ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხელი წამიცდა და ვნანობ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ყველა ჭირი ამ მსაჯების ბრალია?!

ხელი წამიცდა და ვნანობ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ყველა ჭირი ამ მსაჯების ბრალია?!

მოკვეთილი არბიტრი ოთარ ხეცაძე სფფ-ს ეკითხება: სად მიდის ფული, რომელიც კომიტეტს ეკუთვნის?

"ქართულ ფეხბურთს თუ რამე საზიზღრობა და ჭირი სჭირდა, ყველაფერი მე და ჩემს შვიდ კოლეგას დაგვაბრალეს, ფეხბურთს ჩამოგვაშორეს და საპატიმროში ჯდომაც დაგვიმატეს. ახლა თუ ხვდებით და ხედავთ, რეალურად, ქართული ფეხბურთის დაქცევა ვისი ბრალიაა?!" - ეს სტატუსი ევროპალიგიდან სამივე ქართული გუნდის გავარდნის შემდეგ "ფეისბუქზე" ოთარ ხეცაძემ გამოაქვეყნა.

ის ერთ-ერთი იმ 8 მსაჯთაგანია, რომელზეც გამოძიებამ დაადგინა, რომ 2500-დან 5000-მდე დოლარის სანაცვლოდ, ამა თუ იმ პირებს ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე ურიგდებოდნენ.

ხეცაძის გარდა, 2014 წლის 24 სექტემბერს შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ 7 არბიტრი დააკავეს. 10 თებერვალს, სასამართლოზე, ყველასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 8 დაკავებულიდან 5 - ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკარ-ოღლი, თეიმურაზ ხუჭუა, თორნიკე გვანცელაძე და ირაკლი ურუშაძე - უდო-თი მაისში გაათავისუფლეს, ონისე მოლოდინაშვილი, ოთარ ხეცაძე და მამუკა ურუშაძე კი 12 ივნისს პრეზიდენტმა შეიწყალა.

ოთარ ხეცაძე გათავისუფლების შემდეგ დუმდა, მაგრამ "ლელოსთან" ინტერვიუს დათანხმდა და ბევრი საყურადღებო მინიშნებაც გააკეთა.

- თქვენი სტატუსი მიუთითებს, რომ ვიღაცას აქეთ უტევთ...

- ვგულისხმობდი მათ, ვინც ქართული ფეხბურთის მთელი სიბინძურე ადრე ხუთ ფეხბურთელს დააბრალა, ახლა კი - 8 მსაჯს.

- სასამართლოზე ხომ დანაშაული აღიარეთ?

- მე ჩემს ბრალს არც უარვყოფ და კარგად მესმის, რომ მომხდარს ბოდიშით ვერ გამოვასწორებ. მაგრამ უარესებიც მომხდარა და ნახავთ, ამის შემდეგაც მოხდება, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

- ანუ...

- ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები ვერსად რომ ვერ გადიან, ესეც ჩვენი ბრალია?! ვერ ხვდებით, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე 5 ფეხბურთელისა და 8 მსაჯის ადამიანური სისუსტე? მე რა პირით უნდა ვიმართლო თავი? შევცდი, ამას გამართლება არ აქვს და მომხდარს გულით განვიცდი, მაგრამ მინდა, იმ ყველაფერზე გელაპარაკოთ, რამაც ამ დანაშაულამდე მიმიყვანა.

- ჩვენც ეს გვაინტერესებს. შემთხვევით არაფერი ხდება...

- დიახ, სწორედ ასეა - შემთხვევით არაფერი ხდება! ქართულ ფეხბურთს 17 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი და ბოლოს ფულზე ხელი მაინც წამიცდა. აქამდე კი ფინანსურმა პრობლემებმა მიმიყვანა. ამ ყველაფერზე იმიტომ ვლაპარაკობ, ხვალ და ზეგ ჩემი შეცდომა ახალგაზრდა მსაჯებმა არ გაიმეორონ. ეს ყველაფერი კი ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არასწორი მიდგომის ბრალია.

- ფედერაცია რა შუაშია? ფული თქვენ აიღეთ...

- მსაჯებს ისეთი ანაზღაურება გვაქვს, აქ დიდი საცდურია. ამ ფედერაციას არ დავუკარგავ, რომ ბოლო 2 წელია კარგი ხელფასები დაგვინიშნეს. უმაღლესი ლიგის მატჩების მსაჯობაში 864 ლარს ვიღებთ, ლაინსმენები და კარსუკანა არბიტრები - 400-400 ლარს, ხოლო მეოთხე არბიტრი - 260-ს. მანამდე კი მთავარს 250 ლარს უხდიდნენ.

მაგრამ თვეში 4 თამაში იშვიათად გვიწევდა. გაითვალისწინეთ, რომ წელიწადში მინიმუმ 4 თვე შესვენებაა და ჩვენც შემოსავალი აღარ გვაქვს. იცით, ალბათ, რომ ხელფასს არ გვიხდიან...

მაგრამ უმაღლეს ლიგაში კიდევ რა გვიჭირს, უნდა იცოდეთ, სხვა ლიგებში რა დაბალი ანაზღაურებაა. პირველსა და დუბლებში მთავარი მსაჯი 150 ლარს იღებს, ლაინსმენი - 100-ს, ხოლო მეოთხე არბიტრი - 60-ს. მეორე ლიგაში კი სულაც კატასტროფაა - მსაჯობაში 75 ლარია, ლაინსმენობაში - 55, აქ და დუბლებში მეოთხე არბიტრი არ მუშაობს.

ამ ფედერაციამ სხვა საკითხიც ვერ მოაგვარა - როცა მსაჯი გასვლით შეხვედრაზე მიდის, მას სამივლინებო თანხა ეკუთვნის, ჩვენთან კი ასე არ ხდება. მაგალითად, ზუგდიდელმა თბილისში რომ იმსაჯოს, უფრო ნაკლებს აიღებს, ვიდრე დედაქალაქელი, რომელიც საკუთარ ქალაქშია განაწილებული. ჩვენ კი მფრინავი ხალიჩა არ გვაქვს, უფასოდ რომ გავფრინდეთ - მთელი დღე გზაში ყოფნა ხარჯია.

- კი, მაგრამ ეს მსაჯობაში ხელს როგორ გიშლით?

- რომ იცოდეთ, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ნოემბერსა და ზამთარში თამაშები 2 საათზე იწყება. ზუგდიდში ან ქობულეთში რომ ჩავიდეთ, დილის 6 საათზე უნდა ავდგეთ და გავემგზავროთ, მატჩამდე 2 საათით ადრე რომ ჩავასწროთ. მაგრამ ამხელა გზის შემდეგ ძნელია ისე კონცენტრირება, შეცდომა რომ არ დავუშვათ.

არადა, ლევან კობიაშვილი ახლახან ამბობდა, ყველა ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში მსაჯს სამივლინებო თანხას უწერენ, თუ მატჩი მისი ქალაქიდან 70 კილომეტრში ტარდება, წინა დღეს სასტუმროში რომ დაბინავდეს და მოედანზე ენერგიულად გავიდესო. ასეა არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, არამედ - აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

გარდა ამისა, დაზღვევაც არაა. მაგალითად, ლევან მიქელაძე ავარიაში ისე დაზიანდა, მსაჯობა ვეღარ გააგრძელა, მაგრამ მკურნალობაში ვინ დაეხმარა? ამ ყველაფრის გამო, შესვენების პერიოდში ვალებს ვიღებთ და სეზონის დაწყებას ველით. ასეთ დროს ადამიანის ცდუნება ადვილია.

არ დავმალავ, მეც ასე მომივიდა და ახლა ძალიან განვიცდი. მესმის, რომ ვერანაირი პრობლემა ვერ გამამართლებს და ისევ სჯობდა, გაჭირვებაში ვყოფილიყავი, ვიდრე სახელი გამეტეხა. მაგრამ ხომ შეიძლება, საქმე ისე მოაგვარონ, რომ მსაჯებს ნაკლები ფინანსური პრობლემები და საცდური ჰქონდეთ?..

სხვათა შორის, მსაჯთა კორპუსის ერთი ხელმძღვანელის გამკვირვებია, ჩვენზე მენტორული ტონით რომ ლაპარაკობდა და სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვდა. იქნებ, ნაღდი დაბადების მოწმობა წარმოადგინოს და გვითხრას, ასაკი რატომ აქვს გადაკეთებული? იცით, რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო მატჩები კიდევ სამი წლის განმავლობაში ემსაჯა და მეტი ანაზღაურება მიეღო!

- ვის გულისხმობთ?

- ამას თავად მიხვდება. საერთოდ, ჭკუის სწავლებას, ურჩევნიათ, სამსაჯო კომიტეტში არბიტრები კვალიფიკაციის მიხედვით დანიშნონ და არა - ახლობლობით.

- ასეთებიც ხდება?

- ბევრი რამ ხდება. ყველამ ვიცით, მსაჯებში ვინ ვის ლობირებს. ხელმძღვანელების ფავორიტი თუ არის, უხეშ შეცდომაზეც კი თვალებს დაუხუჭავენ, "უპატრონოს" კი ეგრევე სჯიან. სხვათა შორის, ესეც მაინტერესებს - ჩვენი სამსაჯო კომიტეტი ევროპელ მსაჯთა კონვენციას შეუერთდა და უეფადან სამსაჯო კომიტეტი, ყოველწლიურად, არც ისე პატარა თანხები ერიცხება. ეს კი მსაჯების უცხოურ შეკრებებს, ახალგაზრდების აღზრდასა და ფორმების შეძენას უნდა მოხმარდეს.

ამ დროს, ჩვენ ქობულეთსა და ურეკში ვემზადებოდით და "ბალანდას" ვჭამდით. დიდხანს გვეცვა ძველი ფორმები და "ადიდასმა" ნაკრებს ეკიპირება რომ გამოუგზავნა, იქიდან ჩვენ საჩუქარი გვერგო, მაგრამ საინტერესოა, კომიტეტისთვის განკუთვნილი ფული სად მიდის? მე რასაც ვამჩნევ, ამ ფედერაციას მსაჯობის პრობლემების მოგვარების უნარი არ გააჩნია. ლევან კობიაშვილს იმედიანად ამიტომაც ვუყურებ. ნეტავ მოვიდეს და ყველაფერი დაალაგოს.

მსაჯობაში უწესო არავინ მოდის, ასეთებად გარემოებათა გამო ხდებიან.

- ფეხბურთში დაბრუნებაზე ისევ ფიქრობთ?

- არც მაბრუნებენ და თავადაც აღარ მსურს. საქართველოა და სულ სუფთად რომ ვიმსაჯო, ვიღაც მაინც წამომაძახებს... სხვათა შორის, ჩვენი "ჩაქოლვის" გამო, სამსაჯო კომიტეტი პროტესტის ნიშნად მამუკა ელიკაშვილმა და ავთო სამხარაძემ დატოვეს. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ მსხვერპლი ვართ და არა - ყველაზე დიდი დამნაშავეები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Oto xecadze

Roca sachiro iqneba faktebsac davdeb yvelam tavis tavshi chaixedos da ise gansajet sxvebi yvelapers tavisi dro aqvs

• i..

სიმართლეს ლაპარაკობს ეს კაცი და ზოგიერთებმა მიაყენეთ ტაკუცუნები თორემ კაცმა არიცის იქ ვინ და როდის მოხვდება

• qutaiseli

ფაქტები იმდენი აქ ჩვენ სპეცსამსახურებს მთელ ფედერაციას გააციმბირებს რო მოინდომოს მარტო ის 23 მილიონი რად ღირს.არუნდათ უბრალოდ არარიან მონდომებული და მორჩა თორე მარტო ეს მსაჯები როარარიან ფეხბურთის დამაქცევარები ყველამ კარგად იცის.ან ამის თქმა რათუნდა ხალხს ისედაც ყველა ხედავს რაც ხდება ქართულ ფეხბურთში.ისე გამართლება არააქ ამის საქციელს და თუ რამეს მოინანიებს კიდე ეს მისი პირადი საქმეა.

• Giorgi

კი,მაგრამ როცა მსაჯობას იწყებდა ხელფასის შესახებ არაფერი იცოდა?ყველაზე მეტად ის აფუჭებს საქმეს ქართულ ფეხბურთში, რომ ყველა ნახევრად სიმართლეს ლაპარაკობს,ყველა ვიღაცას ერიდება!

• karlo

....rogor igebt saertod intrevius vin mogca amdeni laparakis upleba shennaerebs rom alaparakeben amdens imitoa kargad saqme.

• 123

ხო, იტირეთ ეხლა ამის სიტყვებზე. რა არ არის ამის ბრალი, ვისია ბრალია აბა? ყველამ თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. თუ ასე შესტკივა გული და ფაქტებიც აქვს, გამოვიდეს და დასდოს ფაქტები. გაზეთებში ჭორაობა კარგად იციან )) ასეთ ხალხს სტადიონთან მიახლოება სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ, შემთხვევით წაუცდა არა იხვი, ასეთი უნამუსოებით რომაა სავსე ქართული ფეხბურთი, მაგიტომ მიდის საქმე კარგად.

• gio

თანაც ეს თანხა გაამრავლე 8 თვეზე და მერე ისიც თქვი ბევრი გყავს გარშემო მაგხელა ხელფასიანი?.....

• gio

864 ლარი 1 თამაშზე სასაცილოა? ეს 4-ზე გაამრავლე და ნახე სასაცილო თუ გამოდის....მაგდენს ხალხი წელიწადში ვერ იღებს, მაგრამ არ მაიმუნობენ....

• ნიკა

ასეთებისგან ინტერვიუს რატომ იღებთ, აბა რას იტყვის

• lione!

როგორ შეილება ამ კაცს რამე დააბრალო, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში სადაც წელიდადში 8 თვე იღებ მხოლოდ ხელფასს და იმასაც საცაცილოს, კაცმა როგორ უნდა არჩინოს ოჯახი, სამაგიეროდ სიჭინავას და მაგის ბანდას ხო აქ აწყობილი ცხოვრება. ამიტომ ჯობია კობის მოსვლა პრეზიდენტატ ძაან აუვარდათ ამათ თავში და ასე აღარ შეიძლება!!

• Unknown

ეს კაცი ბოლომდე სიმართლის თკმას ერიდება,პრობლემები გაცილებით გრმა და მძიმეა

• Bi

ამ კაცის ბრალი არაფერია. სასაცილო ხელფასია მართლა. სისტემაა შესაცვლელი

• giga

რაღაც მხრივ მართალია ეს კაცი. ქართული ფეხბურთის განადგურება მხოლოდ მსაჯებს და ფეხბურთელებს არუნდა დაბრალდეს. ხელმძღვანელობა რო შესაცვლელია ამაზე არავინ კამათობს. იმედია მოვა ღირსეული კაცი სათავეში თორე ცოტა ხანში ფეხბურთის ყურება კიარა უბაში თამაშიც შეძულდება ახალგაზრდობას. არველაძე თუ არ მოშორდა სკამს ჩათვალეთ არაფერიც არ გვეშველება

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ᓐᓥᕢᕣ

სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა

უეფამ ევროთასებზე მოთამაშე ქართულ გუნდებს მსაჯები დაუნიშნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პაველ გოოგე: მინდა, "ვითას" მატჩების შემდეგ ქომაგმა ამაყად დატოვოს დარბაზი

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

მატჩების გარიგებაში ეჭვმიტანილ მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება 22 იანვარს გაფორმდება

ვლადიმერ თავაქარაშვილი გორში, ნაკრებში, "მიერესში"...

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ბექა წივწივაძე ვითიბი ლიგაზე "ვითას" ღირსებას დაიცავს

"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"

დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ვადაჭკორიამ შეცდომა აღიარა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

თბილისის "ვითას" ვითიბი ლიგაში დარჩენა სურს, მაგრამ...

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილ მსაჯებს საპროცესო გაუფორმეს