კევინ ფოლანდმა დანიელთა კარში დუბლი შეასრულა
ჩეხეთში სტარტი აიღო ევროპის საიუბილეო, მე-20 ახალგაზრდულმა (21-წლამდელთა) ჩემპიონატმა. ორ ჯგუფად გაყოფილი 8 გუნდი ტიტულისთვის იბრძვის.

ტურნირი ჩეხეთის სამ ქალაქში მიმდინარეობს: პრაღაში, ოლომოუცსა და ჰრადიშტეში. აქვე ვიტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებმა.

საკვალიფიკაციო ჯგუფიდან, სადაც საქართველო თამაშობდა, პლეი ოფში სლოვაკები და ჰოლანდიელები გავიდნენ, ხოლო ჩვენმა გუნდმა 8 თამაშიდან 10 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ჯგუფურ ეტაპზე საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის (1:1) შედეგი გაუქმდა, რადგან კაპიტან ნიკა კვეკვესკირს დისკვალიფიკაციის გამო არ უნდა ეთამაშა, საქართველოს კი 0:3 წაგება ჩაეთვალა.

პლეი ოფიდან ევროპის ჩემპიონატზე ვერც სლოვაკები მოხვდნენ და ვერც ჰოლანდიელები - ისინი იტალიელებმა და პორტუგალიელებმა (შესაბამისად) გამოაგდეს.

მონაწილე გუნდებში ყველაზე გამოცდილი იტალიაა, რომლის ახალგაზრდულ გუნდსაც წინა 19 ჩემპიონატიდან 17-ში უასპარეზია. 12 ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა ინგლისელებმა, 11-11-ჯერ უთამაშიათ გერმანელებსა და ჩეხებს, 8-ჯერ - სერბებს, 6-6-ჯერ ითამაშეს ჩემპიონატში პორტუგალიელებმა და შვედებმა და მხოლოდ 5-ჯერ - დანიელებმა.

აღსანიშნავი კიდევ ერთი რამ არის: ოთხი საუკეთესო ნაკრები ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს. თუკი ინგლისის ნაკრები ოთხეულში მოხვდება, მაშინ გაიმართება მატჩი ორივე ჯგუფის მესამეადგილოსნებს შორის ოლიმპიადის საგზურისთვის. თუკი ინგლისი ნახევარფინალში ვერ გავა, ასეთი შეხვედრა აღარ გაიმართება.

მომავლის ვარსკვლავები

მართალია, ჯგუფურ ეტაპზე უკვე 2-2 ტურია გავლილი, მაგრამ მაინც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც თავის გამოჩენის კარგი შანსები აქვთ.

ჩეხეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი პაველ კადერჟაბეკია, რომელსაც მწვრთნელმა ნაკრებში პოზიცია შეუცვალა და მარჯვენა მცველად დახია. "სპარტას" ნახევარმცველი ახლახან გადავიდა გერმანულ "ჰოფენჰაიმში". კადერჟაბეკმა უკვე ამოაგდო ჩეხეთის ეროვნული ნაკრების სასტარტოდან ტეოდორ გებრე სელასიე.

სხვათა შორის, ჩემპიონატის პირველი გოლი სწორედ კადერჟაბეკმა გაიტანა, თუმცა ამან მასპინძელთა გუნდი დანიასთან მარცხისგან ვერ იხსნა - 1:2. დანიელებთან მარცხის ჯავრი ჩეხებმა სერბებზე ამოიყარეს, რომლებიც 4:0 გაანადგურეს. ამ შეხვედრაში ნახევარმცველმა იან კლიმენტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

დანიელთა მთავარი ვარსკვლავი, რომელზეც ყურადღების მიქცევა კარგი იქნება, პიერ-ემილ ჰეიბერგია. ფრანგული ფესვების მქონე ფეხბურთელის მთავარი კუმირი ზინედინ ზიდანია. ჰეიბერგი ბუნდესლიგაში თამაშობს, ახლახან მისმა გოლმა "აუგსბურგი" ევროპალიგაზე გაიყვანა.

სერბეთის ნაკრებში ფილიპ კოსტიჩსა (შტუტგარტი) და ფილიპ ჯურიჩიჩს (საუთჰემპტონი) გამოვყოფთ.

მასპინძელთა ჯგუფის ფავორიტთაგანია გერმანიის ნაკრები. ჰორსტ ჰრუბეშის გუნდის მთავარი ვარსკვლავი კევინ ფოლანდია. ახალგაზრდა ფორვარდი ბუნდესლიგაში სამი წელია უკვე თამაშობს და "ჰოფენჰაიმის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ფოლანდმა ჩეხეთში უკვე დუბლით გამოიჩინა თავი დანიელთა კარში.

ჰრუბეშს საწუწუნო არაფერი აქვს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ბერნ ლენო (ლევერკუზენი), ემრე ჯანი (ლივერპული), მაქს არნოლდი (ვოლფსბურგი) და სხვები ამ გუნდში თამაშობენ. ამიტომ გერმანელთა ლიდერობა 2 ტურის მერე სულაც არ არის საკვირველი.

ინგლისელებმა პირველი თამაში პორტუგალიასთან კი წააგეს, მაგრამ არც გარეთ საუთგეიტის გუნდს დაეწუნება რამე - ბოლოს და ბოლოს, გუნდშია "ტოტენჰემის" ვარსკვლავი ჰარი კეინი. აქვეა "ლივერპულის" ახალწვეული დენი ინგსი.

იტალიელების შემადგენლობაში გამოვყოფთ ჯერ კიდევ "ემპოლის" მცველ დანიელე რუგანის, რომელმაც ჩემპიონატში 38-ვე ტურში მიიღო მონაწილეობა. მოკლედ, იტალიელებს ახალი ნესტა ეზრდებათ. აი, სტეფანო სტურარომ კი გულშემატკივრებს გული დაწყვიტა - პორტუგალიასთან ის გააძევეს.

პორტუგალიის მთავარი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ანგოლაში დაბადებული ვილიამ კარვალიო გახლავთ. ამბობენ, კარვალიო მალე ლონდონის "არსენალში" გადავაო. დაბოლოს, შვედების მთავარი იმედია სამ ლარსონი. ლარსონმა პსჟ-ში მემფის დეპაი უნდა შეცვალოს.

A ჯგუფი

I ტური

ჩეხეთი-დანია 1:2

გოლები: 1:0 კადერჟაბეკი (35), 1:1 ვესტერგაარდი (56), 1:2 სისტო (84)

გერმანია-სერბეთი 1:1

გოლები: 0:1 ჯურიჩიჩი (8), 1:1 ჯანი (17)

გაძევება: გიუნტერი (69. გერმანია)

II ტური

სერბეთი-ჩეხეთი 0:4

გოლები: 0:1 კლიმენტი (8), 0:2 კლიმენტი (21), 0:3 კლიმენტი (56), ფრიდეკი (59)

გერმანია-დანია 3:0

გოლები: 1:0 ფოლანდი (32), 2:0 ფოლანდი (48), 3:0 გინტერი (53)

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 2 1 1 0 4-1 4

2. ჩეხეთი 2 1 0 1 5-2 3

3. დანია 2 1 0 1 2-4 3

4. სერბეთი 2 0 1 1 1-5 1

მომდევნო ტური

23 ივნისი:

ჩეხეთი-გერმანია, დანია-სერბეთი.

B ჯგუფი

I ტური

იტალია-შვედეთი 1:2

გოლები: 1:0 ბერარდი (29-პენ), 1:1 გუიდეტი (56), 1:2 ტელინი (86-პენ)

გაძევება: მილოშევიჩი (28. შვედეთი), სტურარო (80. იტალია)

ინგლისი-პორტუგალია 0:1

გოლი: 0:1 ჟოაო მარიო (57)

II ტური

შვედეთი-ინგლისი 0:1

გოლი: 0:1 ლინგარდი (85)

იტალია-პორტუგალია 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 2 1 1 0 1-0 4

2. შვედეთი 2 1 0 1 2-2 3

3. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3

4. იტალია 2 0 1 1 1-2 1

მომდევნო ტური

24 ივნისი:

ინგლისი-იტალია, პორტუგალია-შვედეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᕘ 2014: ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓡᓐᓑᓝᓚᓝᓝ ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᓜᓚᕝᓑᓐ
იურგენ კლოპი "შალკეს" ჰოლტბის ართმევს?
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"
tuttosport: მასიმილიანო ალეგრი მალე "მანჩესტერს" ჩაიბარებს
ტურინის "იუვენტუსი" იანვარში ორ ფეხბურთელს გაყიდის
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
ᓙᓔᓕᓘᕜ ᓤᓝᕚᓐᓜᓓᓘ: ᓧᕕᓔᓚᓐᓤᓔᓠᕡ ᓛᕘᓠᓝᓡᕚᓐᓕ ᓙᓚᓝᕖᓔᓡᓒᓐᓜ ᕕᓡᓬᓐᕕᕚᓝᓑ!
"იუვენტუსი" ზამთარში ემრე ჯანს პსჟ-ის ფეხბურთელში გაცვლის
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ჯანი: იდეალური თამაში არ არსებობს, მაგრამ ეს ძალიან კარგი მატჩი იყო
ბუნდესლიგის XV ტური ”ჰოფენჰაიმმა” "აინტრახტის" დამარცხებით გახსნა
"დორტმუნდმა" "არსენალის" ვუნდერკინდს დაუმიზნა
გერმანიაში მორიგი სერიოზული ტრანსფერი გაიჩარხა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ემრე ჯანი "იუვენტუსიდან" "დორტმუნდში" გადავიდა
"დორტმუნდი" ემრე ჯანს 23 მილიონად ყიდულობს