"...ჰიმნის აჟღერებისა და დროშის აწევის სურვილით მთელი ძალა, შემართება ჩავდე ამ შეხვედრაში"
ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთაგან ყველაზე დიდი სიურპრიზი ადამ ოქრუაშვილმა (+100) შემოგვთავაზა, ვინც მესამე ცდაზე აისრულა საწადელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბაქო 2015. ძიუდო: ძიუდოისტების მეფური დახურვა [VIDEO]

მოგეხსენებათ, ის აქამდე ორჯერ დამარცხდა კონტინენტის პირველობის ფინალში, ახლა კი ერთბაშად ორი ოქრო მიიღო - ევროპის ჩემპიონისა და ევროპული თამაშების გამარჯვებულისა.

ბოლო პერიოდში მას წონა მნიშვნელოვნად გაექცა, ამ შეჯიბრებისთვის კი გვარიანად დაუკლია, რაც ეგრევე აისახა მის საჭიდაო ფორმაზეც და შედეგზეც: ილეთებიც ბლომად აკეთა, ლამის ყველა შეხვედრა გდებით მოიგო, ხოლო სადაც ეს არ გაუვიდა, იქ მეტოქეები შებოჭვით დააჭედა ტატამს.

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერად იჭიდავა, ისევ იმ ძველ ადამად წარმოჩინდა, ფრანგი ტედი რინერის მეტი წინ რომ ვერავინ უდგებოდა...

- ბოლო პერიოდში ზედმეტ წონას ებრძოდით, ძნელბედობის პერიოდი გქონდათ, ახლა კი ასე წარმატებით დაბრუნდით...

- დეკემბერში ტრავმა მივიღე, რაც ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრებაში ხდება. ამის გამო წონა მომემატა, რადგან ფიზიკურად ვერ ვვარჯიშობდი, ფორმიდანაც ამოვვარდი და შეჯიბრებებს ვერ ვიგებდი.

ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ძიუდოში გარკვეული ადამიანებიც კი მიიჩნევდნენ, თითქოს რიგი მიზეზების გამო აღარ ვიყავი სასურველი და პერსპექტიული სპორტსმენი, მაგრამ ჩემი სიძლიერე დავამტკიცე.

ჯერ კიდევ არა ვარ სასურველ ფორმაში, თუმცა უახლოეს მომავალში სრულად აღვიდგენ და შევეცდები, ქართველი ხალხი, ჩემი ქომაგი სრულად გავახარო.

- ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში წონის დაკლებაც იგულისხმება? კიდევ რამდენი უნდა დაიკლოთ?

- დიახ, მართლაც ეს იგულისხმება. ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში მჭირდება. საბედნიეროდ, ტრავმის პრობლემა კი მოგვარდა, რაც ექიმების დიდი დამსახურებაა. ზოგადად, ამ წონის დაკლებაში მათ რამხელა წვლილი შეიტანეს, ამას სრულად ვერ მოვყვები. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩემს მიღწევაში დიდი როლი მედიცინამ ითამაშა, რისთვისაც დიდი მადლობა ზურაბ კახაბრიშვილსა და მის გუნდს.

- ალბათ, ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენთვის...

- ეს პირველი ევროპული თამაშებია და აქ გამარჯვება ძალიან მინდოდა. კახაბრიშვილი ხშირად გვეუბნება, რომ ჩვენი წარმატება უბრალოდ შედეგი კი არა, საქართველოს ისტორიაა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას პირველი თამაშების ოქრო მოვუტანე.

- ფინალურ შეხვედრაზე რას იტყვით, ელოდით ასეთ იოლ მოგებას?

- მას კარგად ვიცნობ, რადგან ბევრჯერ გვიჭიდავია და ჩემთვის რამდენჯერმე მოუგია კიდეც. თუმცა ახლა ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ამ შეჯიბრებას წავაგებდი. ჰიმნის აჟღერებისა და დროშის აწევის სურვილით მთელი ძალა, შემართება ჩავდე ამ შეხვედრაში. მისი სტილი კარგად ვიცი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი, მთავარი იყო, მე ჩემი ჭიდაობა ბოლომდე გამომევლინა.

- თავიდან ვის მიიჩნევდით მთავარ კონკურენტებად?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ არასოდეს, ყოველთვის ვჭიდაობ ერთი შეხვედრის მოსაგებად. აქედან გამომდინარე, არც იმაზე ვფიქრობ, ვინ ფავორიტია და ვინ - არა, ყველა პაექრობა მოსაგებია.

- მატიაშვილთან შეხვედრის წინ როგორი განწყობა იყო მოსათელ დარბაზში?

- ჩემი მეგობრის, ძმაკაცის, თანაგუნდელის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით ძნელია. ახლაც მერჩივნა, ის უფრო გვიან ეტაპზე შემხვედროდა და არა ასე ადრე. ცხადია, ცუდი შეგრძნება იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრანიო
2014 წლის სეზონი სულ ჩაუვარდა-სადაც იჭიდავა, ყველგან წააგო და რა გასაკვირია, რომ გულშემატკივარსაც და სხვებსაც გული გაუტყდათ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა გმირობებიც ახსოვდათ ადამასაგან 2013 წელს.. კარგია, რომ თავადაც კარგად აცნობიერებს, რა და როგორ არის საჭირო..წარმარტებას ვუსურვებ შემდეგშიც-სამისოდ ყველაფერი ხელს უწყობს, მთავარია, წონა არ მოიმატოს... ექიმებს კი ყოჩაღ, რომ დაეხმარნენ ფორმაში ჩადგომაში...
guga
წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები 2013-ში რინერს მსაჯებმა აჩუქეს გამარჯვება! ისე ადამ შენ რომ რინერს მოუგო ევროპაზე ან მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე შენი სახელი მსოფლიო ისტორიაში შევა ოქროს ასოებით! წარმატებები!
giorgi
ადამ, ნამდვილად სიკეთეს გისურვებ, მაგრამ რა გიკვირს, ფორმაში რომ დიდი ხანი ვერ ჩაჯდება კაცი, გულშემატკივარი აბა, როგორ შეხედავს? ახლა კრებ ფორმას და უნდა მოუმატო. მეტი შეგიძლია ნამდვილად.
tengabi
2013 წლის ევროპაზე ადამას მსაჯებმა წააგებინეს, თორემ რინერს ტყავს გააძრობდა. მსოფლიოზე საჭიროა ჩვენმა ფედერაციამ იმუშაოს, რომ იგივე არ განმეორდეს. საერთოდ, მსაჯთა კომიტთან მუშაობაა საჭირო.

რინერს უნდა მოუგო რინერს აბა დანარჩენებს წონით ჯობიხარ!
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დღის კარიკატურა: ჩვენი მხსნელები - ძიუდოს მესი და ონილი
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა