მესის გარდა, პენალტი ვერცერთმა არგენტინელმა ვერ გაიტანა
კოპა ამერიკა 2015 უკვე ისტორიის საკუთრებაა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მასპინძელი ჩილე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას კონტინენტის პირველობა არასოდეს მოეგო, კოპას ანდების აქეთ იოლად არავის გაატანდა. ჩილეს ტრიუმფს ხელი შეუწყო იოლმა ბადემ, მსაჯობამ, გამართლებამ პენალტებში, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ "ლა როხას" წარმატება დაუმსახურებელი იყო...

პერუელები ზედიზედ მეორე კოპა ამერიკაა, მესამე ადგილზე გადიან. 2011 წელს ისინი მომავალ გამარჯვებულ ურუგვაისთან ნახევარფინალში დამარცხდნენ. მაშინ ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი პერუმ ვენესუელას მოუგო - 4:1. აქედან 2 გოლი ბოლო წუთებზე შეაგდო, ორივე ხოსე პაოლო გერერომ გაიტანა, ჯამში კი, იმ შეხვედრაში მან ჰეთ თრიკი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პერუმ ამჯერად ოდნავ უფრო მოკრძალებული ანგარიშით მოიგო, მაგრამ დამაჯერებლად და დამსახურებულად. რამონ დიასის პარაგვაი გარკვეული დანაკლისით თამაშობდა. მან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, წინა კოპას ფინალისტი მეოთხე ადგილს დასჯერდა. არგენტინელ მწვრთნელს როკე სანტა კრუსი და დერლის გონსალესი არ ჰყავდა. თავის მხრივ, მისმა თანამემამულე რიკარდო გარეკამ ჯეფერსონ ფარფანი და კლაუდიო პისარო არ ათამაშა.

ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გაიხსნა, როდესაც პარაგვაელებმა მეტოქის კუთხური თითქოს, მოიგერიეს, მაგრამ ბურთი კარგად ვერ გამოიტანეს და ანდრე კარილიომ ვარდნაში მშვენივრად დაარტყა. მეორე გოლი კი იმავე კარილიოს წამოწყებულ შეტევას მოჰყვა: ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელმა შეცვლაზე 5 წუთის შესულ ხოელ სანჩესს უპასა, რომელმაც საჯარიმოში გერერო მოძებნა და ვეტერანიც ამ ბურთით ბომბარდირთა დავაში ედუ ვარგასს გაუთანაბრდა.

"ბევრი მიიჩნევდა, რომ ჩვენ 3 დღით ვიყავით ჩამოსულები, საბოლოოდ კი თვე შემოვრჩით ტურნირს და მოლოდინს გადავაჭარბეთ. პარაგვაიმ დაამტკიცა, რომ ბევრი შეუძლია და კოპა ამერიკაზე ოთხეულში გასვლა მომავლის იმედს გვაძლევს. ახლა დაცვაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს შეცდომები გაკვეთილად უნდა გამოგვადგეს და მათზე ვისწავლოთ" - განაცხადა 55 წლის დიასმა.

რიკარდო გარეკა: "ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და სამაგალითოდ იქცეოდნენ. მესამე ადგილი ჩვენთვის კარგი შედეგია. მეტის მიღწევა ამ ეტაპზე არ შეგვეძლო, მაგრამ მომავალში შეგვიძლია, რისთვისაც ზრდა უნდა გავაგრძელოთ. ახლა მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებია და უნდა მოვემზადოთ. პერუს დიდი პოტენციალი აქვს".

კოპა ამერიკა 2015. მატჩი მე-3 ადგილისთვის

პერუ-პარაგვაი 2:0

გოლები: 1:0 კარილიო (48), 2:0 გერერო (89)

პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, რამოსი, ასკესი, ხ. ვარგასი - ლობატონი (58. იუტონი), ბალონი - კარილიო (90+1. ურტადო), რეინა სერნა (84. ხ. სანჩესი), კუევა - გერერო

პარაგვაი (4-2-3-1): ვილიარი - მ. კასერესი, და სილვა, აგილარი, სამუდიო - ორტიგოსა (64. ორტისი), ვ. კასერესი (59. არანდა) - ბობადილია, მარტინესი (57. ბენიტესი), რომერო - ბარიოსი

გაფრთხილება: იუტონი, ხ. სანჩესი - სამუდიო

კუთხური: 11-4 ჯარიმა: 16-14 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 13(4)-8(3) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 29 143

"ესტადიო ნასიონალზე" "ფინალური" ფინალი იყო. უაღრესად დაძაბული მატჩი, ტაქტიკური დუელით, მომენტებით, დრამით, სიხარულითა და იმედგაცრუებით. როგორც რეაქტიული არტურო ვიდალი ვერ პოულობს ხოლმე მინდორზე ადგილს, ისევე იყო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი ხორხე სამპაოლი - არ შეუსვენია, ისედაც ემოციური კაცია და... ხერარდო მარტინო უფრო დინჯი და გაწონასწორებულია, მაგრამ მას ფერი არ ედო. ხან ალექსის სანჩესი აცილებდა მილიმეტრებით, ხან არტურო ვიდალს არ უმართლებდა, ხანაც მეკარეები ყოჩაღობდნენ.

"ლა როხაც" კარგი იყო და "ალბისელესტეც". ლიონელ მესიმ ისევ ვერ გაიბრწყინა, მაგრამ მეორე, ბოლო დამატებულ წუთზე, როდესაც საფინალო სასტვენამდე 15-20 წამი რჩებოდა, ერთი ლეოსებური მაინც ვიხილეთ: ცენტრიდან ბურთი ატარა და ლავეცის უპასა, პოჩომ შორეულ ძელთან გონსალო იგუაინს გაუჭრა დაბალი ბურთი, პიპიტამ კი ვერ გაიტანა.

გადაწითლებულ "ესტადიო ნასიონალს" სუნთქვა შეეკრა და სანამ არბიტრი, 35 წლის კოლუმბიელი ვილმარ როლდანი საფინალო სასტვენს არ მისცემდა, რაც დამატებითი დროის მანიშნებელი გახლდათ, ფანები გონზე ვერც მოვიდნენ.

ისევ არ გაუმართლა ანხელ დი მარიას, რომელმაც 2014 წლის მუნდიალის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა კი დებიუტშივე დაშავდა და 29-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. ფაქტია, დი მარია "ალბისელესტესთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თითქმის შეუცვლელი.

თუმცა კონკრეტულად ლავეცის, რომელიც მის ნაცვლად შემოვიდა, არაფერს ვერჩით, ის მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. აი, მარტინოს დანარჩენი ორი ცვლილებისა რა გითხრათ... მან არ გამოუშვა კარლოს ტევესი და ენდო იგუაინს, ხოლო ძირითადი დროის მიწურულს ევერ ბანეგა შემოიყვანა...

უფრთხილესი დამატებითი 30 წუთის შემდეგ, როდესაც გამაყრუებელი სტვენის ფონზე, მესიმ მაინც გაიტანა არგენტინელთა პირველი პენალტი და ანგარიში 1:1 გახადა, მეტოქეთა ენერგოვამპირმა, ხოლო ჩილელთა ენერგოდონორმა ვიდალმა, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, სანერვიულო პენალტი დაარტყა, მაგრამ, რაც მთავარია, "მეფე არტურომ" გაიტანა და ამის მერე ბურთთან იგუაინი მივიდა - პიპიტამ სადღაც ზემოთ, ღრუბლებში გაისროლა, მერე კი ბანეგას აუკანკალდა ფეხები, საშინლად დაარტყა და კლაუდიო ბრავოს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

სამაგიეროდ, არც ფეხი აკანკალებია, არც წარბი შეუხრია და არც ნერვი შეტოკებია ალექსის სანჩესს, ვინც მეოთხე პენალტი ისე რბილად და მსუბუქად დაარტყა, "პანენკას პენალტიც" რომ აღარ ჰქვია, ბურთი თითქმის არც მოწყვეტია მიწას და კარის შუაში მოეფერა ბადეს.

კოპა ამერიკა 2015. ფინალი

ჩილე-არგენტინა 0:0 (4:1-პენ)

პენალტები: 1:0 ფერნანდესი, 1:1 მესი, 2:1 ვიდალი, 2:1 იგუაინი, 3:1 არანგისი, 3:1 ბანეგა, 4:1 სანჩესი

ჩილე (4-3-1-2): ბრავო - ისლა, ბოსეჟური, დიასი, სილვა - მედელი, ვიდალი. ვალდივია (75. ფერნანდესი) - სანჩესი - ვარგასი (95. ენრიკესი), არანგისი

არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, დემიკელისი, ოტამენდი, როხო - პასტორე (81. ბანეგა), მასკერანო, ბილია - მესი, დი მარია (29. ლავეცი), აგუერო (74. იგუაინი)

გაფრთხილება: სილვა, მედელი, დიასი, არანგისი - როხო, მასკერანო, ბანეგა

კუთხური: 4-7 ჯარიმა: 28-21 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 18(4)-8(2) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 45 693

ჩილემ ისტორიაში პირველად მოიგო კოპა ამერიკა და ზოგადად, რაიმე მნიშვნელოვანი ტურნირი. აქამდე "ლა როხა" 4-ჯერ იყო ფინალში, აქედან ბოლოს 1987 წელს. არგენტინას კი 14 კოპა რჩება, ერთით ნაკლები, ამ მხრივ რეკორდსმენ ურუგვაიზე. ისე კი, "ალბისელესტე" 1993 წლის მერე, 22 წელია, კვლავ უტიტულოდ რჩება...

"ალექსისის პენალტმა საოცარი სიამოვნება მომანიჭა. ამ მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, ისინი კოპას ძიებაში იყვნენ, ბოლომდე იხარჯებოდნენ. არ მახსენდება არც ერთი შეხვედრა, სადაც ჩილე მეტოქეზე უკეთესი არ ყოფილიყო.

შეტევას რაც შეეხება, ჩილემ უკეთ ითამაშა, ვიდრე მეტოქემ. ვდომინირებდით ისეთ ძლიერ გუნდთან, როორიც არგენტინაა. ჩილემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მოგება 90 წუთშიც შეეძლო. პენალტებმა სამართლიანი შედეგი დააფიქსირა, რადგან ჩილემ მეტი გააკეთა, ვიდრე არგენტინამ.

ქედს ვიხრი ჩემი ფეხბურთელების წინაშე. ახლა მინდა, მათთან ერთად დავტკბე მომენტით. მოიგო კოპა ამერიკა აქ, ჩილეში და ეიფორიაში მყოფ ბედნიერ ხალხს უყურო, ერთი სიამოვნებაა. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რომ შანსი მომცეს, ამ ყველაფრის მონაწილე ვყოფილიყავი" - თქვა 55 წლის სამპაოლიმ.

კლაუდიო ბრავოს კი, მეკარეობის გარდა, წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონია: "ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩილესთან ერთად ოდესმე კოპა ამერიკა მომეგო. ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ყველა ნეგატივი წარსულში უნდა დავტოვოთ. ეს გამარჯვება ყველა ჩილელს ეძღვნება.

ჩვენ გვქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებაც და ეს გამოგვადგა. პენალტების სერიამდე თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ მეტოქე ორ თერთმეტმეტრიანს გააფუჭებდა და ჩვენ მოვიგებდით".

"ჩილელ ხალხს რამის მოგება ესაჭიროებოდა. ვფიქრობ, სწორედ ეს გამარჯვება კოპა ამერიკაზე, რაც ბრწყინვალეა. შევეცდებით, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ იქამდე ჯერ დროა და ფაქტია, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ეს თაობა ამას იმსახურებდა" - განაცხადა ვიდალმა.

ტატა მარტინო: "ჩვეულებისამებრ, ვერც ჩვენ ვითამაშეთ და ვერც ჩილემ. ორივე გუნდს მეტი წარმატება ერთმანეთის განეიტრალებაში ჰქონდა, ვიდრე შექმნაში. არც არგენტინას შეუქმნია ბევრი და არც ჩილეს.

ვხვდებოდით გუნდს, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მეტოქე ბევრ შანსს ვერ ქმნიდა. ასე რომ, ამ კონტექსტში მხოლოდ არგენტინაზე საუბარი არასწორია.

არც ჩილეს უთამაშია ისე, როგორც სჩვევია. მეტოქის ნახევარდაცვას ვაკონტროლებდით. ასევე, ხორხე ვალდივიასა და ალექსის სანჩესს. ჩილეთი პირველივე თამაშიდან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, მაგრამ უშუალოდ დღევანდელ შეხვედრაზე თუ ვიტყვით, მიმაჩნია, რომ არგენტინას უნდა მოეგო, ჩვენ ამას უფრო ვიმსახურებდით.

მუშაობას და ფიქრს ისეთივე შემართებით გავაგრძელებთ, როგორც ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მერე იყო. სიკვდილამდე ბიჭებთან ერთად ვარ, ამ იმედგაცრუებამ მათ იმის ძალა უნდა მისცეს, რომ კიდევ უფრო მოინდომონ და ჩვენ დღეიდანვე ძველებური სწრაფვა გვექნება გამარჯვებისკენ".

ხავიერ მასკერანო: "არ ვიცი, როგორ აღვწერო ის, რაც მოხდა. მუნდიალის ფინალისა არ იყოს, ეს წამებაა. იმედია, მომავალში არგენტინა ტიტულს მოიგებს, მე ისევე მინდოდა ამ მაისურით ჩემპიონობა, როგორც ყველა სხვას.

კარლოს ტევესს ვესაუბრებოდი იმაზე, რომ კოპა ამერიკის მესამე ფინალი წავაგე და ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ერთი წლის წინ. ეს ნამდვილი ტანჯვაა.

მარცხი მძიმე გადასატანია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვთამაშობდით".

ჯილდოები

საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ედუარდო ვარგასმა და ხოსე პაოლო გერერომ გაიყვეს 4-4 გოლით.

საუკეთესო მეკარედ, არ გაგიკვირდებათ და, კლაუდიო ბრავო დაასახელეს. ჩილეს ნაკრების გოლკიპერი მართლაც მშვენიერი იყო მთელ გუნდთან ერთად. მან კარი მშრალად 6 მატჩიდან 4-ში შეინახა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კოლუმბიელი ჯეისონ მურილიო აღაირეს, რომელსაც ერთ-ორ პატარა შეცდომას თუ არ ჩავუთვლით, ბრწყინვალე კოპა ამერიკა ჰქონდა და დაცვაში კარგი თამაშის გარდა, შეტევაშიც იაქტიურა, ბრაზილიას გამარჯვების გოლი გაუტანა.

ფეარ პლეის ჯილდო კი პერუს ნაკრებს გადაეცა, ასევე დამსახურებულად.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი შეგიძლიათ, თავად დაასახელოთ, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს. ამ წოდებას ბევრი მოთამაშე იმსახურებს, თუნდაც მხოლოდ ჩილეს ერთსულოვანი და მებრძოლი ნაკრებიდან ერთბაშად რამდენიმე ღირსეული კანდიდატია. თუმცა ჩვენ ცოტათი უფრო არტურო ვიდალს გამოვარჩევდით, თუნდაც იმიტომ, რომ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჯამში 3 გოლი გაიტანა, რამდენიმე შექმნა, ძალიან სასარგებლო და დაუღალავი იყო.

თავისი ენერგიულობით და მოტივაციით, სპორტული აგრესიითა და ქარიზმით "მეფე არტურო" ნაკრების მამოძრავებელი ძალა გახლდათ, ეს მუხტი ყველაზე გადადიოდა. თავისი დამტვრეული "ფერარით" და ყველაფრით, ფანებისა არ იყოს, ვიდალი ჩილეს ნაკრების მუხტის საბადო გახლდათ.

არგენტინელი ჟურნალისტების მტკიცებით, დაჯილდოების ცერემონიალის 10 წუთით დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ლეო მესიმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე უარი განაცხადა.

სიმბოლური ნაკრები: ბრავო (ჩილე), ოტამენდი (არგენტინა), მედელი (ჩილე), მურილიო (კოლუმბია), ვიდალი (ჩილე), მასკერანო (არგენტინა), დიასი (ჩილე), კუევა (პერუ), მესი (არგენტინა), გერერო (პერუ), ვარგასი (ჩილე).

კოპა ამერიკის გამარჯვებულები: ურუგვაი - 15-ჯერ; არგენტინა - 14; ბრაზილია - 8; პარაგვაი, პერუ - 2: კოლუმბია, ბოლივია, ჩილე - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ემზარი
მესსის უარი საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე მის ღირსებაზე მეტყველებს მიუხედავათ იმისა რომ ის ერთერთი საუკეთესოა მაინც კოპა ამერიკაზე საუკეთესო ფეხბურთი ვერ აჩვენა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] მესის გენიალური გოლი - მაიამის "ინტერმა" "ნიუ იორკი" დაამარცხა
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ჩილე კოპა ამერიკა 2015-ის გამარჯვებულია [VIDEO]
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
"მარსელმა" კლუბის რეკორდი დააფიქსირა
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
მესის გოლი ჩილეს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ბრუნდება თუ არა "ბარსელონაში"? - მესის მომავალი გადაწყდა
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ფიფას რეიტინგში გადაასწრო
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
"სევილიას" მწვრთნელად სამპაოლი დანიშნეს
ლუკაკუმ სანჩესს ორჯერ გაატანინა და "ინტერი" "მილანს" კიდევ უფრო გაექცა
ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
"გვარდიოლამ ფეხბურთი დააზიანა" - ლიონელ მესი
ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს
"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
კოპა ამერიკა 2015: ჩილეს ტრიუმფის მიზეზები
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
სამწვრთნელო ცვლილებები ევროპის ტოპ-ლიგებში - ორი გაუშვეს, ლოპეტეგიც ზღვარზეა
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლიონელ მესიმ "ფილადელფია უნიონს" გაუტანა [VIDEO]
პერუ-პარაგვაი 2:0 - კოპა ამერიკაზე მესამეადგილოსანი გამოვლინდა
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?
[VIDEO] მესიმ "ლოს ანჯელესს" ულამაზესი გოლი გაუტანა
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
არც მესი და არც ნეიმარი - კოპა ამერიკის მოულოდნელი გმირები