასკეტის მიღმა დატოვეს. როგორც ჩანს, "ნარინჯისფერებს" ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ ჰყავთ.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა: რის ხარჯზე მოიპოვეს ევროპის პირველობის საგზური? პასუხი მარტივია - საუკეთესო დაცვის ხარჯზე. ჰოლანდიელები ხომ შესარჩევი ეტაპის მონაწილეთა შორის პირველები იყვნენ მიღებული ქულების სიმცირის მიხედვით. მათი მოწინააღმდეგეები საშუალოდ მხოლოდ 62.3 ქულას აგროვებდნენ. თავად "ნარინჯისფერები" კი - 63.0-ს აგდებდნენ.

იმედიანადაა განწყობილი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი იმედი, მეფარე ჰენკ ნორელი, რომელიც 2013-14 წლების სეზონში ვიქტორ სანიკიძესთან და გიორგი შერმადინთან ერთად "სარაგოსაში" თამაშობდა.

მას ინტერვიუში ჯგუფის მეტოქე ცენტრებზე, ზაზა ფაჩულიასა და ანტე ტომიჩზე ჰკითხეს. პასუხი:

"საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ვეთამაშებით. მათ კარგი ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავთ, ვითამაშეთ ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ და მოვიგეთ. ეს ევრო-2013-ის შესარჩევ ეტაპზე მოხდა.

ბარსელონელი ანტე ტომიჩის წინააღმდეგ ყოველ სეზონში ხშირად მიწევს გამოსვლა. იგი თავის ამპლუაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ყველასთან სათამაშოდ მზად ვარ".

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ტოონ ვან ჰალფტერენმა შორიდან მოუარა, აღნიშნა, რომ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი არ არის...

"მინდოდა ბერლინში გვეთამაშა, რადგან გერმანიაში ბევრი ჰოლანდიელი ქომაგი ჩამოვიდოდა. ზაგრებში კი ყველა მსურველს გაუჭირდება ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოფრენა.

ქომაგების ფაქტორის გარდა, გასათვალისწინებელია მეტოქეთა სიძლიერეც - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებები შეგვხვდა. ბალკანელებს: ხორვატებს, სლოვენიელებს და მაკედონიელებს ყოველთვის სწრაფი და ძლიერი გუნდები ჰყავთ. მათ საქართველოსაც თუ დავუმატებთ, ურთულეს ჯგუფს მივიღებთ.

ამის მიუხედავად ჩვენი ამოცანა ჯგუფში ერთზე მეტი მატჩის მოგებაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
ფეკალიების სუნმა წალეკა ყველაფერი, სხვა გამხნევების საშუალება ვერ მოიფიქრეთ?
Barselonis universitetidan
"მორუსო ანდრეი კირილენკოს" -სებასტაინის მაგივრად.სელიავიმ გაზარდა ,გონებით მიუწვდომელო-ფიქტიურო აკა-47-ო.ქართველი ვაჟკაცი როცა საჭირო იყო,ბრძოლისას -მიწას ღრნიდა მოწინააღმედეგის-მტრის დასამარცხებლად,საქმით და სიტყვითაც, " მტრის,დედაბუდიანად ამოტრიალებით","რუსი კირილენკოც სწორეად ამგვარად იქცეოდა NBA-ში.და სებასტიანის მესიჯი "წაქეზებაც" ამ მიზანს ემსახურება.შენი სიტყვები კი ქალაჩუნურია -"მეცნიერული სიტყვების ფრქვევით" კურტუმულად -"ზრდილობიანი ასანიზაციიდან. "ზრდილო ქართველო-კირილენკო" და სწორედ "ამგვარი ზრდილნი" იჯვავენ და ქვეშაფსიობენ ნებისმიერი გადამწყვეტი ჯახისას,და მათნაირების შემგომ კი ,ვაჟკაცი ქართველები ასუფთავებენ და "ლოკავენ განავალს" ჩასვრილების მიერ დანატოვარს",ქვეყნის "სიძლიერის აღსადგენად",მავანთა ქვეშაფსიობით დაცემულის,"სხვათა მსოფლიოს თავალში". .
andrei kirilenko
Sebastian Chabal.France-ს. ვინ გაგზარდა ასეთი "ზრდილობიანი", შე ოჯახ აშენებულო. ფეკალიები ძალიან კი გყვარებია. ამიტომ, თუ ბიჭებს მართლაც გაეპარებათ ის, რაზეც შენ მიუთითებ, გასუფთავება შენთვის მოგვინდვია.
Sebastian Chabal.France
ერთზე მეტი მატჩის მოგება გვსურსო ის ერთი მატჩი საქართველოსთან მოგებას გულისხმობენ ბიჭებო არ ჩაიჯვათ და ყველასთან ყველაფერი გამოგივათ ბრძოლაა თავდაუზოგავი საჭირო შენგელიასავით არ დაემართოთ მთავარია ენბეას ფრესს რომ ვერ გაუძლო და გავარდა ამ ლიგიდან ვაჟკაცობა და თავდადება,ბოლომდე თავის დახარჯვაა საჭირო ისე ვერაფერი მიიღწევა ამ ცხოვრებაში,რიგითად დაიბადებით და რიგითად გარდაიცვლებით და არავისაც არ ეხსომებით სამითაობის დედმამიშვლიების შემდგომ ისე კი მსოფლიოს სფორტის ისტორიაში შეხვალთ ქართველებო!ხომ საამაყოა გაფრინდაშვილი,მეკოკიშვილი,შავლაყაძე,თედიაშვილი .....დიადი შვილი იყო შენი ქვეყნისა და მთელი მსოფლის შემეცნებაში ასწლობით....ჰაა?არ ჩაივარონ მთავარია,ქართული რაგბისა არ იყვეს იქართველოთ ქართველებო! თქვენი ჭირი, მე.შAვილები იამაყებენ თქვენით,სხვაგვარად კი გაქრებით,როგორც უამრავი არაფრისმაქნისი,ჭამისა და სმის გარდა და ზოგჯერ ისიც სხვათა ხარჯით, ქართველი გაქრა
ზურა ზურა 012
ჰოლანდია არ იქნება იოლი ჩიტი,მაგრამ მაინც უნდა მოვუგოდ,თუ არა აბა რა გბინდა ევროპაზე?
hh
.... კოკოშკოვის იმედზე ერთი თამაშის მოგებაც კარგი საქმეა
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
როგორი უნდა იყოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი? [დასასრული]
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
ბექა ბურჯანაძე: ხორვატიასთან რევანშის აღება ძალიან მინდა