კერის კარიერაში მეექვსე ბეჭედი და სხვა ამბავი
- "გოლდენ სტეიტმა" (ადრე - "ფილადელფია უორიორზი", "სან ფრანცისკო უორიორზი") თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ამასთან, 40 წელი, რაც "მეომრების" ბოლო ჩემპიონობიდან გავიდა, ყველაზე გრძელი პაუზაა ორ გამარჯვებას შორის. სწორედ "უორიორზი" იყო ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის პირველი ჩემპიონი (1946/47 წლების სეზონში). გარდა ამისა, "ფილადელფია უორიორზმა" მოიგო ჩემპიონატი - 1955/56 წლების სეზონში, ხოლო გუნდი სამგზის ჩემპიონი 1974/75 წლების სეზონში ამჟამინდელი სახელწოდებით გახდა.

- "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობის თხუთმეტივე კალათბურთელმა პირველი ტიტული მოიგო კარიერაში. კალიფორნიული გუნდი პირველი ჩემპიონია 1990/91 წლების "ჩიკაგოს" შემდეგ, რომლის არც ერთ მოთამაშეს მანამდე ფინალში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. "უორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კი კარიერაში მეექვსე საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა (წინა ხუთი მოთამაშის რანგში: "ჩიკაგოში" - 1995/96, 1996/97, 1997/98, "სან ანტონიოში" - 1998/99, 2002/03).

- ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს "მეომრების" ფორვარდი ანდრე იგუოდალა, რომელიც ერთხელაც არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში რეგულარულ ჩემპიონატში და პლეი ოფის პირველ სამ რაუნდში. ასეთი რამ მეოთხედ მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ბოლო "სათადარიგო" MVP 2013 წლის ფინალში "სან ანტონიოს" არგენტინელი მანუ ჯინობილი იყო.

- იგუოდალა ამ სეზონის მხოლოდ სამ მატჩში იყო სასტარტო ხუთეულში - ფინალური სერიის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მატჩებში (სამივეში "უორიორზმა" მოიგო). NBA-ში გატარებული წინა 10 სეზონის განმავლობაში, ანდრეს არასოდეს დაუწყია შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან.

- "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელი სტივ კერი გახდა პირველი დებიუტანტი მწვრთნელი ბოლო 33 წლის განმავლობაში, ვინც ტიტული მოიგო. ბოლო ახალბედა ჩემპიონი გახლდათ პეტ რაილი "ლეიკერსთან" ერთად - 1981/82 წლების სეზონში.

- "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ფინალური სერიის ლიდერი გახდა სამ ძირითად კატეგორიაში: ქულები (საშუალოდ მატჩში 35.8), მოხსნები (13.3) და შედეგიანი გადაცემები (8.8). 2015 წლის ფინალურ სერიაში მან ორი სამმაგი დუბლი შეასრულა.

- "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" ექვს მატჩში 67 სამქულიანი გამოიყენა, რაც ფინალების ახალი რეკორდია. წინა რეკორდი "სან ანტონიოს" ეკუთვნოდა, რომლის მოთამაშეებმაც 2013 წელს, "მაიამისთან" წაგებულ შვიდმატჩიან სერიაში 64 შორეული ტყორცნა გამოიყენეს.

- ისტორიაში 29-ჯერ დაფიქსირდა ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 და აქედან 21-ედ ჩემპიონი გახდა ის გუნდი, რომელმაც მეხუთე შეხვედრა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი აბესაძე
2 არა 3 სამმაგი დუბლი ქონდა ლებრონს ფინალურ სერიაში
[VIDEO] კავაი ლეონარდის შესანიშნავი მატჩი - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..