ულრიხს პირობითი მიუსაჯეს
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ტურ დე ფრანსი ალპებს მიადგა. გუშინ მორიგი სამთო ეტაპი გაიმართა, რომელიც ორი "გასახურებელი" აღმართით იწყებოდა, ამას მოჰყვებოდა მეორე კატეგორიის მთა და შემდეგ 14.კილომეტრიანი აღმართი კოლ დ'ალოსზე, რომელიც ზღვის დონიდან 2250 მეტრზე (წლევანდელი ტურის უმაღლესი წერტილი) მდებარეობს. ეტაპი სრულდებოდა ტექნიკურად რთული 15-კილომეტრიანი დაღმართით და მეორე კატეგორიის სირთულის მთით.

პრაქტიკულად სტარტზევე გამოვარდა ძირითადი ჯგუფიდან ტიჯეი ვან გარდერენი, რომელსაც წინა დღეს ვირუსი შეეყარა. თანაგუნდელების დახმარებით, ამერიკელი ფინიშამდე 76 კილომეტრით პელოტონში დაბრუნდა.

დღის მთავარ გაქცევაში 17 გუნდის წევრები მონაწილეობდნენ. ყველაზე საინტერესოა, რომ ამ კომპანიაში აღმოჩნდნენ კრისტოფერ ფრუმის გრეგარები - პორტი და როჩი, აგრეთვე კინტანასა და ვალვერდეს სამი დამხმარე. აქვე იყვნენ საგანი, მაიკა, პინო, ურანი, კრიუისვიკი, ტალანსკი, ჰეშიედალი და ფრანკი, რომელსაც სამი წუთი აშორებდა გენერალური კლასიფიკაციის ტოპ-ათეულამდე.

მეორე კატეგორიის მთაზე, ფინიშამდე 73 კილომეტრით ადრე, ალბერტო კონტადორმა როჯერსის დახმარებით სცადა ფრუმისგან და სხვა კონკურენტებისგან გაქცევა. ესპანელი ორი კილომეტრი ინარჩუნებდა გარკვეულ უპირატესობას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, პელოტონში დაბრუნებულიყო. კონტადორის შეტევამ ბრძოლის გაგრძელებაზე ბოლო იმედები მოუსპო ვან გარდერენს. BMC-ის კაპიტანი დიდი გაჭირვებით ატრიალებდა სატერფულებს და გუნდმა დაარწმუნა ძალაგამოცლილი ამერიკელი - მიეტოვებინა წლევანდელი ტური.

კოლ დ'ალოსის აღმართის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სოლოშეტევა დაიწყო საიმონ გეშკემ. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გაქცევა წარმატებული აღმოჩნდა. გერმანელი მწვერვალზე წუთზე მეტს უგებდა ტიბო პინოს. შემდეგ მოდიოდნენ ფრანკი, ტალანსკი, ურანი და სხვები.

დაშვებისას პინომ დაკარგა ეტაპის მოგების შანსი, გეშკე კი ბოლო მთას ტალანსკიზე ერთწუთიანი უპირატესობით მიადგა. დაღლილობის მიუხედავად, გერმანელმა პირველმა მიაღწია ფინიშამდე, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. წელს, 29 წლის გეშკეს კარგად გამოსდის გრანდ-ტურებზე გამოსვლა - ჯირო დ'იტალიაზე ორი ეტაპი გაიარა "მთის მეფის" მაისურით, გუშინ კი სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა.

"ასტანამ" ფულსანგისა და ნიბალის მონდომებით, ჩვეული მხარდაჭერის გარეშე დატოვა ფრუმი, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწია. ნიბალიმ ვერ შეძლო ფრუმისგან დაღმართზე გაქცევა, კინტანა კი, რომელსაც ბოლო აღმართზე სამი დამხმარე ჰყავდა, ბევრს უტევდა, მაგრამ ვერც მან მოუხერხა ვერაფერი ფრუმს.

ალბერტო კონტადორმა კი ძალიან გაირთულა საქმე საპრიზო სამეულში მოხვედრის მხრივ. დაღმართზე ესპანელი დაეცა და მართალია, საგანი და როჯერსი გვერდით ჰყავდნენ, მაინც ვერ შეძლო დაკარგული დროის დაბრუნება. ალბერტო ფრუმთან და კინტანასთან 2.17-წუთიანი ჩამორჩენით მივიდა ფინიშთან. ახლა, კონტადორი ორნახევარ წუთს აგებს მესამე ადგილზე გადასულ ალეხანდრო ვალვერდესთან.

აღვნიშნავთ გენერალური კლასიფიკაციის TOP10-ში მატიას ფრანკის შესვლას. შვეიცარიელი თავის საუკეთესო გრანდ-ტურს გადის კარიერაში. აქამდე ის ერთხელაც არ ყოფილა არც ერთი გრანდ-ტურის პირველ ორმოცდათეულში.

XVII ეტაპი

დინ ლე ბენი-პრა ლუპი. 161 კმ

1. სიმონ გეშკე (გერ, Giant-Alpecin) - 4.12,17; 2. ენდრიუ ტალანსკი (აშშ, Cannondale-Garmin) - +0,32; 3. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +1,01; 4. ტიბო პინო (საფ, FDJ) - +1,36; 5. მატიას ფრანკი (შვეიც, IAM) - +1,40; 6. სტივენ კრუისვიკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +2,27... 18. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +7,16... 20. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 21. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +7,23; 22. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +7,31... 24. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +8,18... 31. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +9,33... 35. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +10,10... 87. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +21,05...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 69.06,49; 2. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +3,10; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +4,09; 4. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +6,34; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +6,40; 6. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +7,39; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +8,04; 8. მატიას ფრანკი (შვეიც, IAM) - +8,47; 9. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +11,47; 10. უორენ ბარგილი (საფყ, Giant-Alpecin) - +13,08... 30. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +1.02,19...

ულრიხს პირობითი მიუსაჯეს

ცნობილ გერმანელ ველომრბოლს იან ულრიხს 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, - იტყობინება სააგენტო AP.

შვეიცარიის სასამართლომ ულრიხი დამნაშავედ სცნო ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც გასული წლის მაისში მოხდა. ასევე გერმანელს ბრალად დასდეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა.

პატიმრობის გარდა, 41 წლის ულრიხი 9500 ევროთი დაჯარიმდა.

იან ულრიხი 1997 წელს ტურ დე ფრანსის გამარჯვებული გახდა, ასევე მოიგო 1999 წელს ვუელტა, 2000 წელს ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა და სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

გერმანელმა პროფესიული კარიერა 2007 წლის თებერვალში დაასრულა. ამის შემდეგ, ულრიხის სპორტული შედეგების ნაწილი გააუქმეს, რადგან ველომრბოლი დოპინგის მიღებაში ამხილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა