ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [დასაწყისი]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [დასაწყისი]

მისი ცხოვრება რინგს მიღმა არანაკლებ სასტიკი და თავზეხელაღებული იყო, ვიდრე მისი ბრძოლები
მაიკ ტაისონის დაუჯერებლად გულწრფელი, ბრუტალური და დრამატული ავტობიოგრაფია. ის მსოფლიო კრივის ლეგენდად იქცა, მაგრამ მისი ცხოვრება რინგს მიღმა არანაკლებ სასტიკი და თავზეხელაღებული იყო, ვიდრე მისი ბრძოლები.

მაიკ ტაისონი რამდენიმე პიროვნებას იტევს - დაუნდობელი მებრძოლი და ირონიული ფილოსოფოსი, მსჯავრდებული პატიმარი და შოუმენი ბროდვეიდან, დაჩაგრული ბავშვი და დაუცხრომელი მექალთანე...

ბიჭი გეტოდან, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ყველაზე ახალგაზრდა აბსოლუტური ჩემპიონი გახდა და ეს ჩვეულებრივ ამბად მიიღო. და ბიჭი, რომელმაც ვერაფრით ისწავლა ამ ტვირთით ცხოვრება.

მილიონერი, რომელიც ერთ საათში გაღატაკდა; გასამართლებული დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და დაუსჯელად გამოსული არაერთი ისეთი ხათაბალიდან, რაც სამუდამო პატიმრობად დაუჯდებოდა.

ლოთი და ნარკომანი, რომელმაც ლაგამი ამოსდო თავის დემონებს.

ის აბსოლუტურად დაუნდობელი იყო რინგზე თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ და ის ახლა აბსოლუტურად დაუნდობელია საკუთარი თავისა და მკითხველის მიმართ. მაგრამ მხოლოდ ამგვარმა შეუბრალებელმა გულწრფელობამ მისცა საშუალება, შერიგებოდა საკუთარ თავს, აღედგინა ღირსება და თავმოყვარეობა, შეეძინა სიყვარული და ოჯახი...

პროლოგი

თითქმის მთელი ექვსი კვირის განმავლობაში მთელ ქვეყანაში ვმოგზაურობდი და ჩემს მეგობარ გოგონებთან ვერთობოდი.

ექვსი კვირის წინ გაუპატიურებაში დამდეს ბრალი და განაჩენის მოლოდინში ვიყავი. ასე მინდოდა გოგონებთან გამოთხოვება. ხოლო მაშინ, როცა ისინი ჩემ გვერდით არ იყვნენ, ვიგერიებდი ქალებს, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ. სადაც არ უნდა დამედგა ფეხი, ყველგან ჩნდებოდნენ მანდილოსნები. უბრალოდ, მოდიოდნენ და მთავაზობდნენ: "წავედით! შეგიძლია, თამამად წამომყვე. არ გამოვაცხადებ, რომ გამაუპატიურე".

მაგრამ მაშინ მათ წინადადებას ასეთ ჭრილში არ განვიხილავდი. სრულიად აღშფოთებული, მკვახედ და უხეშად ვპასუხობდი. ძალიან დათრგუნული ვიყავი იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ისინი, უბრალოდ, ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ ჩემთვის. მაშინ ანცი და გაბოროტებული ბიჭი ვიყავი, რომელსაც ბევრი აკლდა დაღვინებამდე.

ჩემი მრისხანების რამდენიმე მიზეზს ახსნა ჰქონდა. 25 წლის ბიჭი ვიყავი და 60 წელი პატიმრობა მემუქრებოდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია.

ნება მომეცით გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი სასამართლო გარჩევისას, განაჩენის გამოტანისას, აპელაციის განხილვისას და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც. ამას სიცოცხლის ბოლომდე გავიმეორებ: არ გამიუპატიურებია დეზირე ვაშინგტონი. მან ეს იცის. და ღმერთმაც იცის. და ეს მის სინდისზე დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ჩემი პრომოუტერი დონ კინგი მიმტკიცებდა, რომ ყველა ბრალდებას მომიხსნიდნენ და თითქოს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქმე შეეწყვიტათ. მან დაიქირავა ვინს ფულერი - მისი აღიარებით, საუკეთესო ადვოკატი, რომელიც მილიონი დოლარი ღირს. საბოლოოდ, ვინსი, უბრალოდ, დონ კინგის საგადასახადო საქმეებში ნდობით აღჭურვილი პირი აღმოჩნდა და, როგორც ჩანს, დონი მასთან სამუდამოდ ვალში დარჩა.

მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ სამართალს ვერ ვიპოვიდი. მე ხომ არა ნიუ იორკში ან ლოს ანჯელესში, არამედ ინდიანას შტატში, ქალაქ ინდიანაპოლისში გამასამართლეს - კუ-კლუქს-კლანის ერთ-ერთ ისტორიულ დასაყრდენში. ჩემი მოსამართლე იყო პატრიცია გიფორდი, რომელიც ადრე სექსუალურ ნიადაგზე დანაშაულებების გამოძიებაში სპეციალიზდებოდა და ცნობილი იყო, როგორც "მოსამართლე-ჯალათი".

მე დამნაშავედ მაღიარა "ჩემს სოციალურ სტატუსთან გათანაბრებულმა" ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ორი შავი ერია. სასამართლოს შემადგენლობაში მყოფი კიდევ ერთი ზანგი თავის მოვალეობებს იმ სასტუმროში ხანძრის შემდეგ ჩამოაშორეს, სადაც სასამართლოს წევრები გაჩერდნენ.

პატრიცია გიფორდმა უარყო მისი კანდიდატურა "ფსიქოლოგიური მდგომარეობის" მოტივით. ჰო, მართლა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმაში გამოიხატებოდა, რომ არ მოეწონა საკვები, რომელიც ნომერში მიართვეს.

ჩემი აზრით, სტატუსის მიხედვით ტოლ-სწორი არ მყავდა. მე ვიყავი კრივის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მძიმე წონაში. მე ვიყავი ტიტანი, ალექსანდრე მაკედონელის რეინკარნაცია. ბრძოლის წარმართვის ჩემეული სტილი ძალიან სწრაფი იყო, დაცვა გაუვალი, თავად მე - შეუჩერებელი და მრისხანე.

ეს გასაოცარია, როგორ შეიძლება განდიდების მანიამდე მიიყვანოს ადამიანი დაბალმა თვითშეფასებამ და საკუთარ თავზე გადამეტებულმა წარმოდგენამ. მაგრამ სასამართლო გარჩევის შემდეგ ამ კერპს ისევ მოუხდა საკუთარი შავი უკანალის სასამართლოში მითრევა განაჩენის მოსასმენად.

თუმცა მანამდე "ღვთაებრივი ჩარევის" გარკვეული მცდელობა მქონდა. ჩემმა ჩიკაგოელმა მეგობარმა კელვინმა ერთი ქალის შესახებ მიამბო. თურმე, მან იცოდა შელოცვა, რომელიც ციხისგან დამიხსნიდა.

- ქილაში მოშარდე, შიგნით ხუთი ასდოლარიანი კუპიურა ჩადე. ქილა სამი დღე შენი საწოლის ქვეშ დადგი და შემდეგ იმ ქალს მიუტანე. ის შენზე ილოცებს, - მითხრა კელვინმა.

- გამოდის, ეს ნათელმხილველი ქათამი აპირებს შარდიანი კუპიურები ამოიღოს ქილიდან, წყალში გაავლოს და საყიდლებზე გაემგზავროს. ვინმემ შარდით დასველებული ასდოლარიანი რომ მოგცეს, შენთვის სულ ერთი იქნება? - ვკითხე კელვინს.

რა თქმა უნდა, მფლანგველის რეპუტაცია მქონდა, მაგრამ ეს მეტისმეტი იქნებოდა.

შემდეგ მეგობრებმა ვუდუს ქურუმთან წამიყვანეს. ის აღმოჩნდა გაურკვეველი ბიჭი კოსტიუმში, რომელიც გადაცმულ ქურუმსაც კი არ ჰგავდა. ეს ნაძირალა ჭაობის წუმპეში უნდა გადაგეგდო და აფრიკულ დაშიკიში (ჭრელი პერანგი აფრიკულ სტილში) უნდა გამოგეწყო. მივხვდი, რომ ქარაფშუტასთან მქონდა საქმე. მას რიტუალის ჩატარებითაც კი არ შეუწუხებია თავი. უბრალოდ, რაღაც სისულელე დაწერა ქაღალდის ფურცელზე და სცადა ჩემი დაყოლიება რაღაც უაზრობაზე, მაგრამ ვერ დამითანხმა. მას უნდოდა სასწაულმოქმედი ზეთი წამეცხო, მელოცა და განსაკუთრებული წყალი დამელია, მაგრამ მე ღვთაებრივ "ჰენესის" ვსვამდი და არ ვაპირებდი მისი წყლით გაზავებას.

საბოლოოდ, ჯადოსნური სისულელის შესასრულებლად, არჩევანი სანტერიას რელიგიის (სანტერია - სინკრეტული რელიგია, რომელიც გავრცელებულია კუბაზე, აგრეთვე აშშ-ის აფროკუბელ ემიგრანტებსა და სხვა ქვეყნებში; წარმოადგენს იორუბას ხალხის რწმენას, რომელიც შერეულია კათოლიციზმის ელემენტებთან და აფრიკულ სინკრეტულ რელიგიასთან) მღვდელზე შევაჩერე. ღამით სასამართლოს შენობასთან მტრედითა და კვერცხით მივედით. კვერცხი ასფალტზე გავტეხე, ჩიტი გავუშვი და დავიყვირე: "ჩვენ თავისუფლები ვართ!"

რამდენიმე დღის შემდეგ რუხი კოსტიუმი ჩავიცვი და სასამართლოში წავედი. მას შემდეგ, რაც ვერდიქტი გამოტანილი იყო, დაცვამ ჩემი სახელით შეადგინა განაჩენისწინა მემორანდუმი. ეს შთამბეჭდავი დოკუმენტი იყო.

ვირჯინიაში იგასტესის ინსტიტუტის სამკურნალო ნაწილის დირექტორის თანაშემწე და ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სექსუალურ დანაშაულებებში, დოქტორი ჯერომ მილერი ჩემი შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მე "მგრძნობიარე და გულჩათხრობილი ახალგაზრდა მამაკაცი ვარ პრობლემებით, რაც გამოწვეულია განვითარების დეფექტით, ვიდრე საერთო პათოლოგიით". ის დარწმუნებული იყო, რომ ფსიქოთერაპიის რეგულარული სეანსების წყალობით, ჩემი გრძელვადიანი პროგნოზი საკმაოდ დადებითი იქნება.

როგორც მან დასასრულს აღნიშნა, "პატიმრობის ვადა შეანელებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს და, სავარაუდოდ, მას წაღმა შემოაბრუნებს. ჩემი დაჟინებული რეკომენდაციაა - განვიხილოთ სხვა ვარიანტები, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც პროფილაქტიკურ, ასევე თერაპევტულ შესაძლებლობებს".

რა თქმა უნდა, სასამართლოს ინსპექტორებმა, რომლებიც აგროვებდნენ დოკუმენტებს განაჩენისთვის, ბოლო პუნქტი არ გაითვალისწინეს. სამაგიეროდ, მათ კეთილსინდისიერად შეიტანეს ბრალდების აზრი იმის შესახებ, რომ "ამ დანაშაულის განხილვასა და შესწავლას მთავარი გამომძიებელი, გამოცდილი დეტექტივი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ მოპასუხეს მომავალშიც აქვს მსგავსი დანაშაულებების ჩადენისკენ მიდრეკილება".

ჩემმა იურისტებმა მოამზადეს დამატება, რომელშიც შეკრებილი იყო 48 სხვადასხვა ადამიანისგან შედგენილი ჩემი დახასიათება: ჩემი საშუალო სკოლის დირექტორისგან, ნიუ იორკის შტატის სოციალური აგენტისგან, მოკრივე შუგარ რეი ლეონარდის ქვრივისგან, ჩემი დედობილი კამილასგან, სპორტული ჰიპნოთერაპევტისგან და ჩემი ექვსი მეგობარი გოგონასგან (და მათი დედებისგან)... მოკლედ ყველასგან, ვინც თვლიდა, როგორი ჯენტლმენი ვიყავი მათთან ურთიერთობაში.

ჩემმა ერთ-ერთმა პირველმა მეგობარმა გოგონამ მოსამართლეს ასეთი წერილიც კი გაუგზავნა: "სამი წელი ველოდი, რომ მისტერ ტაისონთან სექსუალური ურთიერთობისთვის მიმეღწია და მას ერთხელაც არ დაუძალებია ჩემთვის არაფერი. მე მიყვარს მაიკი იმისთვის, რომ ის პატივს სცემს და უყვარს ქალები".

მაგრამ, რა თქმა უნდა, დონ კინგი არ იქნებოდა დონ კინგი, კიდევ ერთხელ რომ არ გადაემლაშებინა. მას ჰყავდა ღირსი მამა უილიამ კროკეტი - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ეკლესიის კეთილშობილი მისტიკოსების ძველი არაბული ორდენის (ჩრდილოამერიკული პარამასონური საზოგადოება, რომელიც 1870 წელს არის დაარსებული) პირველი საიმპერატორო ცერემონიალური ოსტატი, რომელმაც ჩემთვის წერილი შეადგინა:

"გთხოვთ, აპატიოთ მას და არ წაართვათ თავისუფლება. მართალია, მაიკლთან სასამართლოს შემდეგ არ მილაპარაკია, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ აღარ სცოდავს და აღარ ბილწსიტყვაობს, ყოველდღე კითხულობს ბიბლიას, ლოცულობს და სულს იკაჟებს".

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდი სისულელე იყო. ის არც კი მიცნობდა.

გარდა ამისა, იყო დონ კინგის პირადი გულშიჩამწვდომი წერილი მოსამართლის მისამართით. მისი წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილება ისეთი იყო, თითქოს მე გამოვიგონე კიბოს განკურნების წამალი, შევიმუშავე მშვიდობის დამყარების გეგმა ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე, გადავარჩინე შიმშილით სიკვდილს და განვკურნე ათასობით ავადმყოფი კატა.

ის წერდა, რომ მე ვმუშაობდი საქველმოქმედო ფონდში - "ჩაიფიქრე სურვილი" და ავადმყოფი ბავშვების ხშირი სტუმარი ვიყავი. მან აცნობა მოსამართლე გიფორდს, რომ ყოველ მადლიერების დღეზე, ღარიბებსა და მოშიმშილეებს 40 ათას ინდაურს ვურიგებდით.

კიდევ გაიხსენა, რომ შევხვდით სიმონ ვიზენტალს (არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე, "ნაცისტებზე მონადირე". მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ნაცისტი დამნაშავეების ძებნას, რომლებიც მართლმსაჯულებას ემალებოდნენ. გარდაიცვალა 2005 წელს, 97 წლის ასაკში) და როგორი აღელვებით შევწირე მსხვილი თანხა მას ნაცისტი მეომარი დამნაშავეების ძებნისთვის.

ვფიქრობ, დონს დაავიწყდა ის, რომ კუ-კლუქს-კლანი ისევე ვერ იტანდა ებრაელებს, როგორც ზანგებს.

რვა ფურცელზე დონ კინგი დითირამბებს მიმღეროდა. "ძალიან უჩვეულოა მისი ასაკის ადამიანისთვის, მოყვასის მიმართ მსგავსი მზრუნველობის გამოჩენა. რომ არაფერი ვთქვათ საქმისადმი ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობაზე, რომელიც მაიკს ახასიათებს. მისი ამაღლებული თვისებები, კეთილშობილური სიყვარულის უნარი, მსხვერპლთშეწირვა და უანგარობა. ის ღმერთის შვილია. ერთ-ერთი ყველაზე თბილი, მზრუნველი და მოყვარული ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ მოკრივეებთან ოცწლიანი მუშაობის პერიოდში".

ჯანდაბა, დონი უნდა გამოსულიყო სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით ჩემი ადვოკატის ნაცვლად. მაგრამ ჯონ სოლბერგი - დონ კინგის წარმომადგენელი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მოსამართლე გიფორდისთვის მიწერილ წერილში პირდაპირ საქმის არსზე გადავიდა. "მაიკ ტაისონი - ნაძირალა არ არის", - ხაზს უსვამდა ის.

შესაძლოა, ნაძირალა არ ვიყავი, მაგრამ ქედმაღალი იდიოტი ნამდვილად გახლდით. იმდენად თვითდაჯერებული ვიყავი სასამართლო დარბაზში, რომ შეღავათის მიღების არანაირი შანსი არ მქონდა. განაჩენის გამოტანის დროსაც კი არ ვიყავი თვინიერი.

ის ყველაფერი, რაც ამ ქაღალდებზე ეწერა - ფულით ქველმოქმედება, ინდაურები, ხალხის დახმარება, სუსტებსა და უქონლებზე მზრუნველობა - ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმიტომ, რომ თვინიერი გავმხდარიყავი და არა იმიტომ, რომ ასეთი ვიყავი.

ძალიან მინდოდა თვინიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს სხეულში არ იყო არც ერთი შესაბამისი ძვალი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]

15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

ტაისონმა ტრამპის დაცვა "გათიშა", ოფისში აუვარდა და აგინა - დონალდი მაიკის საშუალებით მდიდრდებოდა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

ძმებმა კლიჩკოებმა 100 მილიონად არ იჩხუბეს

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]