ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი ბელგიის პირველ დივიზიონში ითამაშებს
ფოტოზე: ლევან შენგელია (მარცხნივ)

ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან შენგელია ბელგიურ "ტუბიცეში" ითამაშებს. გასულ სეზონში ამ გუნდმა ბელგიის პირველ დივიზიონში მე-8 ადგილი დაიკავა.

ერთი შეხედვით, ეს მოულოდნელი ტრანსფერია, რადგან 20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით სხვა ვარიანტებზე ლაპარაკობდნენ. მაგალითად, აპრილში, ფოთელთა თავდამსხმელი, "ზესტაფონის" შემტევ გიორგი ბერიძესთან ერთად, საფრანგეთის ლიგა 1-ის "ლილში" მიიწვიეს. მერე კი შევიტყვეთ, რომ ლიგა 2-ის კლუბი "აიაჩო" იწვევდა.

მის ტრანსფერზე საქართველოში ბელგიური სამენეჯერო კომპანია "Vision foot"-ის წარმომადგენელი ლაშა ჯაკობია მუშაობდა. მან კი "ლელოსთან" ინტერვიუში იმ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, თითქოს "აიაჩოს" გარდა, ქართველით კიდევ 3 კლუბი იყო დაინტერესებული, მათ შორის, ბელგიურიც - საკითხი მალე გადაწყდება და შენგელია ევროპას ივლისში მიაშურებსო. მთავარ მოთხოვნად სათამაშო პრაქტიკას ასახელებდა - გუნდში უბრალოდ ჩარიცხვა არაფერს არგებსო.

ამ ტრანსფერზე "იბერია 2010"-ის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი, ლევან შენგელიას აღმზრდელი გუბაზ დოლიძე გველაპარაკა:

"ლევანის ახალი კლუბი ბელგიის პირველ ლიგაში თამაშობს. მას ჰქონდა შანსი, პირდაპირ მოხვედრილიყო ამ ქვეყნის ჩემპიონ "გენტში" ან ლიეჟის "სტანდარდში", მაგრამ მისი გაშვება პირველი ლიგის გუნდში ვამჯობინეთ, რადგან იქაურ ფეხბურთს შეეჩვევა და 6 თვეში რომელიმე გუნდში გადავა. შესაძლოა, კონტრაქტი "გენტთანაც" გააფორმოს. ბელგიაში გამგზავრებამდე კი შენგელია ფორმის შესანარჩუნებლად ფოთში ივარჯიშებს".

მოგეხსენებათ, "გენტში" ვარჯიშობს გუბაზ დოლიძის კიდევ ერთი აღზრდილი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე. ცხადია, მისი ამბითაც დავინტერესდით:

"გიორგის "გენტში" დარჩენის საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა, რადგან ტექნიკური საკითხები იყო მოსაგვარებელი. ჩემი კლუბის საბუთები იყო მოსაწესრიგებელი, რადგან გიორგის კონტრაქტი "იბერია 2010"-თან აკავშირებს. ესეც მოგვარდა და უახლოეს დღეებში 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ლეგიონი: ლევან შენგელიას ისევ გააქვს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ლევან შენგელია: ერთადერთი მიზეზი, რომელიც ევროპაში დამაბრუნებს, საქართველოს ნაკრებია!
გოჩა ჯამარაული: არ ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ფეხბურთი
ლეგიონი: ლევან შენგელიამ "ლომელს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ქართველი ფეხბურთელები ბელგიაში: დებიუტი, გოლები, საგოლე პასები...
ლევან შენგელიამ ბელგიის "ტუბიცე" დატოვა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები