ამერიკელთა ჰეგემონია ბრიტანელებმა დაამხეს
ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო სამი დღის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი მოხდა.

მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ამერიკის მამაკაცთა ნაკრების მარცხი 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში. ამ დისციპლინაში ამერიკელები მსოფლიოს ზედიზედ ხუთ ჩემპიონატზე და სამ ოლიმპიადაზე იმარჯვებდნენ, მაგრამ მათი ჰეგემონია ბრიტანეთის ნაკრებმა დაამხო.

ამ გუნდს გამარჯვება მოუტანა მიმდინარე ჩემპიონატზე 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ტრიუმფატორმა ჯეიმს გაიმ. როცა მან ბოლო ეტაპზე ესტაფეტა ჩაიბარა, ბრიტანეთი მესამე ადგილზე იყო - ჩამორჩებოდა აშშ-სა და რუსეთს, მაგრამ გაიმ მოახერხა ამერიკელთა ფინიშიორის მაიკლ ვაისის ჩამოტოვება და თავის გუნდს სენსაციური ოქრო მოუტანა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სინგაპურელი მოცურავე ჯოზეფ სკულინგი, რომელიც 16 ივნისს 20 წლის გახდა. მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი მედალი მოიპოვა. უფრო მეტიც, ეს მედალი მთლიანად სინგაპურითვისაა პირველი ცურვის ისტორიაში. ცნობისთვის, ოლიმპიადებზე სინგაპურელ სპორტსმენებს ოთხი მედალი აქვთ მოპოვებული: 1960 წელს, ვერცხლი ძალოსნობაში, 2008 წელს - ვერცხლი მაგიდის ჩოგბურთში და ორი ბრინჯაო 2012 წელს, ასევე მაგიდის ჩოგბურთში.

საკუთარი ოლიმპიელების მხარდასაჭერად, სინგაპურის მთავრობამ პრემიების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ამ პროგრამის მიხედვით, ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონი დოლარი ერგება. და ახლა, სკულინგი ამ ფულადი პრიზის პრეტენდენტი გახდა. ყაზანში თავისი ბრინჯაო მან სწორედ ოლიმპიურ სახეობაში - 100 მეტრზე ბატერფლაიში მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატს ერთი უცნაური მონაწილე ჰყავდა - 10 წლის (!) ალაზინ ტარეკი ბაჰრეინიდან. ამ გოგონამ 50 მეტრზე ბატერფლაის საკვალიფიკაციაში ბოლო 64-ე ადგილი დაიკავა და ლიდერს 15 წამით ჩამორჩა. ფინიშის შემდეგ, ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას უმიზნებს. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესები კრძალავს ზაფხულის თამაშებზე 14 წლამდე სპორტსმენების ასპარეზობას.

გადავიდეთ ჩემპიონატის მთავარ გმირებზე. 18 წლის ამერიკელმა კეტი ლედეცკიმ კიდევ ორი ოქრო მოგება მოასწრო და ყაზანში უკვე ხუთი უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი გახლავთ. მან ჯერ თანაგუნდელებთან ერთად მოიგო 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტა, ორი დღის შემდეგ კი თავის საყვარელ დისტანციაზე - 800 მეტრზე პირველი მივიდა ფინიშთან, თან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ ლედეცკიმ ლონდონის ოლიმპიადაზე სწორედ ამ დისციპლინაში მოიგო თავისი ერთადერთი ოქრო. ამ მომენტისთვის, ამერიკელი მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი გახლავთ. როგორც ჩანს, გაისად, რიოში ის ცურვის ტურნირის მთავარი ვარსკვლავი გახდება.

ასევე ორი ოქრო აიღო სამი დღის განმავლობაში ლეგენდარულმა ამერიკელმა რაიან ლოხტემ. 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, მან ბოლო მომენტში გამოსტაცა გამარჯვება ბრაზილიელ ტიაგო პერეირას, რითაც ამ დისციპლინაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ოქრო, შემდეგ კი 4x100 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში დაეხმარა აშშ-ის ნაკრებს. ამით ლოხტე გახდა მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლეგენდარულ მაიკლ ფელპსს ჩამორჩება, რომელსაც პლანეტის პირველობაზე 23 უმაღლესი სინჯის მედალი აქვს.

სხვათა შორის, ცხრა ოქროთი კეტი ლედეცკი ქალებს შორის ყველა დროის სიაში მეორეა - მას ორი ოქროთი უსწრებს ასევე ამერიკელი მისი ფრანკლინი.

ყაზანის საცურაო კომპლექსში კიდევ ერთ ისტორიულ მომენტს ჰქონდა ადგილი. პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, კაცებს შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის ფინალში ვიხილეთ აზიელი მოცურავე - ჩინელი ნინ ცეტაო. მაგრამ ის ამით არ დაკმაყოფილდა და ისტორია ხელმეორედ გადაწერა, როცა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო.

რადგან აზიელ მოცურავეებზე ჩამოვარდა სიტყვა, აღვნიშნოთ იაპონელი ნაცუმი ჰოსის მიღწევა. 24 წლის სპორტსმენი შეუმჩნეველი იყო ბოლო ორ ოლიმპიადასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ყაზანში მოახერხა 200 მეტრზე ბატერფალის ფინალის მოგება. საერთოდ, ბოლო წლებში იაპონიის მოცურავეთა ნაკრებმა აშკარად დათმო პოზიციები. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ოქრო, რომელიც ამ ქვეყანამ მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე მოიგო. იგივე შედეგი ჰქონდა ამ გუნდს ორი წლის წინ, ბარსელონაში.

კაცები

50 მ. თავისუფალი. 1. ფლორან მანოდუ (საფ) - 21,19; 2. ნათან ადრიენი (აშშ) - 21,52; 3. ბრუნო ფრატუში (ბრა) - 21,55...

100 მ. თავისუფალი. 1. ნინ ცეტაო (ჩინ) - 47,84; 2. კემერონ მაკევოი (ავსტრა) - 47,95; 3. ფედერიკო გრაბიჩი (არგ) - 48,12...

100 მ. ბატერფლაი. 1. ჩად ლე კლო (ს. აფრ) - 50,56; 2. ლასლო ჩეხი (უნგ) - 50,87; 3. ჯოზეფ სკულინგი (სინ) - 50,96...

200 მ. გულაღმა. 1. მიტჩელ ლარკინი (ავსტრა) - 1:53,58; 2. რადოსლავ კავეჩკი (პოლ) - 1:54,55; 3. ევგენი რილოვი (რუს) - 1:54,60...

200 მ. ბრასი. 1. მარკო კოხი (გერ) - 2:07,76; 2. კევინ კორდსი (აშშ) - 2:08,05; 3. დანიელ დიურტა (უნგ) - 2:08,10...

200 მ. კომპლექსური. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 1:55,81; 2. ტიაგო პერეირა (ბრა) - 1:56,65; 3. შუნ ვანი (ჩინ) - 1:56,81...

4x200 მ. თავისუფალი. 1. ბრიტანეთი - 7:04,33; 2. აშშ - 7:04,75; 3. ავსტრალია - 7:05,34...

ქალები

100 მ. თავისუფალი. 1. ბრონტე კემპბელი (ავსტრა) - 52,52; 2. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 52,70; 3. კეიტ კემპბელი (ავსტრა) - 52,82...

800 მ. თავისუფალი. 1. კეტი ლედეცკი (აშშ) - 8:07,39; 2. ლორენ ბოილი (ზელ) - 8:17,65; 3. ჯეზ კერლინი (ბრიტ) - 8:18,15...

50 მ. ბატერფლაი. 1. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 24,96; 2. ჯანეტ ოტესენი გრეი (დან) - 25,34; 3. ლუ ინი (ჩინ) - 25,37...

200 მ. ბატერფლაი. 1. ნაცუმი ჰოსი (იაპ) - 2:05,56; 2. კამილა ადამსი (აშშ) - 2:06,40; 3. ჟან იუიფეი (ჩინ) - 2:06,51...

50 მ. გულაღმა. 1. ფუ იანჰუეი (ჩინ) - 27,11; 2. ეტიენ მედეიროსი (ბრა) - 27,26; 3. სიან ლიუ (ჩინ) - 27,58...

200 მ. გულაღმა. 1. ემილი სიბომი (ავსტრა) - 2:05,81; 2. მისი ფრანკლინი (აშშ) - 2:06,34; 3. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 2:06,84...

200 მ. ბრასი. 1. კანაკო ვატანაბე (იაპ) - 2:21,15; 2. მიკა ლოურენსი (აშშ) - 2:22,44; 3. ჯესიკა ვალი (ესპ) - 2:22,76; 3. რიკე მიოლერ პედერსენი (დან) - 2:22,76; 3. ში ჟინლინი (ჩინ) - 2:22,76...

4x200 მ. თავისუფალი. 1. აშშ - 7:45,37; 2. იტალია - 7:48,41; 3. ჩინ - 7:49,10...

შერეული ესტაფეტა

4x100 მ. თავისუფალი. 1. აშშ - 3:23,05; 2. ჰოლანდია - +0,05; 3. კანადა - +0,54...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tornike
კეტი ლედეკი და არა ლედეცკი კაი, აღნიშნული გაქვთ რომ ლედეკიმ 5 ოქროს მედალი მოიგოო, მარა იაპონიის ოქროებზე მარტო ერთიო გიწერიათ, არადა იმ მომენტშI როცა ლედეკი მეხუთე ოქროს იგებდა იაპონელებს უკვე ქონდათ ორი ოქრო მოგებული(მთლიანობაში სამი მოიგეს), ან რანაირათაა წარუმატებელი მათI გამოსვლა და პოზიციების დათმობა, როცა 1-2 ოქროზე მეტს ვერც ვერასდროს იგებდა იაპონია ცურვაში, არადროს, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაშI ამაზე მეტი ოქროს მედალი იაპონელებს არ მოუგიათ... აი აშშ ნამდვილად თმობს პოზიციებს, 8 ოქრო მაგათთVის წარუმატებლობაა, ბრიტებმა მაგრად მოუმატეს, ოქროს თაობა ეზრდებათ, პიტი და გაი კიდე მოუმატებენ..
მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება