ცნობილი მწვრთნელი და მეცნიერი ელგუჯა გუგუშვილი ევროასპარეზზე ქართული გუნდების კრახის მიზეზებს ხსნის
ქართული კლუბების მორიგმა ევროკრახმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ახლა ის დრო მოვიდა, რომ მოვლენები შევაფასოთ.

"ლელო" ცნობილ ქართველ მწვრთნელსა და მეცნიერს, ელგუჯა გუგუშვილს დაუკავშირდა და მომხდარზე აზრის დაფიქსირება სთხოვა...

"დავიწყებ ზოგადი შეფასებით. ჩვენ, ყველანი ვოცნებობთ იმაზე, რომ ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე წარმატებით ითამაშონ და რაც შეიძლება, შორს წავიდნენ. ეს არ გამოდის და ამას თავისი მიზეზები აქვს...

ჩემი აზრით, ჩვენი გუნდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ ჰყავთ ლიდერები. ვგულისხმობ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში აიყოლიებენ თანაგუნდელებს... ამასთან ერთად, წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდება და ჭირს კიდეც იმ შემთხვევაში, როცა ამა თუ იმ გუნდში არ არის 3-4 გამორჩეული, ექსტრაორდინარული ფეხბურთელი.

აქვე არის კიდევ ერთი ფაქტორი. დღეს ქართულ ფეხბურთში არ არის სათანადოდ გამოყენებული გამოცდილი მწვრთნელების რესურსი, არადა, გამოცდილი სპეციალისტები ნამდვილად გვყავს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მწვრთნელი თავის კარიერულ სრულყოფას აღწევს 40-50 წლის ასაკში. ეს ხდება მაშინ, როცა ამ მწვრთნელის ზურგს უკან არის დიდი გამოცდილება, არაერთი მოგებული თუ წაგებული მატჩი.

ჩვენი ფეხბურთის კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა ქართულ კლუბებში გაქრნენ ინდივიდუალისტები. დღეს მთელი მსოფლიო ფეხბურთი ინდივიდუალისტებზეა აწყობილი, ჩვენ კი შევეგუეთ მათ გაქრობას.

ქართული ფეხბურთის ტრადიციაა სანახაობა, ტექნიკა, ინტელექტი, იმპროვიზაცია. თუ ახლა მოისპო ეს ტრადიცია, მერე მის აღდგენას წლები დასჭირდება.

ვინ არის იმ მარცხზე პასუხისმგებელი, რომელიც ქართულ კლუბებს ევროპალიგაზე შეემთხვათ? მე ასე ვიტყოდი - ის მწვრთნელები, რომლებიც საკლუბო და ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობენ. ყველა ის პრობლემა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, აქედან იწყება.

ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე. ჩემი აზრით, ბურთს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ჩვენს ფეხბურთელებს ოთხ შეკითხვას დაუსვამდა:

1. უპატრონო ხომ არ ვარ? ვგულისხმობ იმას, რომ როცა მსაჯს მინდორზე გამოაქვს ბურთი, ის თითქმის სულ ჩვენს მოწინააღმდეგეს უჭირავს.

2. თავიდან რატომ მიშორებ? თუნდაც ამ სამ შეხვედრაში ქართული კლუბების შესრულებით უამრავი არაზუსტი გადაცემა გაკეთდა.

3. რატომ მაწვალებ? აქ მხედველობაში მაქვს ბურთის გაუთავებელი და გაუაზრებელი ტარება, რაც მნიშვნელოვნად ანელებს თამაშის ტემპს.

4. და ყველაზე მთავარი კითხვა: რატომ არ მეფერები? ქართული ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელი ოდითგანვე გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკური არსენალით. ახლა ეს ასე აღარ არის. ტექნიკურ ფეხბურთელზე იტყვიან ხოლმე - ბურთს ეფერებაო. დღეს ჩვენში ბურთს აღარავინ ეფერება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენს გუნდებში ძალიან დაბალ დონეზეა პასის კულტურა, რომელიც თამაშის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. გარდა ამისა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონე.

აუცილებლად მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ სამი გუნდის მწვრთნელებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროთასებიდან გავარდნილ გუნდებს ხელმძღვანელობდნენ.

ჩემი პირადი აზრია - იმ მარცხში, რომელიც ჩვენმა კლუბებმა განიცადეს, ისინი დამნაშავენი არ არიან. დამნაშავეა ის ზოგადი ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის განყენებული და ძალიან სპეციფიკური თემა, რომელსაც ვრცელი ანალიზი სჭირდება.

მთავარი მაინც ისაა, რა ხდება დღეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში. როგორი მომზადებული მოდის თაობა დიდ გუნდებში", - გვითხრა გუგუშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamuka
ფეხბურთის განვითარებას ჩამოვრჩით, ტემპი და სისწრაფე, სწრაფი აზროვნებაა ახალ ფეხბურთში, ჩვენ კიდევ 90-იანების ტემპში ვთამაშობთ. იმიტომაც 2 ტაიმს ვერ ვქაჩავთ, სხვა ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს ფიზიკურად ვერ ვუმკლავდებით
სიმართლე
ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონთან2:0წავაგეთ საინტერესოა ახალ ზელანდიასთან რაგბისტები რამდენით წააგებენ და საერთოდ ფეხბურთი არის სპორტის მეფე და რომ იცოდეთ ყველაზე მეტად განვითარდა.მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ფეხბურთზე და სხვა სახეობებს ნუ ადრით,აღარ ვამბობ ფეხბურთი დიდი პოლიტიკაცაა.რაც ჩვენთან კეთდება ეს ზღვაში წვეთია და ვართ ამ დონეზე შესაბამისად ქვეყნის დარად.
tengo
ცილოვანი პროდუქტების დეფიციტი და ჰაერის დაბინძურება არაფერ შუაშია.........რაბის შემთხვევაში არ იგრძნობა ეს პრობლემები! ფეხბურთის ფედერაციას გათახსირებული ხალხი ხელმძღვანელობს დიდი ხანია უკვე და ვერ მოხერხდა ნორმალური არჩევნების ჩატარება ფეხბურთის ფედერაციაში.........
1
დამყავდა ფეხბურთზე და მწვრთნელი ეძახდა უკან დააბრუნე ბურთი უკან დააბრუნეო თან სწრაფი იყო და ქარივით მირბოდა წინ შეტევაში გოლებიც გაქონდა და პასებსაც ადსლევდა მაგრამ მწვრტნელმა დაცვაში დააყენა რა უნდოდა ვერ გავიგე იკით კიდევ მშობლები რჩევებს და შენიშვნებს აფრკვევდნენ
სიმართლე
ერი დაუძლურდა. ცილვანი დეფიციტი ბავშვებში ხრცეულით ვერ იკვებებიან.პროდუქტი ძალიან დაბალი ხარისხის.ჰაერი დაბინძურებული.რეგინები მკვდარი.აფხაზეთის სკოლა დაიკარგა.მრალურად განადგურებულები.ქვეყანას ყველა თავში ურტყავს.სპორტი და ფ ეხბურთი არამასობრივი და ამ ფონზე რას ფპილოსოფოსბთ
Bacho
ყველა ერთ და იგივე პრობლრმაზე ლაპარაკობს,კიი,მართალია,ვიცით რაშიც არის პრობლემ მაგგრამ გაუთავებელი ლაპარაკის .......... საქმე ბაბა საქმე!!!!!!!!!!
glaxuna
უმთავრესი პრობლემა მაინც... ქართველი ფეხბურთელები ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადებაა, ყველა დონეზე! პ ე პ ლ ე ბ ი ვ ი თ დაფარფატებენ და ელემენტალური ღირსების გრძნობა არა აქვთ,რომ ასეთი ს უ ს ტ ე ბ ი არიან.. და ასე...ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ ?! ამიტომაა ყ ვ ე ლ ა ორთაბრძოლაში აგებენ და ბურთს მუდამ იშორებენ,უკან პასები და დაფეთებულ-შეშინებული ფარფატი მოედანზე... ძ ლ ი ე რ ი ფიზიკური მომზადება,და ინდივიდუალური თამაშის გათავისება,წ ი ნ და მხოლოდ წ ი ნ მოძრაობები....ბურთის ართმევაზე მუდამ ბრძოლით,და ფსიკური სიმტკიცით... ფ ი ტ ნ ე ს ი ...მუდამ ბურთის მოპოვებისა და დაუფლების უნარი მაშინ გაღვივდება!!! ჟ ი ნ ი ც მაშინ განმტკიცდება და წარმატებებიც მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა!!! ნ ა კ რ ე ბ ი ც გაცილებით ძლიერი და ანგარისგასაწევი შეიქმნება ნებისმიერი მეტოქისათვის!!! სხვაღაშორის...ქართველ რ ა გ ბ ი ს ტ ე ბ ს,რომ ეთამაშათ...ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი,იმ სამივე გუნდს დაამარცხებდნენ,თან თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ !!!
gio
ყველა ფეხბურთელი ტოტალიზატორში როგორ მოიგოს ფული,იმაზეა გადასული..სენია თუ მოდა ეს ვერ გავიგე..ფეხბურთელი რომ იმაზე იფიქრებს როდის მორჩება,ვარჯიში ან თამაში, რომ წავიდე და ფედერერი მოიგებს თუ ჯოკოვიჩი ეს გამოვიცნოო,რომელ ფეხბურთზე ვსაუბრობთ? თითქმის ყველა თამაშობს..დამერწმუნეთ
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!
ელგუჯა გუგუშვილი: ფუნდამენტი ძლიერია, ახლა მყარი კარკასი გვჭირდება!..
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო
ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსა... ელგუჯა გუგუშვილი თანამედროვე ფეხბურთზე
ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება