ჟიულ ბიანკის სიკვდილმა კიდევ ერთხელ გამოიწვია დისკუსია
BBC-ზე, საკუთარ საავტორო ბლოკში, ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა ილაპარაკა ჟიულ ბიანკის სიკვდილზე და ავტოსპორტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე...

"ფორმულა 1-ის ისტორიას ბევრი ტრაგედია ახსოვს და ჟიულ ბიანკის სიკვდილმა შეგვახსენა, რომ ხიფათი ჩვენ გვერდით ძალიან ახლოსაა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ პილოტები დამოუკიდებლად ამოდიან ბოლიდიდან ყველაზე მძიმე ავარიების შემდეგ, როგორც ეს 2007 წელს, კანადაში რობერტ კუბიცას შემთხვევაში მოხდა, ან 2010 წელს, ვალენსიაში მარკ უებერის ავარიის დროს. ეს შესაძლებელი გახდა უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების წყალობით, რომელიც სან მარინოს 1994 წლის ტრაგიკულ გრანპრიზე აირტონ სენასა და როლანდ რატცენბერგერის დაღუპვის შემდეგ გატარდა.

ნებისმიერი სერიოზული ინციდენტი მომდევნო ანალიზის საბაბი ხდება. ჟიულ ბიანკის ტრაგიკულმა ავარიამაც მისცა ფორმულა 1-ს დასკვნების გაკეთების საშუალება. მიზეზი გარემოებათა გარკვეული წყობა გახდა. ჟიული ტრასიდან ორმაგი ყვითელი დროშების მოქმედებისას გადავარდა - და დაეჯახა მძიმე ტრაქტორს, რომელსაც სხვა მანქანა გადაჰყავდა. ამიტომაც შედეგი ასეთი მძიმე გამოვიდა.

კიდევ უფრო უცნაური გარემოებები უძღოდა წინ სხვა ინციდენტს, რომელიც ყველაზე სერიოზული იყო შედეგების მიხედვით სენასა და ბიანკის ავარიებს შორის. ეს იყო ფელიპე მასას შემთხვევა, როცა 2009 წელს, უნგრეთის გრანპრის დროს წინ მიმავალი მანქანიდან მომძვრალი ზამბარა მოხვდა თავში.

ორივე შემთხვევაში დასკვნები გაკეთდა. მასას ავარიის შემდეგ შეიცვალა ჩაფხუტების კონსტრუქცია, ბიანკის ავარიის შემდეგ კი გაძლიერდა კოკპიტის დაცვა და შემოტანილ იქნა უსაფრთხოების მანქანის ვირტუალური რეჟიმი.

ბიანკიმ ტრავმები მიიღო ევაკუატორთან შეჯახების შემდეგ, რომელსაც სხვა მანქანა გადაჰყავდა. პროცედურა შეესაბამებოდა იმ მომენტისთვის მიღებულ წესებს, მაგრამ ჟიულმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ტრასიდან გადავარდა. ყვითელი დროშების მოქმედების ზონაში პილოტები თავად წყვეტენ - რამდენად დააგდონ სიჩქარე რისკის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის შემთხვევაში კი ფიქსირებული სიჩქარით გადაადგილდებიან, რომლის დაცვაც აუცილებელია.

მთლიანად ხიფათის აღმოფხვრა შეუძლებელია. გარკვეულ პირობებში, საათში 80 კილომეტრიც საკმარისია იმისთვის, რომ წვიმის დროს აკვაპლანირებაში მოხვდე და ტრასის მიღმა აღმოჩნდე.

ცხადია, რომ ყველაზე ნაკლებად დაცული ადგილია - პილოტის თავი. ამიტომაც ბოლო წლებში აქტიურად განიხილებოდა დახურული ბოლიდების საკითხი. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ ყველას ჰქონდა თავისი ნაკლი. მაგრამ მთავარი პრობლემა იყო - ფორმულა 1-ის ტრადიციების დარღვევა, რადგან აქ მანქანები ყოველთვის ღია იყო. როგორც კრივშია, როცა მოყვარულებს შეეძლოთ თავის ქალის დაცვა სპეციალური ჩაფხუტით, პროფესიონალები კი რინგზე ღია თავით გადიოდნენ.

ფორმულა 1-ში ყველას ესმის რისკი და მოსალოდნელი ხიფათი. მართალია, სენასა და ბიანკის ტრაგედიებს შორის პილოტები არ დაღუპულან, სხვა სერიებში იყო ინციდენტები სასიკვდილო შედეგით.

ხიფათი - ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მეტ-ნაკლებად სახიფათო პროფესია, მაგრამ ყველამ, ვინც სარბოლო მანქანის საჭესთან ჯდება, იცის, რომ ეს ყველაფერი რისკთანაა დაკავშირებული.

ფორმულა 1-ში დებიუტის საშუალება სენას სიკვდილის შემდეგ მივიღე - მე შევცვალე ის "უილიამსში". არასოდეს დამვიწყებია ამის შესახებ, მაგრამ ვიპოვე ჩემთვის ოპტიმალური ბალანსი რისკსა და რბოლებისგან სიამოვნებას შორის. თუმცა ბრძოლისგან მიღებული სიამოვნება და გუნდთან მუშაობის სიხარული აღემატებოდა შესაძლო საფრთხეს. ვეჭვობ, რომ დაახლოებით ასე ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანების 99 პროცენტი. ყველამ ვიცით, რომ ერთხელ მოვკვდებით, მაგრამ არ ვაანალიზებთ ყოველ ნაბიჯს დაფარული ხიფათის ძიებაში.

ავტოსპორტი სახიფათოა - ეს წერია ყველა ბილეთზე. საფრთხე ეხება ყველას. იმ დროის განმავლობაში, რაც ფორმულა 1-ში გამოვდიოდი, დაიღუპა ორი მარშალი - ისინი ბარიერის მიღმა, "უსაფრთხო" ზონაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მანქანის ნამსხვრევებისგან მიიღეს ტრავმები. ეს ეხება მაყურებელს. კეთდება ყველაფერი მათ დასაცავად, მაგრამ, როცა პილოტები საათში 300 კილომეტრი სიჩქარით უტევენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სწორედ ამიტომაც, თითოეულ ბილეთზე წერია - "ავტოსპორტი სახიფათოა", მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. სპორტში მუდმივად ეძებენ რისკის ხარისხის შემცირებას. მანქანებმა უნდა გაიაროს მკაცრი კრაშ-ტესტები იქამდე, სანამ ტრასაზე დაუშვებენ. ყველასთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საკითხი, ინჟინრებს შორისაც, რომლებისთვისაც მთავარია - მანქანის სისწრაფე და ეფექტურობა. არ ვიცნობ არავის, ვინც შესწირავს უსაფრთხოებას სიჩქარეს.

ბერნი ექლსტოუნიდან დაწყებული, ყველას ფორმულა 1-ში ესმის უსაფრთხოების უპირობო პრიორიტეტი. 21 წლის განმავლობაში, რაც ფორმულა 1-ის სამყაროში ვარ, უსაფრთხოება იმდენად გაუმჯობესდა, რომ ზოგიერთი კითხულობს - ხომ არ გახდა ფორმულა 1 ძალიან ნელი და უხიფათო?

იაპონიის გრანპრის 41-ე წრეზე ჟიულ ბიანკი შეეჯახა ტრაქტორს, რომელიც ადრიან სუტილის მანქანის ევაკუაციით იყო დაკავებული. ეს მოხდა ერთ-ერთ ძველ ტრასაზე, რთულ პირობებში - წვიმიან ამინდში, მზის ჩასვლისას, ბრმა მოსახვევში...

უფრო თანამედროვე ტრასებზე უსაფრთხოების ფართო ზონებია, შესაბამისად, რისკიც ნაკლებია, მაგრამ ნებისმიერი პილოტი გეტყვით, რომ აქ რბოლა ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე სუზუკაზე. იმის გამო არა, რომ რომელიმე პილოტმა წამით შეიძლება დაუშვას - სიკვდილის რისკი გამოწვევის ნაწილი უნდა იყოს. უბრალოდ, შეცდომის ფასი აქ უფრო სერიოზულია. გავარდნის შემთხვევაში, თქვენ მშვიდად ვერ ბრუნდებით ტრასაზე, შეიძლება დაამტვრიოთ მანქანა... კაზინოში შეიძლება შავზე ან წითელზე დადოთ 50 პენსი, შეიძლება - 50 ათასი გირვანქა. სხვაობა შეგრძნებებში ძალიან დიდია.

რაც მეტია გამოწვევა და მაღალია ფსონი, მით სასიამოვნოა გამარჯვება - ამაშია ფორმულა 1-ის არსი".

P. S. გუშინ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, ხმარებიდან ამოიღოს ფორმულა 1-ში მე-17 ნომერი, რომლითაც ჟიულ ბიანკი გამოდიოდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა. ასე რომ, ამერიდან, "სამეფო რბოლებში" მე-17 ნომერს ვერავინ გამოიყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
20 ᓬᓔᕚᕘᕐ ᓯᕐᓓᕝᓥᕐᓠᓘ ᓐᓦᓐᕠ ᓐᓠᕡᕔᕑᓝᓑᕡ - ᓐᓘᕠᓢᓝᕜ ᓡ
ფორმულა 1: პირველი მსხვერპლი სენას შემდეგ
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
ᓤᓝᕠᓛᕣᓚᓐ 1: ᓔᓡ ᕛᓝᓜᕢᓔ ᓙᓐᓠᕚᕝᓐ!
ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია
"ზაუბერმა" ადრიან სუტილი აირჩია
პრეზენტაციები: "ზაუბერი" ყველაზე კონსერვატულია
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
"ზაუბერში" რუსს მექსიკელი ამჯობინეს
ფორმულა 1. ექსპერტის აზრი - "მერსედესი" ისევ ფავორიტი იქნება
"რედ ბული" ჯერ ვერ დადის
ფერნანდო ალონსო "მაკლარენს" დატოვებს?
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ფოტო-NEWS: სენას კარტი გაიყიდა
ფერნანდო ალონსოს აშშ-ში ვნახავთ
უნგრეთის გრანპრი ციფრებში
რობერ კუბიცა "დიდ ცირკს" დაუბრუნდა
ფორმულა 1: გრანპრის 107 გამარჯვებული
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის წინ: შარშანდელი არ უნდა განმეორდეს
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
ფორმულა 1. რეტრო-ინტერვიუ: აირტონ სენა 30 წლის წინ
ბებერი კულტჰარდი ახალგაზრდებს დაერია
რობერტ კუბიცა ფორმულაზე აღარ ფიქრობს
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ფორმულა 1: კუბიცა შანსს თხოვს
ფორმულა 1. ექსპერტის აზრი: როსბერგმა იცის, რომ ლუისზე ნელია
ფორმულა 1: კუბიცა ბელგიაში დაბრუნდება?
ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: ᓮᓛᓐᓣ
იაპონიის გრან-პრიზე ავარიაში დაშავებული "მარუსიას" 25 წლის ჟიულ ბიანკი გარდაიცვალა
აირტონ სენას სახელობის მონეტები
ჟიულ ბიანკი 9 თვეა, კომიდან ვერ გამოდის
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში