ახლახან დასრულებულ სეზონში (უმაღლეს ლიგაში) საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის ლეგიონერებმა იასპარეზეს!
საქართველოში ახალი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით თვე-ნახევარი რჩება და ამ დროის განმავლობაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, რამდენიმე მეტ-ნაკლებად ხმაურიანი შიდა ტრანსფერიც განხორციელდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში ასევე მეტ-ნაკლებად კვალიფიციური უცხოელი ფეხბურთელების გამოჩენას ვგულისხმობთ.

ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი პირველობის პოტენციური ახალწვეულები საქართველოს ჩემპიონატის დონეს... დააკმაყოფილებენ!

ნუ გიკვირთ: საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა აქ ჩამოსულ ამა თუ იმ უცხოელ ფეხბურთელს სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაუტარებია! მიზეზი კი ძალიან მარტივია: საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი, ფართოდ რეკლამირებული უცხოელი ლეგიონერები ვერაფრით სჯობდნენ ჩვენს ფეხბურთელებს!

რა თქმა უნდა, სასიამოვნო გამონაკლისიც არაერთი გვახსოვს და, სულ მცირე, ოცამდე ისეთი უცხოელი ფეხბურთელის დასახელებაც შეგვიძლია, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მართლაც გამორჩეულები რომ გახლდნენ.

ამ კატეგორიის ლეგიონერებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი "ისტორიული ფაქტი" გვინდა გამცნოთ: ახლახან დასრულებულ სეზონში (უმაღლეს ლიგაში) საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის ლეგიონერებმა იასპარეზეს!

აქამდე, 35 ლეგიონერი ერთი სეზონის განმავლობაში არასდროს გვყოლია, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ უცხოელ ფეხბურთელთა დიდი უმრავლესობა ძალზე ჩვეულებრივი მოთამაშეები იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ ოთხმა მათგანმა (რენე ფერეირა, აზამატ ჯიოევი, ბოიან პავლოვიჩი, ადრიან პუკანიჩი) შეძლო ჩემპიონატში მატჩების 50 პროცენტის (ან მეტის) ჩატარება.

აი, ყველა ის 35 უცხოელი ფეხბურთელი, ვინც XXVI ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშა:

შუქურა, 8

აზამატ ჯიოევი (რუსეთი) - 17 მატჩი, ადრიან პუკანიჩი (უკრაინა) - 15 (3 გოლი), პაულუ ვიკტორი (ბრაზილია) - 11 (2), რობერტ ლობე (კამერუნი) - 9, მაქსიმ გოლიხინი (რუსეთი) - 7, ლუის გილერმე დორნილესი (ბრაზილია) - 6 (1), ფელიპე ბაზერა (ბრაზილია) - 5, ლუკასი (ბრაზილია) - 3.

დინამო თბ, 5

რენე ფერეირა (ბრაზილია) - 14, ჩისკო (ესპანეთი) - 12 (4), ლიბორ ჰრდლიჩკა (სლოვაკეთი) - 10, მანუელ ონვუ (ესპანეთი) - 10 (3), სტეფან ბუკორაცი (სერბეთი) - 7.

ტორპედო, 4

ვალერი ბონდარენკო - 12 (4), ინალ ფუხაევი (რუსეთი) - 5, ოლეგ შევჩენკო (უკრაინა) - 4, ილია დრევალი (უკრაინა) - 4.

ზესტაფონი, 3

ბოიან პავლოვიჩი (სერბეთი) - 15, რენე ფერეირა (ბრაზილია) - 14, ჯონი ჯერემია (ნიგერია) - 6 (2).

გურია, 3

დმიტრო ზოზულია (უკრაინა) - 12 (2), იური შეველი (უკრაინა) - 5 (1), ნიკიტა კონოვალოვი (უკრაინა) - 5.

სიონი, 3

ლუის ალბერტო ვიერა მედინა (პორტუგალია) - 12 (5), ენდრიო არაუჟო (ბრაზილია) - 9, ფელიპე ლიმა (ბრაზილია) - 4.

დილა, 2

ალან ბაგაევი (რუსეთი) - 13, სლავკო მარიჩი (სერბეთი) - 9.

ჩიხურა, 2

სერგეი ლუბჩაკი (უკრაინა) - 12, ევგენი ტროიანოვსკი - 10 (2).

კოლხეთი, 2

ჩარლზ ნაემეკა ნევუჩე (ნიგერია) - 12 (1), იბრაჰიმ ადამუ (განა) - 1.

სამტრედია, 1

ლეონარდო რამოსი (ბრაზილია) - 9 (1).

ცხინვალი, 1

სოსლან ნანიევი (რუსეთი) - 1.

დინამო ბთ, 1

არნო ჩუენსუ (კამერუნი) - 1.

მერანი, 1

ევგენი კუშნირი (უკრაინა) - 3.

ჩისკოს მემკვიდრენი

...ამ 35 უცხოელი ფეხბურთელიდან რამდენზე შეიძლება იმის თქმა, ჩვენს ჩემპიონატში გარკვეული კვალი დატოვესო? უპირველესად, რაღა თქმა უნდა, გამოცდილი და ტიტულიანი ესპანელი შემტევი, ჩისკო უნდა ვახსენოთ: "ვალენსიას" ყოფილმა ფორვარდმა საქართველოს ჩემპიონატში სამწელიწადნახევრიანი მართლაც შთამბეჭდავი ასპარეზობა დაასრულა და პირველი წრის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ესპანეთის ჩემპიონმა, უეფას თასისა და ევროპის სუპერთასის მფლობელმა ჩისკომ თავის ტიტულების კოლექციას აქაური ტიტულებიც მიუმატა და ისე დაგვემშვიდობა: სამსეზონ-ნახევრის განმავლობაში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი, ერთხელ კი - სუპერთასი.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჩისკოს ინდივიდუალური მიღწევებიც: ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და გაზეთ "ლელოს" ვერსიით, ასევე ორჯერ დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

ჩისკოს გარდა, ამ ბოლო სეზონში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ის ლეგიონერები, რომელთა ოსტატობასაც არაფერი დაეწუნებოდათ; ასე მაგალითად, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს "შუქურას" 31 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ადრიან პუკანიჩმა (უკრაინა), "დილას" 24 წლის ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა (რუსეთი).

მხოლოდ რამდენიმე მატჩში გაიბრწყინეს "შუქურას" 21 წლის ფორვარდმა პაულუ ვიკტორმა (ბრაზილია) და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თბილისის "დინამოს" "ხმაურიანმა" ახალწვეულმა, 27 წლის ესპანელმა ცენტრფორვარდმა მანუელმა.

სტაბილურად ჩაატარა თავისი მეორე ქართული სეზონი 23 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ, თუმცა, "ლელოს" აზრით, XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი ბოლნისის "სიონის" პორტუგალიელი შემტევი ლუის ალბერტო ვიერა მედინა გახლდათ!

23 წლის პორტუგალიელი ბოლნისურ კლუბში ზამთრის პაუზის მერე ჩაირიცხა და სწორედ მის მიერ გატანილმა ხუთმა გოლმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ "სიონმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ლიტვური დესანტი და ნაღდი დონდტი

1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 2 თვე იყო გასული, ჩვენთან პირველი უცხოელი ფეხბურთელები რომ გამოჩნდნენ; თავდაპირველად მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ:

ლიტველები - ფრიდრიკასი, მაჟეიკისი (ორივე - "გურია"), ბალტუშნიკასი, პეტრაუსკასი (ორივე - "მზიური"), ვანეიკისი, ზდანჩუსი (ორივე - "ოდიში"), ბრიაუნისი ("ივერია"), ბელარუსები - შიროკიი, გომონოვი (ორივე - "ამირანი") და რუსები - ხაპოვი ( "იბერია" თბილისი), ბოსტანჯანი ("კოლხეთი" ხობი).

ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი, მერე, 4 წლის განმავლობაში, საერთოდ არავინ ჩამოსულა და საერთოდაც, 1998/99 წლების სეზონამდე ჩვენთან მხოლოდ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგელები (ზემოთ ხსენებული ლიტველების, ბელარუსებისა და რუსების გარდა, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები) ჩამოდიოდნენ.

აი, რასაც ჰქვია "ნამდვილ" უცხოელს, ეს არაფრით გამორჩეული ნიგერიელი უკვაკვე გახლდათ, რომელიც 1998/99 წლების სეზონის მიწურულს ბათუმის "დინამოში" გამოჩნდა, მაგრამ "ეგზოტიკურების" გარდა, თავი ვერაფრით გამოიჩინა.

რაც შეეხება პირველ "ნაღდ" ლეგიონერს, ასეთი - გამოცდილი ბელგიელი მეკარე დენი დონდტი გახლდათ: 1999/2000წლების სეზონში თბილისის "დინამოში" მხოლოდ 9 მატჩის ჩატარებაც რომ ეყო მართლაც მაღალი კლასის დასამტკიცებლად.

საიდან არ ჩამოდიოდნენ...

XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონატში წლიდან-წლამდე იზრდებოდა უცხოელ ლეგიონერთა გეოგრაფიაც და რომელი კონტინენტისა თუ ქვეყნის ფეხბურთელი არ ჩამოსულა ჩვენთან; თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იმ რამდენიმე ასეული ლეგიონერიდან, ალბათ, ოცამდე თუ იქნებოდა მართლაც მაღალი დონის შემსრულებელი:

ანდერსონ აკინო, ტიაგო, ალექს ფრაგა, ჟილვან ვიეირა, კარლოსი (ყველა - ბრაზილია), ნედ ზელიჩი (ავსტრალია), მილოშ კრშკო, პეტარ გრაიციარი (ორივე - სლოვაკეთი), დიდიე ოვონო, პოლ კესანი (ორივე - გაბონი), დე პორასი (არგენტინა), ანდრეი პოროშინი (უკრაინა), ერიკ რომეო ჩასემი (კამერუნი), აბაიომო ოვონიკოკო (ნიგერია), ჩისამბა ლუნგუ (ზამბია), მიკელ ალვარო, ჩისკო (ორივე - ესპანეთი)...

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სხვადასხვა დროს მოასპარეზე ლეგიონერთა გეოგრაფიასაც გადავხედოთ:

ევროპა: გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, ბელგია, სლოვაკეთი, ჩერნოგორია, ჩეხეთი, სერბეთი, მაკედონია, ბოსნია, ხორვატია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი;

აზია: უზბეკეთი, სამხრეთი კორეა;

აფრიკა: ნიგერია, კამერუნი, განა, გაბონი, კონგო, ეკვატორული გვინეა, კოტ დივუარი, ზამბია, ალჟირი, ეგვიპტე;

სამხრეთ ამერიკა: ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ეკვადორი, კოლუმბია;

...და ავსტრალია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gg
რაც გულშემატკოვრების ოდენობააა ის ფეხბურთელები კი ჩამოდიან. მე ნაღდ გულშემატკივრებს ვგულისხმობ საქართველოს გუნდებს რო გულშემატკივრობენ და არა იმათ გერმანიის და ესპანეთის თამაშებზე რო დადიან და 5 ლარად ესპანეთის და გერმანიის დარი ჩემპიონატის ყურებას რო ითხოვენ და ის 5 ლარიც რო ენანებათ. არ არი სამართლიანი დღეს მსოფლიოში 15 ლარად ჩემპიონთა ლიგის დონის და მესის თამაშის ნახვა და ვერც ნახავთ ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. არც იფიქროთ ამაზე.
შაკო
ოვონიკოკო საქართველოს მოქალაქეა და საიდან იყო ლეგიონერი. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში იხვეწებოდა თამაშს და არ მიცეს შანსი
gela
ემზარი-ს. ასეთ კარგ კომენტარს წერ და წერტილ-მძიმეც რომ მიამატო, ხომ დაგლიჯავს. მასწავლებელმა არ გასწავლა ხომ! უხ იმის DDDDDDDDDD
jozef
ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ ფულსააქ ყველაზე დიდი ხარისხთან ერთად შედეგიც...გაბალაც ჩვენზე ბევრად მაღლა დგას ამის შემდეგ ქართულ ფეხბურტს რომელი მეტყვის დედა ყავსო?
ემზარი
რა დონის ჩემპიონატი გვაქვს იმ დონის ფეხბურთელები კი ჩამოდის უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებს კი მეტი ფული და მაღალი დონის ჩემპიონატით თუ მივიზიდავთ თორემ კარგი ფეხბუღტელი არ გაიფუჭებს კლასს და კარიერას ჩვენთან ჩამოსვლით აი ერთი ორი კარგი ნატურალიზებული უცხოელი ფეხბურთელი კი ნამდვილად არ აწყენდა ნაკრებს ნაკრები სხვა დონეა პლიუს არგი ანაზღაურება ჩვენ სანამ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვეყოლება დიდი დრო გავა ამიტომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მე მგონი საჭიროა სხვანაირად ცხადაძეს და ნებისმიერ სხვა მწვრთნელს გაუჭირდება დიდი წარმატების მიღწევა მწვრთნელი ჯადოქარი არ არის
gagreli
ბოსტანჯიანი გაგრელი სომეხი იყო და არა რუსი და გაგრა საქართველოა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ᓡᓘᓢᓣᓐᓪᓘᓐ ᓓᓐᓚᓐᓒᓓა - "ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓛᓐ" ᓒᓘᓐ ᓒᓔᓒᓣᓩᓐᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓣᓜᓓᓘᓡ ᓚᓘᓓᓔᓠᓔᓑᓘ ᓨᓔᓘᓜᓐᓠᓩᓣᓜᓐ
როგორ მოხვდა "სპარტაკის" მეკარე "შუქურაში"? ინტერვიუ აზამატ ჯიოევთან
ბათუმის "დინამო" 28 წლის სერბი ლეგიონერით, ნიკოლა კომაზეცით გაძლიერდა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ვილი ისიანი კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს
ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]
დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:1 - ფრე ქობულეთში [VIDEO]
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0 - გამოუყენებელი შანსების დღე [VIDEO]
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დავითი კი არა, გოლიათი! უკრაინელი ჟურნალისტები ხოჭოლავაზე წერენ...
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
გორის "დილა": ნავალოვსკი წავიდა, ილურიძე თითქმის, გვალიაც...
ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ-ᓨᓐᓮᓢᓐᓠᓘ 3:4 - ᓛᓐᓠᓪᓮᓘ ᓑᓝᓚᓝ ᓬᓣᓗᓖᓔ [VIDEO]
"ლაციოს" ნახევარმცველი: რონალდო ორჯერ დავამარცხე და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი როგორაა?
ბოიან პავლოვიჩი: "ზესტაფონის" პირობებიც მომწონს და ფეხბურთიც
ზუგდიდი-შუქურა 3:0
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!
ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში: ახლა ვიღას ველოდოთ?..
ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს
"შუქურა": ხოჭოლავა "ამკარში", კომახიძე "რუბინში"... ბრაზილიელები და პუკანიჩი ჯერ საეჭვოა
შუქურა-ზესტაფონი 3:1 - ...თორემ მერე გვიან იქნება [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: მიმდინარე სეზონში პირადად მე ორმაგი მოტივაცია მაქვს
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
სიონი-ზუგდიდი 3:1
"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს
ილია სტურუა: უნდა მოვუმატო და რაც შეიძლება, ძლიერ ლიგაში მოვხვდე
"ზესტაფონის" ბაზისა და სტადიონის გადაბარების პროცესი იწყება
თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
ალან ბაგაევი: ცხოვრების საუკეთესო ხანა საქართველოსთან მაკავშირებს
დილა-ზარია 2:2 - შემობრუნება მოლდოველებთან
უმაღლესი ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა