სამარცხვინო მარცხის გამოძახილი
ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გენუის "სამპდორიამ" სრული კრახი განიცადა და სერბულ "ვოივოდინასთან", საკუთარ კედლებში 0:4 წააგო.

მართალია, საპასუხო მატჩი წინაა, მაგრამ აღარავის სჯერა, რომ იტალიური კლუბი მომდევნო ეტაპზე გასვლას და მერე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეძლებს.

გასულ სეზონში, ევროარენაზე იტალიური გუნდების შედარებითი უკეთესი ასპარეზობის ფონზე, "სამპდორიას" ასეთი მარცხი აპენინებზე მტკივნეულად მიიღეს - მით უმეტეს, ამ დუელში "სამპდორია" უდავო ფავორიტად ითვლებოდა.

თუ რამ განაპირობა გენუელთა ასეთი ფიასკო, ამას თვით გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ ძენგა ვერ ხსნის, რომელიც მატჩის შემდეგ ბოდიშით შემოიფარგლა. ამასთან, ძენგამ "ტვიტერის" გვერდი გააუქმა და სოციალური ქსელიდან მთლიანად აორთქლდა, რადგან იქ გინების კორიანტელი დაუყენეს - მოკლედ, ძენგას რთული დღეები უდგას და ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტთან" მოკლე კომენტარი გააკეთა:

"არ ვიცი, რა დაგვემართა და რატომ ვიწვნიეთ ასეთი მარცხი. ახალი სეზონისთვის გეგმის მიხედვით ვემზადებოდით და ყველაფერი რიგზე იყო, ასე შერცხვენას კი არავინ ელოდა. ფეხბურთელებთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან გაბრაზებულნი არიან და მათი კარგად მესმის".

"ვოივოდინასთან" მარცხით გაოგნებული იყო "სამპდორიის" პრეზიდენტი მასიმო ფერერო:

"დღემდე შოკურ მდგომარეობაში ვარ და ვერაფრით ვხსნი იმას, რაც მოხდა. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები სწორ დასკვნებს გამოიტანენ. არ შეიძლება, რომ მთელი შარშანდელი ნაწვალები ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყარო, მაგრამ რას ვიზამთ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ველოდები რეაგირებას გუნდისგან, რათა მე ისევ მჯეროდეს, რომ ჩვენ დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ვალტერ ძენგა ნამდვილი ნეხვია" - გერმანელი ფეხბურთელი
ჯანლუიჯი ბუფონი და სხვები - დიდი სკოლა და რთული არჩევანი
მთლად გიჟი არ ყოფილა - "სამპდორიას" პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანიცაა და ცოტა თაღლითიც
"კროტონეს" მწვრთნელად ვალტერ ძენგა დანიშნეს
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
მოსალოდნელი ტრანსფერი: ბალოტელი "ბოლონიასთან" ახლოს?
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
დიდი ალბათობით, სერია A-ს დაწყების თარიღი გადაიწევს
ძენგა: კვარაცხელია სულაც არაა ურიგო ფეხბურთელი
"კალიარის" ვალტერ ძენგა ჩაუდგა სათავეში
"სამპდორიას" პრეზიდენტი თაღლითობისთვის დააპატიმრეს
"სამპდორიას" პრეზიდენტი: Fiat 500-ით Ferrari-ს გავასწარი
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
მასიმო ფერერომ თავისი გაიტანა - ევროპალიგაზე "სამპდორია" ითამაშებს
ლონდონის "არსენალმა" 30 მილიონ ევროდ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა