საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის რეპეშაჟში მეოთხე ადგილი დაიკავა
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის რეპეშაჟში მეოთხე ადგილი დაიკავა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ჩვენი ნაკრები ძალიან ძლიერ, A ჯგუფში მოხვდა. ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ საუკეთესო ოთხეულში ამ ჯგუფის სამი წევრი მოხვდა: რუსეთი, ირლანდია და ჩვენ.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" სტარტი წარმატებულად აიღეს. პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა - 12:7. თუმცა მერე ირლანდიის გუნდთან პირველი ტაიმი 21:0 ისე წააგო, ბურთი არ ჰქონია. შესვენების შემდეგ ქართველი მორაგბეები საგრძნობლად გააქტიურდნენ, სამი ლელოც გაიტანეს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი გარდასახეს და 17:21 დამარცხდნენ.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბრძოლა რუსეთის ნაკრებთან, რომელიც ჩვენმა მორაგბეებმა 10:7 მოიგეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ რუსები საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება. აქ ჩვენი გუნდი იოლად გაუსწორდა ბელგიის ნაკრებს - 21:5 და ნახევარფინალში გააღწია. გლობალურ რეპეშაჟში გასასვლელად კი, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება იყო საჭირო.

სამწუხაროდ, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ეს ვერ მოახერხა. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა - 5:26. მესამე ადგილისთვის მატჩი კი ირლანდიელებთან დავთმეთ - 7:15.

დღესდღეობით რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება აქვს მასპინძელ ბრაზილიას; ფიჯიმ, სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა ლიცენზია შვიდკაცა რაგბის "მსოფლიოს სერიის" შედეგების მიხედვით მოიპოვეს.

რეგიონული ტურნირებიდან არგენტინამ სამხრეთ ამერიკის შესარჩევი მოიგო, აშშ-მა კი - ჩრდილოეთ ამერიკის. ევროპაში საუკეთესო საფრანგეთი აღმოჩნდა. გასამართავია შესარჩევი ტურნირები აფრიკაში, აზიასა და ზღვისპირეთში. ამას გარდა, დარჩება კიდევ ერთი საგზური, რომელიც გლობალურ რეპეშაჟში გათამაშდება. აქ თამაშის უფლება ევროპიდან რუსეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები

ზურაბ ძნელაძე, ბახვა კობახიძე, დავით ლოსაბერიძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი შკინინი, მეთიუ ჯენი, იოსებ კიკვაძე, ნიკო აფციაური, ანზორ სიჭინავა, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, ლადო მიმინოშვილი.

A ჯგუფი

საქართველო-იტალია 12:7

საქართველო-ირლანდია 17:21

საქართველო-რუსეთი 10:7

მეოთხედფინალი

საქართველო-ბელგია 21:5

ნახევარფინალი

საქართველო-გერმანია 5:26

რუსეთი-ირლანდია 24:10

XI ადგილისთვის

პოლონეთი-ლატვია 19:12

IX ადგილისთვის

უკრაინა-იტალია 12:19

VII ადგილისთვის

ბელგია-პორტუგალია 26:22

V ადგილისთვის

რუმინეთი-ლიტვა 22:0

III ადგილისთვის

საქართველო-ირლანდია 7:15

ფინალი

რუსეთი-გერმანია 38:12

საბოლოო მდგომარეობა

1. რუსეთი, 2. გერმანია, 3. ირლანდია, 4. საქართველო, 5. რუმინეთი, 6. ლიტვა, 7. ბელგია, 8. პორტუგალია, 9. იტალია, 10. უკრაინა, 11. პოლონეთი, 12. ლატვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
სად ვიყავით ახლოს? ამის მერე 16 გუნდა რეპეშაჟი იყო სადაც არავითარი შანსი არ გვქონდა
chiko
დასანანია, თუმცა მომავალი იმედისმომცემია. წარმატებები
irakli apkhaidze
რაგბის კავშირის მუშაობა სამაგალითოა და ძნელია მასზე სასაყვედუროდ ენა მოგიბრუნდეს, მაგრამ 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა და პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ სათამაშო სახეობებში ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ლიცენზიასთან
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ "ᓨᓕᓘᓓᓙᓐᓪᓐᓛ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓡ ᓡᓔᓠᓘᓘᓡ ᓛᓔᓝᓠᓔ ᓔᓢᓐᓞᓖᓔ ᓛᓔᓝᓗᓮᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓘ ᓓᓐᓘᓙᓐᓕᓐ
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაის ტურნირში იასპარეზებს
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓨᓕᓘᓓᓙᓐᓪᓐ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓛᓝᓡᓙᓝᓕᓨᓘ ᓒᓐᓔᓛᓒᓖᓐᓕᓠᓐ
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓨᓕᓘᓓᓙᓐᕪᓐ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓖᓔ ᓘᓐᓡᓞᓐᓠᓔᓖᓔᓑᓡ
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში მერვეზე, იმედად რეპეშაჟია
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓨᓕᓘᓓᓙᓐᓪᓐ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓠᓐᓖᓛᓘ ᓪᓜᓝᓑᓘᓚᓘᓐ