არონ იოჰანსონი, "ვერდერის" ახალი ბიჭი
12:46 დღის პირველი სიახლე - სერხიო მოლინას გადასვლა "კასტილიადან" "სტოკ სიტიში".

12:50 სენსაციური ინფორმაცია: კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიში" აპირებს გადასვლას. "ვოლფსბურგი" მზად არის, ინგლისში გაყიდოს ბელგიელი, იღონდ 50 მილიონ გირვანქად, - წერს Daily Mirror-ი.

13:13 "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი ელოდება დავიდ დე ხეას საკითხის გარკვევას, რადგან უკვე ამ ზაფხულს სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

13:20 ახალი ინფორმაცია ედინ ჯეკოსთან დაკავშირებით. ბოსნიელი ჯერ არ წასულა "რომაში", რადგან კლუბები ისევ ვაჭრობენ. 14 მილიონი გირვანქა - ეს არის ახალი ფასი, რომელიც ბონუსებით 16.5 მილიონამდე გაიზრდება.

13:24 "ლიონმა" 12 მილიონი ევრო გაამზადა ფედერიკო ფასიოსთვის. "ტოტენჰემი" თითქოს წინააღმდეგი არ არის.

13:29 დუაიტ გეილი სამი კლუბის დავის საგანი გახდა. "ქუინზ პარკი", "ბორნმუთი" და "ფულჰემი" ცდილობენ "კრისტალ პალასის" ფორვარდის შეძენას. ფეხბურთელი 10 მილიონ გირვანქად არის შეფასებული. შარშან მან 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

13:50 "ვესტ ბრომვიჩი" "ანდერლეხტს" დაუკავშირდა დენის პრატის ტრანსფერზე. ბოლო სეზონში ეს ბიჭი ცოტას თამაშობდა - მხოლოდ 19 მატჩი (ერთი წლით ადრე - 37). ამიტომაც ინგლისში გამგზავრება მისთვის - კარიერის განვითარების კარგი შანსია.

13:55 შემდგარი ტრანსფერი: დანი ოსვალდო "საუთჰემპტონიდან" "პორტუში" გადავიდა.

14:11 "პორტუმ" ერთი ტრანსფერი უკვე გააფორმა, ახლა კი კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს. ალი სისოკო უკვე გაემგზავრა ბირმინგემიდან პორტუგალიაში მოლაპარაკებებისთვის.

14:36 ბაკარი სახომ შეათანხმა კონტრაქტის ყველა დეტალი "კრისტალ პალასთან" და უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის, - იტყობინება Sky Sports-ი.

14:43 ადამა ტრაორე "ბარსელონას" "სტოკ სიტიზე" ცვლის. 19 წლის ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ან სეგუნდაში თამაშს პრემიერლიგაში პრაქტიკა არჩია.

14:56 "სანდერლენდი" მაქსიმალურად ცდილობს შემადგენლობის გაძლიერებას. ახლა მათ იანუზაის იჯარით აყვანა განიზრახეს.

15:01 რაფა ბენიტესმა გამოაცხადა, რომ არც ერთი ვარსკვლავი არ დატოვებს მადრიდულ კლუბს. ესპანელ სპეციალისტს მხედველობაში ჰყავდა სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა.

15:10 "ბარსელონა" აჩქარებს "მანჩესტერ იუნაიტედს" პედროს ტრანსფერზე. გამოსასყიდი თანხაა - 22 მილიონი გირვანქა. როგორც ჩანს, გარიგება ევროპის სუპერთასის მატჩამდე უნდა დასრულდეს.

15:25 ინგლისში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ხავიერ ერნანდესისთვის. "ვესტ ჰემი" მექსიკელში 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის, მაგრამ "ტოტენჰემიც" გააქტიურდა. თუმცა "სპურსი" ნაკლებს იხდის, თავად ჩიჩარიტო კი სთხოვს კლუბს ფასი დააგდოს.

15:43 Sky Italia-ს ინფორმაციით, "რომა" მარცხენა ფლანგის გაძლიერებას ფაბიო კოენტრაუთი აპირებს.

15:48 ალვარო არბელოამ ამ დღეებში "აუდის თასზე" ითამაშა, მაგრამ უკვე ამერიკაში გამგზავრებაზე ფიქრობს. Univision-ის ინფორმაციით, MLS-ის ორი კლუბი ცდილობს ესპანელის გადაბირებას. თუმცა გუნდების სახელები არ ხმაურდება.

16:03 შემდგარი ტრანსფერი: დენი გატრი "რედინგიდან" "ბლექბერნში" გადავიდა.

16:24 "არსენალი" აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას. ამ მიზნით, ლონდონელები "რომადან" რომანიოლის აყვანას ეცდებიან. ნიჭიერი იტალიელი მცველი 24.5 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და Daily Express-ი დარწმუნებულია, რომ უკვე ამ კვირას, რომანიოლი ინგლისში აღმოჩნდება.

16:28 "ნიუკასლს" ძალიან უნდა მუსა სისოკოს შენარჩუნება - "ლივერპულის" მხრიდან აქტიური დაინტერესების მიუხედავად. "ჩვენ არ გვაქვს მუსას დაკარგვის უფლება. ვიცი, რომ მის გარშემო უამრავი ჭორია, თუმცა მას ჯერაც ჩვენთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული", - განაცხადა სტივ მაკლარენმა.

16:33 შემდგარი ტრანსფერი: ბაკარი საკო "კრისტალ პალასში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

16:46 ჯონ სტოუნზი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი გმირი გახდეს. "ჩელსი" ფეხბურთელში 30 მილიონს იხდის, "ევერტონი" ჯერ ფიქრობს.

17:00 სკანდალისტი ჯოი ბარტონი, რომელიც დღეს თავისუფალი აგენტია, "მარსელში" სამუშაოს მიღებას იმედოვნებს. "ოლიმპიკის" გარდა, ნახევარმცველით დაინტერესებას გამოთქვამენ "ლორიანი" და პრემიერლიგის ორი კლუბი.

17:16 ახალი ინფორმაცია რაჰმან ბაბას სავარაუდო ტრანსფერზე. "ჩელსიმ" და "აუგსბურგმა" დიდი ხანია მოილაპარაკეს ფასზე. გერმანელები 17.5 მილიონს მიიღებენ. ჯერჯერობით, გარიგება ერთი მიზეზით ჭიანურდება - ბრიტანეთში სამუშაო ვიზის აღება.

17:18 "რივერ პლეიტის" ნახევარმცველით, ტომას ანდრადეთი "ევერტონი" დაინტერესდა. ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

17:25 "ვესტ ჰემს", როგორც ჩანს, პრობლემები აქვს. კლუბი მოელაპარაკა მადრიდის "ატლეტიკოს" რაულ ხიმენესის თაობაზე, მაგრამ ინგლისში არ ჩქარობენ ფეხბურთელისთვის სამუშაო უფლების მიცემას.

17:36 ალექსანდრ ლაკაზეტის გადასვლა "ლივერპულში" თითქმის დასრულებულია. ტრანსფერს ხელს არაფერი უშლის. "ლიონი" მზად არის, დათმოს ფორვარდი, - წერს "ეკიპი".

17:53 შემდგარი ტრანსფერი: ამერიკელი არონ იოჰანსონი ჰოლანდიის "ალკმაარიდან" "ვერდერში" გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა, კონტრაქტი კი ოთხწლიანია.

18:01 Sunderland Echo იტყობინება, რომ ლეროი ფერმა ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება "სანდერლენდში".

18:25 მაურიციო ძამპარინი აცხადებს, რომ ფრანკო ვასკესი არ იყიდება - ის დარჩება "პალერმოში". "არანაირი მოლაპარაკება "იუვენტუსთან" არ მიმდინარეობს. ის გუნდის ძირითადი ძალა იქნება ორი წლის განმავლობაში", - ამბობს ბოსი.

18:28 "ნაპოლი" 14 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს "ტორინოს" ნიკოლა მაქსიმოვიჩში. თავად ტურინელებს 20 მილიონი უნდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბები 17 მილიონზე (ბონუსების გარეშე) შეთანხმდებიან.

19:12 "ნიუ იორკ რედ ბულზი" გონსალო ვერონს ყიდულობს "სან ლორენსოდან". თან ფეხბურთელი ისეთ კატეგორიაში მოხვდა, რომ მიიღებს იმ ოდენობის ხელფასს, რომელსაც თავად მოისურვებს.

20:10 "რეალი" მაინც გამოეთხოვება ქარიმ ბენზემას, ოღონდ შესაფერისი წინადადების მიღების შემთხვევაში. ლაპარაკია 64 მილიონ ევროზე. ოდნავ ნაკლები თანხა გადაიხადეს ლონდონელებმა ორი წლის წინ, როცა მესუთ იოზილი შეიძინეს.

20:36 Football Espana იტყობინება, რომ ფერნანდო ლორენტე "იუვენტუსიდან" "სევილიაში" გადასვლაზე დაფიქრდა. თუ უნაი ემერი დათანხმდება, მოუწევს მის კლუბს დაახლოებით 12 მილიონის გადახდა და ხელფასის გადახდაც, რომელიც წელიწადში 4.5 მილიონ დოლარს უდრის.

20:45 კევინ-პრინს ბოატენგი ლისაბონში "სპორტინგს" სტუმრობდა, მაგრამ კლუბს არ მოეწონა ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება. ახლა ბოატენგს მოუწევს ევროპის გარშემო მოგზაურობის გაგრძელება სამუშაო ადგილის მოსაძებნად.

20:52 შემდგარი ტრანსფერი: ალი სისოკო "ასტონ ვილადან" "პორტუში" გადავიდა და იქ შეუერთდება კიდევ ერთ დღევანდელ შენაძენს - ოსვალდოს. სისოკო ერთი წელი იჯარით ითამაშებს პორტუგალიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ლაკაზეტი: მე და მიქაუტაძემ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
პორტუგალიელი მცველი რომაელთა სამიზნეში
ხოსეპ გვარდიოლას უცნაური აღიარება - ანუ ვინ არის დამნაშავე?
მიკელ არტეტას "სიტიდან" მცველის წამოყვანა სურს
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
Football Leaks: შარში გახვეული ვარსკვლავები და ბალოტელის საიდუმლო კონტრაქტი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
ფაბიო კოენტრაომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᕚᕘ 2014: ᓛᓝᓬᓐᕤᓔᓛ ᓛᓐᓡᓬᓐᕕᓚᓔᓑᓔᓚᓡ ᓛᓝᓣᓒᕝ
ფაბიო კოენტრაოს იახტით 15 მეთევზე გადაარჩინეს
ლაკაზეტი ყოფილ გუნდში დაბრუნდა
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ზაფხულის ტოპ-10 ზამთარში - ვინ გაამართლა ყველაზე მეტად პრემიერლიგაში?
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. I ჯგუფი: პორტუგალია გალიდერდა [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
მიქაუტაძე: მე და ლაკაზეტმა ერთმანეთს შევხედეთ - მადლობა საგოლე პასით გადავუხადე
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
"სიტიმ" "არსენალს" მარტივად მოუგო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
ფაბიო კოენტრაომ მადრიდის "რეალს" მილანის "ინტერში" გაშვება სთხოვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
L'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ვესტ ჰემი" გაანადგურა [VIDEO]
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს