ფინალი სპეცოპერაციის ნაცვლად
ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ყველა დაძაბულ ნახევარფინალურ ბატალიებს ელოდა, მაგრამ მსგავსიც არაფერი მოხდა - პორტუგალიის ნაკრებმა კუდით ქვა ასროლინა ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს, ჰორსტ ჰრუბეშის გერმანიას და "ბარსელონას" გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. სკანდინავიურ დერბიში კი დიდი იყო შვედების უპირატესობა.

მაშ ასე, 30 ივნისს, პრაღაში ცოტა მოულოდნელი ფინალია - შვედეთის ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ. შაბათს, პირველ ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც ქალაქ ოლომოუცში ჩატარდა, ერთმანეთის პირისპირ დადგნენ ტურნირის მთავარი აღმოჩენა პორტუგალია და მთავარი ფავორიტი გერმანია.

დაიწყო თამაში და გამოჩნდა, რომ რუი ჟორჟეს ბიჭები ბევრად სჯობდნენ ჰორს ჰრუბეშის შეგირდებს. ტურნირის განმავლობაში კარგად ჩანდა, რომ "ლივერპულის" ვარსკვლავი ემრე ჯანი სათანადოდ არ ეხმარებოდა დაცვას, ჰრუბეში კი ამ პრობლემას ჯიუტად არიდებდა თავს. ასე შეატოვა იოჰანეს გაისი მწვრთნელმა პორტუგალიის შუა ხაზს, თანაც, ძალიან ინერტულად თამაშობდა ჯოშუა კიმიხი.

პორტუგალიელებმა კარგად იცოდნენ ეს და სწორედ გერმანელთა ეს სუსტი წერტილი გამოიყენეს, სანამ მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ანგარიში 4:0 არ გახადეს. გერმანული მანქანა მწყობრიდან, მოულოდნელად, ძალიან მალე გამოვიდა. ერთადერთი კითხვა რჩებოდა მხოლოდ - გაწვდებოდა პორტუგალიის ნაკრები ფიზიკურად მთელ მატჩს?

ამ კითხვასაც დადებითად ეპასუხა. ის, რომ პორტუგალია გუნდურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, თუნდაც იქიდან გამოჩნდა, რომ ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. გერმანელები კი აქცენტს მეტოქის ვარსკვლავის, ბერნანდო სილვას განეიტრალებაზე აკეთებდნენ. შედეგად, სხვებს გაეხსნათ ხელ-ფეხი.

მატჩის შემდეგ მატიას გინტერმა თანაგუნდელების ნაწილი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, არადა, "დორტმუნდის" მცველი თავადაც არ გამოირჩეოდა საიმედოობით.

სკანდინავიური დერბიც არ გამოდგა ის თამაში, რასაც ველოდით - დაძაბული, ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული. სინამდვილეში, შვედებმა იოლად დაამარცხეს დანიელები - 4:1.

ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა რუსი არბიტრი კარასევი. მან ძალზე საეჭვო პენალტი დანიშნა დანიელთა კარში და "სელტიკის" ფორვარდმა იონ გვიდეტიმ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ცოტა ხანში გუნდის ლიდერმა გვიდეტიმ იდეალური პასი გაუკეთა სიმონ ტიბლინგს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დანიამ მეორე ტაიმში გაიბრძოლა, მაგრამ ბეხის გოლს შვედებმა ისევ ორი გოლით უპასუხეს.

შვედები და პორტუგალიელები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ ამ ტურნირზე (ჯგუფურ ეტაპზე - 1:1), მაგრამ ახლა ნამდვილი ფეხბურთი იქნება და არა სპეცოპერაცია სახელით: "როგორ გამოვთიშოთ გათამაშებიდან იტალიის ნაკრები"...

დანია-შვედეთი 1:4

გოლები: 0:1 გვიდეტი (23-პენ), 0:2 ტიბლინგი (26), 1:2 ბეხი (63), 1:3 კვაისონი (83), 1:4 ჰილიემარკი (95)

დანია (4-3-3): ბუსკი - შოლცი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, კნუდსენი - იონსონი (57. ლ. კრისტენსენი), თომსენი, ჰეიბერგი - ბეხი (92. ფიშერი), ი. პოულსენი, ფალკ იენსენი (65. სისტო)

შვედეთი (4-4-2): კარლგრენი - ნილსონ-ლინდელოფი, მილოშევიჩი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი - ტიბლინგი (72. კვაისონი), ჰილიემარკი, ლევიცკი, ხალილი - კიესე თელინი (93. ს. ლარსონი), გვიდეტი (59. იშაკი)

გაფრთხილება: ვესტერგაარდი -

პორტუგალია-გერმანია 5:0

გოლები: 1:0 ბ. სილვა (25), 2:0 რიკარდო (33), 3:0 ი. კავალეირო (45), 4:0 მარიო (46), 5:0 ორტა (71)

პორტუგალია (4-3-3): ჟოზე სა - ესგაიო, პ. ოლივეირა, ფიგეირედო, გერეირო (64. კანსელო) - მარიო, კარვალიო, ს. ოლივეირა - რიკარდო, ბ. სილვა (50. რ. სილვა), ი. კავალეირო (46. ორტა)

გერმანია (4-1-4-1): ტერ შტეგენი - კორბი (87. კლაუსი), გინტერი, ჰაინცი, გიუნტერი - გაისი (46. მ. მაიერი) - იუნესი, ჯანი, კიმიხი, შულცი (50. ბიტენკურტი) - ფოლანდი

გაფრთხილება: ესგაიო - კიმიხი, ბიტენკურტი

გაძევება: ბიტენკურტი (75)

30 ივნისი. ფინალი

შვედეთი-პორტუგალია 22:45

ბომბარდირები: 3 - კლიმენტი (ჩეხეთი); 2 - ბენასი (იტალია), გუიდეტი (შვედეთი), მარიო (პორტუგალია), ტიბლინგი (შვედეთი), ფოლანდი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
მატიას გინტერი გერმანიის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
პსჟ-ის სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა - მბაპემ ხელმძღვანელობას ყოფილი თანაგუნდელის გადაბირება სთხოვა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 30 ივნისი
მატიას გინტერი მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" გადავიდა
ესპანეთის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: "ბარსელონა" და "სელტა" შემდეგ ეტაპზე [VIDEO]
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
ბერნარდო სილვას "ბარსელონაში" გადასვლა უნდა და მოთმინებას კარგავს
სეზონის სიმბოლური - პრემიერლიგის ფეხბურთელებმა გამორჩეული თერთმეტეული დაასახელეს
U21. ევროპის ჩემპიონატი: შვედური ზღაპარი
პსჟ "სიტის" ბერნანდო სილვას სანაცვლოდ დონარუმასა და ვერატის სთავაზობს
ევროპის ჩემპიონატი. U21. III ტური: ნახევარფინალისტები ცნობილია
შოთა არველაძემ "ტრაბზონის" ხელმძღვანელობას ახალი ფორვარდის ყიდვა მოსთხოვა
მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დასაცავად უძლიერესი შემადგენლობით წარსდგებიან