საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი ახალ კლუბთან კონტრაქტზე ხელს ამ დღეებში მოაწერს
ისრაელის "ჰაპოელი" (აკრე), ალბანური "ფლამურტარი", უკრაინული "მეტალურგი" (ზაპოროჟიე) და ასევე უკრაინული "ჩერნომორეცი" (ოდესა) - აი, ეს გუნდები იწვევდნენ საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელს, ბაჩანა ცხადაძეს ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.

იყო აგრეთვე დაინტერესება ყაზახური "კაისარიდან", თუმცა ფორვარდმა არჩევანი მოლდოვურ "მილსამიზე" შეაჩერა, გუნდზე, რომელმაც ყველაზე მეტად იაქტიურა ბაქოს "ინტერის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის შესაძენად და ახლა მხოლოდ ფორმალობაღა დარჩა - ბაჩანა ცხადაძე ამ დღეებში მოლდოვაში უნდა ჩავიდეს და ახალ კლუბთან კონტრაქტზე ხელი მოაწეროს...

შეგახსენებთ, რომ "მილსამი" წლევანდელი ევროტურნირების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორია: ამ პერიფერიულმა მოლდოვურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყველასთვის მოულოდნელად, ორივე მატჩი მოუგო სოლიდურბიუჯეტიან და კვალიფიციური ლეგიონერებით გადაძეძგილ ბულგარულ გრანდს, "ლუდოგორეცს" და მესამე ეტაპზე ალბანური "შკენდერბეუს" ბარიერიც თუ დასძლია, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავა.

ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ბაჩანა ცხადაძეს თავის ახალ გუნდთან, "მილსამისთან" ერთად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა განაღდებული ექნება!

"მილსამი" არა მხოლოდ წლევანდელი ევროტურნირების აღმოჩენაა, ამ გუნდისგან თავისი ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაც უდიდეს სენსაციად შეფასდა; ყოველ შემთხვევაში, წინა სეზონში ყველა მოელოდა, რომ საჩემპიონო დავა "შერიფსა" და "დაჩიას" შორის წარიმართებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოლდოვის ამ ორმა უძლიერესმა გუნდმა და "მილსამიმ" ქულათა ერთნაირი რაოდენობით (55) დაასრულეს სეზონი და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, პირველად თავის 10-წლიან ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონობა "მილსამიმ" მოიპოვა, თანაც ბოლო ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "დაჩიას" მოუგო.

"მილსამის" ადგილობრივი სპეციალისტი, 41 წლის იური ოსიპენკო წვრთნის. გუნდში არიან უკრაინელი, მაროკოელი, ხორვატი და ნიგერიელი ლეგიონერები; აგრეთვე, ორი გამოცდილი რუმინელი ფორვარდი: 31 წლის რომეო სურდუ და 30 წლის კრისტიან ბუდი, რომლებთანაც მოუწევს კიდეც კონკურენცია ბაჩანა ცხადაძეს.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცი კახა ცხადაძე როცა ფრანკფურტის "აინტრახტსა" და "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, მისი ვაჟი, ბაჩანა სწორედ ამ კლუბების ბავშვთა გუნდებში ვარჯიშობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ჯერ კარლო მჭედლიძესთან ვარჯიშობდა "ოლიმპიკში", მერე კი თბილისის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში სოსო სირაძესთან და თემურ თვალჭრელიძესთან.

რასაც პირველი "სერიოზული" გუნდი ჰქვია, ასეთი მის კარიერაში თბილისის "დინამო 2" იყო. 2005/06 წლების სეზონში პირველ ლიგაში მოასპარეზე ამ გუნდს კახა კაჭარავა წვრთნიდა და ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭებიც თამაშობდნენ: გურამ კაშია, გიორგი ლორია, მათე ვაწაძე, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, უჩა ლობჟანიძე, შოთა გრიგალაშვილი, დავით თარგამაძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, ნიკა ფირცხალავა და სხვები.

რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში დებიუტს, "სიონში" ჰქონდა, რასაც მოჰყვა "ვიტ ჯორჯია", "ამერი", აზერბაიჯანული "სტანდარდი", "გაგრა" და ცხინვალის "სპარტაკი". 2010 წლიდან კი აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ასპარეზობდა: მცირე ხნით "სიმურგში", შემდეგ კი ხუთსეზონნახევარი ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, ბაქოს "ინტერის" წამყვანი ფორვარდი და საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ ამ ზაფხულამდე.

ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოლდოვის ჩემპიონ "მილსამის" ღირსებას დაიცავს.

დაბოლოს, სანაკრებო კარიერაზეც: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 2014 წლის 5 მარტს ჩაატარა ლიხტენშტეინის ნაკრებთან, იმის მერე კი ჩვენს უპირველეს გუნდში კიდევ ოთხჯერ ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
დიდი სკანდალის მიზეზი: თბილისის სტადიონები ბერმუდის სამკუთხედში
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
ეს არჩევნები არალეგიტიმურია!!! მამუკა კვარაცხელია "ლელოს" სტუმარია
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
მეორე ლიგის ამბები: ნემსაძე "შევარდენში, "ოლიმპიკი" "ემპოლის" ფარმკლუბი?
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
კახა ჭუმბურიძე: 30 წლის წინათ თურქეთშიც ასეთი სკეპტიციზმი იქნებოდა...