ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სიმდიდრის ეფექტი - რატომ აღარ ჩნდებიან ბრაზილიაში ტალანტები

სიმდიდრის ეფექტი - რატომ აღარ ჩნდებიან ბრაზილიაში ტალანტები

ერთ დროს საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანა იქამდე მივიდა, რომ კოპა ამერიკაზე პარაგვაისთან მარცხი აღარავის უკვირს...
ერთ დროს საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანა იქამდე მივიდა, რომ კოპა ამერიკაზე პარაგვაისთან მარცხი აღარავის უკვირს...

საიმონ კუპერმა წიგნში - "ფუტბოლონომიკა" განსაზღვრა სამი მთავარი კომპონენტი, რაზეც არის დამოკიდებული ეროვნული ნაკრების წარმატება: მოსახლეობის რაოდენობა, შიდა პროდუქტის ხვედრითი წილი და საერთაშორისო გამოცდილება. აქედან გამომდინარეობს ცხადი დასკვნა: ეკონომიკის ზრდისა და ერის კეთილდღეობის გარეშე შეუძლებელია მრავალწლიან პერსპექტივაში ფეხბურთში მაღალი შედეგების მიღწევა. ავტორი წერს:

"სპორტში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა - 15 ათასი დოლარის წესი. ეს მინიმალური საშუალო შემოსავალია ერთ სულ მოსახლეზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანას სპორტული წარმატებების შანსი ჰქონდეს. ამ წესისთვის გვერდის ავლა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - იყო ბრაზილია".

ბრაზილია - ერთადერთი ერია, რომელიც უახლოეს ისტორიაში ახერხებდა დიდი საერთაშორისო ტურნირების მოგებას იმ დროს, როცა შიდა პროდუქტის ხვედრითი წილი 15 ათას დოლარზე ნაკლები იყო. შედარებისთვის, ესპანეთს სამმაგი უპირატესობა ჰქონდა, გერმანელებს - ოთხმაგი.

კუპერმა შემთხვევით არ გააკეთა აქცენტი ბრაზილიელებზე. ქვეყნის არასაკმარისად მაღალი კეთილდღეობის მიუხედავად, 1980-2002 წლებში ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებათა პროცენტი 75-ს აღწევდა. გუნდის მაღალი შედეგები შესაძლებელი იყო ფეხბურთელების შერჩევის ზუსტი სისტემისა და სელექციის წყალობით, რომელიც აწყობილი იყო პრინციპით - "ზემოდან ქვემოთ".

კლუბების სკაუტები და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები ერთობლივად მოქმედებდნენ: პირველები მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ, ეძებდნენ მოთამაშეებს არა მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში, არამედ პლაჟებსა და ფაველების ქუჩებში, ფედერაცია კი აწყობდა მრავალრიცხოვან საწვრთნელ ბანაკებს. მსგავსი სისტემა თამაშის მასობრივ პოპულარობასთან ერთად, ნაკრების მწვრთნელებს ფართო არჩევანს აძლევდა: საუკუნის დასაწყისში, ბრაზილიაში ოფიციალურად დაახლოებით მილიონი რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო.

სიტუაცია შეიცვალა ათწლეულის შუაში და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ბრაზილიურ საკლუბო ფეხბურთში დიდი ფულის მოსვლის შემდეგ. დადებითი მოლოდინის მიუხედავად, კლუბებმა ვერ გადადგეს გონივრული ნაბიჯები: უძლიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელების შენარჩუნება, ევროპიდან საჭირო ფეხბურთელების დაბრუნება და სამხრეთ ამერიკის დანარჩენი ბაზრის ათვისება, საიდანაც მოთამაშეები მზად იყვნენ ბრაზილიაში დიდი ფულის სანაცვლოდ წასულიყვნენ. ამის ნაცვლად, აშკარად გაბერილ კონტრაქტებზე იწვევდნენ უკვე ჩამოწერილ ფეხბურთელებს - რონალდო 20 მილიონად წელიწადში, რონალდინიო - 24 მილიონად, დეკუ - 6 მილიონად, პატო და რობინიო - 15 მილიონად. ასევე იყო ზეედორფის, ლუსიოს, ჟილბერტო სილვას, კარლოს ედუარდოსა და სხვების ტრანსფერები.

ყოფილი ვარსკვლავების დაბრუნების გარდა, არის კიდევ ერთი პრობლემა: იოლი ფულის გამო კლუბების დიდი ნაწილის შემადგენლობები სავსეა მეორეხარისხოვანი მოთამაშეებით, რომლებიც ადრე ესპანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის აუტსაიდერებში, ავსტრიის, შვეიცარიის და აღმოსავლეთ ევროპის ლიგებში თამაშობდნენ - ყველგან, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალურ თანხებს იღებდნენ. დღეს ისინი უკვე გარანტირებულად გამოიმუშავებენ საკუთარ მილიონს ან მილიონნახევარს და ერთობიან ბრაზილიურ კლუბებში. წასვლის მოტივაცია არ არსებობს.

გუშინდელი ვარსკვლავები და მრავალრიცხოვანი საშუალო კლასი გზას უკეტავს შემადგენლობაში ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იძულებულნი არიან, ჩვეულებრივზე ადრეულ ასაკში გადავიდნენ ევროპულ კლუბებში. გავრცელებული აზრის მიუხედავად, მათ ექმნებათ ადაპტაციის პრობლემა არა ევროპული, არამედ დიდების ფეხბურთის მიმართ.

თუ წარსულის ვარსკვლავები - რონალდინიო, რომარიო, რივალდო ევროპაში გადადიოდნენ თავიანთი კლუბების ლიდერების რანგში და მზად იყვნენ, ეს როლი მოერგოთ ახალ ადგილას, ახლა სიტუაცია სხვანაირია. პატარა ბიჭს, რომელმაც ბრაზილიაში ნახევარი სეზონი მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე ჩაატარა (თან სანახევროდ შეცვლაზე შედიოდა მოედანზე), 10-15 მილიონად ყიდულობენ და მაშინვე სთხოვენ გმირობებს. ფიზიკურად ჩამოუყალიბებელი იუნიორები ასეთი დატვირთვებისთვის მზად არ არიან, სხედან სათადარიგოთა სკამზე და ასე ცდილობენ მაღალი დონის მიღწევას.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ფილიპე კოუტინიო, რომელიც 17 წლის ასაკში გადავიდა "ინტერში" და სამი სეზონის განმავლობაში სულ რაღაც 31 მატჩი ჩაატარა, ტოპ-დონეზე კი მხოლოდ 21 წლის ასაკში გავიდა - "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ. "ადრე, ბავშვობაშივე უნდა ყოფილიყავი ვარსკვლავი, რომ გუნდში გეთამაშა. საოცარია, მაგრამ ევროპაში მოთამაშე არც ერთი ბრაზილიელი არ განსაზღვრავს საკუთარ კლუბში თამაშს. ნეიმარიც კი არ არის ლიდერი "ბარსელონაში", - ამბობს Hoje em Dia-ს ჟურნალისტი ფრედერიკუ რიბეირუ.

ბრაზილიური ფეხბურთის კიდევ ერთი პრობლემაა - აგენტების გავლენის მაღალი დონე. აგენტების მნიშვნელობის ხარისხი იმდენად დიდია, რომ გუნდების უმეტესი ნაწილის შემადგენლობები 50-80 პროცენტით მათი ბრძანებებით არის დაკომპლექტებული.

ხშირია შემთხვევები, როცა კლუბი მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშის ასაყვანად იძულებულია, აგენტისგან შეთავაზებული კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაიფორმოს და მათ სათამაშო პრაქტიკა მისცეს. მწვრთნელებზეც არის ზეწოლა და ისინი ხშირად ირჩევენ წინასწარ მონიშნულ ფეხბურთელებს. ტიაგო სილვა ჰყვებოდა, რომ "ფლამენგოში" გასინჯვისას, სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით მინდორთან ზურგით იდგა და არც აკვირდებოდა მის თამაშს.

იოლი ფულის გამომუშავების სურვილით, სააგენტოს ოფისები კიდევ უფრო მეტად ახდენენ ახალგაზრდა ბრაზილიური ფეხბურთის რეორგანიზაციას ექსპორტის მიმართულებით. ამას უკავშირდება საკადრო კრიზისი ბრაზილიურ ფეხბურთში - კლასიკური ცენტრალური ფორვარდებისა და "ათიანების" დეფიციტი. გაცილებით იოლია გასაყიდად სწრაფი დრიბლიორების მომზადება, რომლებზეც ევროპაში დიდი მოთხოვნაა: არ არის საჭირო სათამაშო ინტელექტის განვითარება, დარტყმისა და პასის დაყენება. საკმარისია, უბრალოდ დაეყრდნო მოთამაშის ბუნებრივ მონაცემებს.

წესით, გულშემატკივრები ამ ყველაფრით აღშფოთებულნი უნდა იყვნენ, მაგრამ მათი აზრის ფორმირებაზე მთელი ინდუსტრია მუშაობს. ანგაჟირებული ექსპერტები Globo-დან მატჩიდან მატჩამდე აღფრთოვანებას ვერ მალავენ და აშკარად გადამეტებულ შეფასებებს აძლევენ საჭირო ფეხბურთელებს. მაგალითად, მარკოს ასუნსაო მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ გადაცემებს არიგებდა მოედნის გასწვრივ და უნიჭოდ აწვდიდა კუთხურებს; ამასთან, კომენტატორები კუთხურის ალამთან ყოველ მის მიახლოებას ძალიან ემოციურად ხვდებოდნენ. თამაშების შემდეგ ის ხშირად იღებდა 7.5-ზე მაღალ შეფასებას, ხოლო მის უშინაარსო თამაშს მოედნის ორივე ნახევარზე არავინ იმჩნევდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბრაზილიის კონფედერაციაში პრობლემებს ვერ ამჩნევენ, თუნდაც ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგების შემდეგ. "1:7-ის მერე აზროვნება არ შეცვლილა. ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ბრაზილიას ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს მსოფლიოში. ის წაგება გერმანიასთან გაკვეთილი არ გახდა. არადა, მოთამაშეების ისეთი დეფიციტი გვაქვს, როგორიც არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. სანამ ყოფილი პრეზიდენტი მარინი ციხეში იმყოფება, კონფედერაციას თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კრიზისი აქვს", - ამბობს ESPN Brazil-ის კომენტატორი ტიაგო პერეს სიმოეში.

მას ეთანხმება ჟურნალისტი რიბეირუ: "გერმანიის ნაკრებთან სირცხვილმა მხოლოდ ფანებსა და კრიტიკოსებზე იმოქმედა. საფეხბურთო ბოსებს არანაირი ძალისხმევა არ ჰქონიათ ქვეყნის საფეხბურთო პანორამის შესაცვლელად. ფედერაციის პრეზიდენტი მარინი შეშინდა, როცა კარზე გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მიუკაკუნეს. ახლა კონფედერაციის შეფი ციხეშია მრავალწლიანი კორუფციის შემდეგ".

"მწვრთნელების მხრივაც ისეთივე პრობლემები გვაქვს, როგორც მოთამაშეებში, - აგრძელებს რიბეირუ. - ჩემი აზრით, სპეციალისტებისგან ცოტა ვინმეს თუ ესმის, რომ 2005 წლის ფეხბურთი ძალიან განსხვავდება 2015 წლის ფეხბურთისგან. იყენებენ მოძველებულ მეთოდიკას. მოთამაშეების ქცევა - ეს საერთოდ ცალკე პრობლემაა.

განათლების დაბალი დონიდან გამომდინარე, მწვრთნელებს ძიძის როლის შესრულება უწევთ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც გაფუჭებულები არიან უეცარი წარატებითა და ფულით. თან საშინელი დონის მწვრთნელები გვყავს, ვერავინ ერკვევა ტაქტიკაში. ბრაზილიაში არ არსებობს სათამაშო მოდელი", - ამატებს სიმოეში.

ბოლო ბრაზილიელი ტოპ-მწვრთნელი იყო ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელსაც საკმარისი ალღო აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე შემადგენლობაში შეეყვანა ყველასთვის უცნობი კლებერსონი, მის გარშემო აეწყო მთელი ნახევარდაცვა და გამოაჩინა სითამამე და "თავხედობა" მეფე პელეს კრიტიკის მოსაგერიებლად:

"პელეს ფეხბურთში არაფერი ესმის. მისი ანალიზი ყოველთვის არასწორია. თუ ფეხბურთში მოგება გინდა, მოუსმინე პელეს და ყველაფერი პირიქით გააკეთე". ახალი მწვრთნელები კი არსაიდან ვერ აღმოცენდებიან, რადგან ქვეყნის შიგნით არ არსებობს საფუძველი მათი განვითარებისთვის. ბრაზილიური კლუბების მფლობელები - ყველაზე მოუთმენლები არიან მსოფლიოში: ისინი ცვლიან მწვრთნელებს ზედიზედ რამდენიმე წაგების შემდეგ.

კრიზისიდან გამოსასვლელად, ბრაზილიელებს ისევ სჭირდებათ ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევისა და მომზადების სისტემის დალაგება. კორუფციითა და აგენტებით უკვე დაკავდა გამოძიების ფედერალური ბიურო, ჩინოვნიკებს კი ევროპელთა მაგალითზე უნდა ჰქონდეთ სწორება - გერმანელებზე, ბელგიელებზე, ესპანელებზე, ავსტრიელებზე, რომლებმაც მოკლე დროში სრულად გარდაქმნეს იუნიორთა ფეხბურთში საწვრთნელი პროცესი და სკაუტების სისტემა.

შესაძლოა, ბრაზილიამ უნდა მიბაძოს იტალიას და ბავშვთა და იუნიორთა ფეხბურთზე პასუხისმგებლობა ყოფილ ავტორიტეტულ ფეხბურთელს ჩააბაროს, რომელიც საკუთარი სახელის ხარჯზე გაიტანს საჭირო გადაწყვეტილებებს. ჯანკარლო აბეტეს (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი) გაუმართლა, როცა რობერტო ბაჯოს სახით იპოვა ასეთი ადამიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaza-s

არ გეთანხმები ზაზა პარაგვაი,ურუგვაი, ჩილე,კოლუმბია და ა.შ არც არგენტინაზე მდიდარი ეკონომიკა აქვთ და არც ბრაზილიაზე მითუმეტეს დღეს! აქ მთავარია ფულს როგორ დახარჯავ და რაში! ამ ყველაფერს ფედერაციამ უნდა მოაბას თავი და უნდა ქონდეს პრიორიტეტები... იტოკში ძირეული რეფორმებია საჭიროდა და არა კლუბების დაფინანსება...

• Zaza

დიეგოსაც ვეთანხმები და სტატიის ავტორსაც.სანაკრებო გუნდის წარმატება დღევანდელ ფეხბურთში პირდაპირ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.იყო გამონაკლისი,ბრაზილია არგენტინა,მაგრამ დღეს ეგენიც მეათეხარისხოვანი ნაკრებები არიან.

• foe

პარაგვაიში 15000ზე მეტია?

• Diego

აი საიდან დაიჭირა და მწარედ დააჭირა გერმანიამ ბრაზილიელ "გრუზინებს", აი თუ არ დააძაბუნა და პარალიზებულ მდგომარებაში არ ჩააყენა. ძმრად ამოადინეს 2002 წელი. ფულმა და ღორობამ დაღუპა ბრაზილია, ევროპის მიბაძვამ და ხამობამ, დახარბებამ, ევროპას დამონებულმა აზროვნებამ, ზონდერული აზროვნების გაბატონებამ და თვითონ ბრაზილიელების "გრუზინულმა" მენტალიტეტმა. რაც მთავარია დუნგას ზონდერულმა მეთოდებმა, მახინჯი და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთზე რომ გადაიყვანა ქეცბაიასავით, რონალდინიო არ წაიყვანა და კი დაიჭირა კაი რაღაც. ამ პაპიტო ფილიპომ კი გაბლატავებული ბიჭ-ბუჭები შეჰყარა და ეგონა გუნდი მაქვსო. თან ტალანტებს იცით როგორ არჩევდნენ? ჩვენთან ნიჭი ყველას აქვსო, მთავრია ჯანი ქონდეთო, ისინი უნდა ამოვარჩიოთ ვისაც ფიზიკური მონაცამები აქვთო და ისინი გაქაჩავენო, სუსტებმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშონო. და ასე დატოვეს მილიონობით ნიჭიერი მაგრამ არა-ვირგლა ბავშვი უშანსოდ, ასე წამოვიდა უაზრო არა-ბრაზილიური თაობები. თავიანთი თამაში დაავიწყდათ საცოდავებს მაგრამ ბლატავი არა. ამ ნეიმარსაც მალე დაავიწყება ფინტები და ჩაესვენა ბრაზილიის მზე. რა უნდოდა "ტიკი-ტაკა" ში უბედურს, წასულიყო რეალში სადაც ლაღად ითამაშებდა და კრიშიტოსაც თავის ადგილზე მოაჯენდა, არა. "ევროპულობას" ხომ ალტერნატივა არა აქვს. აი ევროპელი რომ გეტყვის ისე კი არა ასე გააკეთეო ის ხომ აბსოლიტური ჭეშმარიტებაა. აბა! ფინტები დაივიწყე გრუზინ და "სწორად" ითამაშე ბლ*ად! ჯერ სადა ხარ, კარგად ასწავლიან "ჭკუას" თუ დროზე არ გაასწრო კატალონიურ სტანდარტების ორგანიზიას.. რა დრო იყო, რივალდოს და კარლოსის თაობები სიღატაკეში გაზრდილი პურის მჭამელი ბიჭები რომ სვამდნენ ადგილზე ფუფუნებაში გაზრდილ "ადიდასის" მაიკიანებს, აი ეგ 15 000იანი თეორია უნდა დაახიო თავზე იმიტომ რომ ფეხბურთი ღარიბების თამაშია!!!

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლეგენდარული მარიო ზაგალო გარდაიცვალა

ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ. ᓡᓔᓠᓘᓐ A. XIII ᓢᓣᓠᓘ: ᓡᓔᓠᓘᓐ "ᓛᓐᓠᓐᓙᓐᓜᓐᓖე" ᓓᓐᓡᓠᓣᓚᓓᓐ

ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება

ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები

რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...

"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა

"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო

"სირცხვილია" - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა

ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან

"სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში გელოდება" - ბაქოში ჩასულ რონალდინიოს შეთავაზება გაუკეთეს

ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა

იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება

"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი

მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა

მუნდიალის კიდევ ერთი დანაკლისი - ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებსაც გამოაკლდა

ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს

კოუტინიო შესაძლოა, "ინტერში" დაბრუნდეს

პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია

"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი

კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

ᓛᓝᓣᓠᓘᓜᓘᓝᓡ ᓡᓐᓧᓕᓐᓠᓔᓚᓘ ᓙᓐᓪᓘ ᓐᓜᓣ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓝᓛᓐᓜᓘ ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓣᓠᓐᓓ

ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?

"ასტონ ვილამ" "ბარსელონასგან" კოუტინიოს კონტრაქტი გამოისყიდა

"ასტონ ვილას" კოუტინიოს გამოსყიდვა სურს

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს

კოუტინიო შესაძლოა, ძველ კლუბს დაუბრუნდეს

რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]