ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. II ტურის წინ: უცენტრალურო ტური

ბუნდესლიგა. II ტურის წინ: უცენტრალურო ტური

გრანდებსა და ფავორიტებს თავისუფლად შეუძლიათ გააგრძელონ პირველ ტურში კარგად დაწყებული საქმე
ფოტოზე: დე ბრუინის "ვოლფსბურგი" "კიოლნს" შეხვდება

გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურში გამორჩეული ცენტრალური შეხვედრა არ არის და გრანდებსა და ფავორიტებს თავისუფლად შეუძლიათ გააგრძელონ პირველ ტურში კარგად დაწყებული საქმე.

მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნს" არ უნდა გაუჭირდეს სამი ქულის აღება "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში. ეს გუნდები ბუნდესლიგაში 14-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და რეკორდმაისტერი არასოდეს დამარცხებულა.

"ჰოფემ" ახალ სეზონში ძალიან ცუდი სტარტი აიღო - ჯერ გერმანიის თასზე დამარცხდა "მიუნხენ 1860"-თან (0:2), ბუნდესლიგის პირველ ტურში კი 1:2 წააგო "ლევერკუზენთან". "ბაიერნი" კი პირველივე ტურის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ცხრილს, როცა ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო თავისი შეხვედრა - 5:0 "ჰამბურგის" წინააღმდეგ.

ბურთების სხვაობით მეორე ადგილზე მყოფი "დორტმუნდი" სტუმრად შეხვდება ბუნდესლიგის აბსოლუტურ დებიუტანტს, "ინგოლშტადტს", რომელმაც მოგებით დაიწყო კლუბის ისტორიაში ახალი ეპოქა - "მაინცს" სძლია 1:0.

თუმცა დებიუტანტებს ესმით, რომ "დორტმუნდი" სულ სხვა კალიბრის გუნდია და მასთან ძალიან გაჭირდება თამაში, მაგრამ ბრძოლას ჰპირდებიან მეტოქეს.

თომას ტუხელის გუნდმა შესანიშნავ სტილში მოუგო "გლადბახს" (4:0) და ერთადერთი, რაც აღელვებს, ფიზიკური მდგომარეობაა, რადგან "დორტმუნდს" ხუთშაბათს, ევროპალიგის პლეი ოფის თამაში მოუწია ნორვეგიის "ოდ გრენლანდთან".

"ინგოლშტადტის" მსგავსად, არ წააგო პირველი ტური კიდევ ერთმა დებიუტანტმა "დარმშტადტმა" (2:2 "ჰანოვერთან").

მის რიგებში დუბლით გამოირჩა მარსელ ჰელერი, რომელმაც "კიკერისგან" 1.5 შეფასება მიიღო. ამ ფეხბურთელის შეჩერება "შალკეს" შესუსტებული დაცვით მოუწევს - პირველ ტურში მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს ნასტასიჩი, აგრეთვე, ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა ჰიოვედესი. ნასტასიჩის ალტერნატივა უნდა გახდეს აიჰანი ან ფრიდრიხი. შესაძლებელია, აგრეთვე, ნოიშტედტერის უკან დახევა.

"შალკეს" ახალი შემტევი სტილი აქვს ახალი მწვრთნელის, ანდრე ბრაიტენრაიტერის ხელში. ამ სტილმა გუნდს პირველ ტურში "ვერდერთან" სტუმრად 3:0 მოგება მოუტანა და "დარმშტადტის" დაცვის ხაზსაც რთული გამოცდა ელოდება "ფელტინს არენაზე".

როგორც ვთქვით, მეორე ტურში არ არის ცენტრალური შეხვედრა, თუმცა ერთ მატჩში სამქულიანი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს: "კიოლნი"-"ვოლფსბურგი".

"მგლების" ბანაკში კვლავაც გაურკვევლობაა დე ბრუინთან დაკავშირებით, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს. ბელგიელმა მთლიანად ჩააგდო პირველი შეხვედრა "აინტრახტთან" (2:1) და ასეთი ლიდერი "ვოლფსბურგს" არ სჭირდება.

თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს ნახევარმცველის შენარჩუნებას.

"კიოლნმა" პირველ ტურში სტუმრად 3:1 მოუგო "შტუტგარტს", მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ შტიოგერი უკმაყოფილო დარჩა ცენტრალური ნახევარმცველების - გერჰარდტისა და იოიჩის თამაშით, რომლებმაც ერთნაირი დაბალი შეფასება - 4.5 მიიღეს. შესაძლოა, ეს წყვილი ფოგტმა (2.5 "კიკერისგან") და ცოლერმა (გოლი) შეცვალონ.

რომში "ლაციოსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის წაგების (0:1) შემდეგ ხასიათის გამოკეთება სურს "ლევერკუზენს", რომელიც სტუმრად შეხვდება "ჰანოვერს".

დაძაბული გრაფიკის გამო როჯერ შმიდტმა, შესაძლოა, როტაციას მიმართოს და ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ მეჰმედი, ბრანდტი და კრუსი. ასევე, თავის შანსს ელოდება ჩილელი ახალწვეული არანგისი, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"ლევერკუზენისგან" განსხვავებით, უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია "გლადბახი". ამიტომაც მას ჯერ მხოლოდ შიდა პრობლემები აწუხებს, რაც "დორტმუნდთან" 0:4 წაგებული მატჩით გამოიხატება.

ლუსიენ ფავრის შეგირდებმა მეტად უსუსური თამაში აჩვენეს და ათქმევინეს მთავარ მწვრთნელს - "ბორუსიას" ყველაფერი ნულიდან აქვს დასაწყებიო.

"გლახბახს" მეტოქე იოლი ჰყავს - "მაინცი", რომელმაც შინ წააგო პირველი მატჩი "ინგოლშტადტთან".

ბუნდესლიგა. II ტური:

21 აგვისტო

ჰერტა-ვერდერი 22:30

დისკვალიფიკაცია: ბეერენსი

ტრავმა: ბენ ჰატირა, ალაგუი, შიბერი - გარსია, ბარტელსი, გრილიტში, ილდირიმი, ლორენცენი

ურთიერთშეხვედრები

სულ 64 მატჩი: +19=12-33 (77-115)

22 აგვისტო

შალკე-დარმშტადტი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გიფერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 მატჩი: +2=0-0 (6-3)

ჰანოვერი-ლევერკუზ. 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კიიოტაკე - იედვაი, თოფრაქი

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 მატჩი: +5=10-17 (31-62)

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰამადი, ჰერდლინგი - ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, კირხოფი, რიბერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 მატჩი: +0=4-10 (10-34)

კიოლნი-ვოლფსბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მაროჰი, მავრაი - ბენალიო, ფელიპე, შიურლე

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 მატჩი: +3=6-11 (24-46)

აინტრახტი-აუგსბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: - ბობადილია

ტრავმა: ანდერსონი, კიტელი, შტენდერა, მაიერი - ოპარე, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, ტროხოვსკი

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 მატჩი: +1=2-2 (8-10)

ჰამბურგი-შტუტგარტი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯურუ, გიოტცი, დემირბაი, ირაჩეკი - ლანგერაკი

ურთიერთშეხვედრები

სულ 100 მატჩი: +42=21-37 (149-156)

23 აგვისტო

ინგოლშტ.-დორტმუნდი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დანილო - პიშჩეკი

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

გლადბახი-მაინცი 19:30

დისკვალიფიკაცია: ნორდტვეიტი

ტრავმა: ალვარო დომინგესი, ჯონსონი - სოტო, ბაისტერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 მატჩი: +7=6-5 (24-20)

ტურისწინა ციფრები

ჰერტა-ვერდერი

- "ჰერტას" არასოდეს დაუწყია ჩემპიონატი ორი მოგებით, მის მეტოქეს "ვერდერს" კი 1998 წლის შემდეგ არ წაუგია პირველი ორი ტური.

- "ჰერტამ" პალ დარდაის ხელმძღვანელობით 17-დან 9 მატჩი ფრედ დაასრულა.

- "ჰერტასთან" ბოლო ოთხ მატჩში ბრემენელები მინიმუმ 2 გოლს იტანდნენ.

შალკე-დარმშტადტი

- "დარმშტადტმა" გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში არც ერთ გასვლით მატჩში არ გაუშვა ორზე მეტი გოლი.

- ორი წლის წინ "შალკე" და "დარმშტადტი" გერმანიის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და გელზენკირხენელებმა 3:1 მოიგეს.

ჰანოვერი-ლევერკუზენი

- "ჰანოვერი" "ლევერკუზენს" 32-ჯერ შეხვედრია და თამაშების მხოლოდ 16 პროცენტი მოიგო (5). "ბაიერის" კარში გატანილი გოლების საშუალო რიცხვი ერთზე დაბალია.

- "ჰანოვერმა" ბოლო 5 სეზონში 4-ჯერ მოიგო პირველი საშინაო მატჩი.

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი

- "ბაიერნმა" და "ჰოფენჰაიმმა" 14-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში. რეკორდმაისტერს 10 მოგება აქვს 4 ფრესთან ერთად.

- ამ 14 მატჩიდან "ჰოფე" ხუთჯერ იყო დაწინაურებული. "ბაიერნმა" ორჯერ მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოიგო (ორივეჯერ - 2:1).

- რობერტ ლევანდოვსკის 9 გოლი აქვს გატანილი "ჰოფენჰაიმის" მეკარე ოლივერ ბაუმანისთვის. ბუნდესლიგის არც ერთი სხვა მეკარისთვის პოლონელს ამდენი გოლი არ გაუტანია.

კიოლნი-ვოლფსბურგი

- "კიოლნი" 10 მატჩია შინ არ მარცხდება - 3 მოგება და 7 ფრე. ბოლო წაგება თარიღდება 2014 წლის 6 დეკემბრით ("აუგსბურგთან" 1:2).

- "კიოლნი" ისტორიაში ყველაზე მეტ გოლს "ვოლფსბურგისგან" უშვებს - საშუალოდ 2.3 მატჩში.

- ანტონი მოდესტეს თავის ბუნდესლიგურ კარიერაში ყველაზე მეტი გოლი "ვოლფსბურგისთვის" გაუტანია - 4 გოლი 4 მატჩში.

აინტრახტი-აუგსბურგი

- "აინტრახტმა" 2012 წლის ნომბერში მოუგო პირველი დაპირისპირება "აუგსბურგს" (4:2), ამის შემდეგ კი 15 შესაძლებელი ქულიდან მხოლოდ 2 აიღო.

- "აინტრახტს" "აუგსბურგის" წინააღმდეგ ყველა მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.

ჰამბურგი-შტუტგარტი

- "ჰამბურგი" ბრუნო ლაბადიას ხელმძღვანელობით შინ არ მარცხდება - ეს სერია 4 შეხვედრას ითვლის.

- "ჰამბურგს" ზედიზედ ოთხი მატჩია არ მოუგია "შტუტგარტისთვის".

- "ჰამბურგისა" და "შტუტგარტის" წინა 100 მატჩში მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა 0:0.

ინგოლშტადტი-დორტმუნდი

- "ინგოლშტადტი" პირველი დებიუტანტია 2008 წლის შემდეგ, რომელმაც პირველი ტურის მატჩი მოიგო. 7 წლის წინ ეს გააკეთა "ჰოფენჰაიმმა" და მან მეორე ტურშიც გაიმარჯვა.

- "დორტმუნდმა" ბოლოს 4:0 მოგებით ჩემპიონატი 2013 წელს დაიწყო. მაშინ გუნდმა სეზონის სტარტზე ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.

- ჰენრიხ მხითარიანმა ახალ სეზონში ყველა ოფიციალურ მატჩში უკვე ექვსი გოლი გაიტანა, რაც უკვე აღემატება შარშანდელი სეზონის სრულ მონაგარს (5).

გლადბახი-მაინცი

- "მაინცი" რვა მატჩია ვერ იგებს მიონხენგლადბახში - 3 ფრე და 5 წაგება.

- "გლადბახმა" ცხრაჯერ ითამაშა შინ "მაინცის" წინააღმდეგ და ყველა მატჩში გახსნა ანგარიში.

- პირველ ტურში ორივე გუნდს შეტევაში ჰქონდა პრობლემები - 3-3 დარტყმა შეასრულეს მეტოქის საჯარიმოდან.

- "გლადბახს" ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 9 აქვს მოგებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს

"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს

ტუხელი "ბარსელონას" შესთავაზეს

პოჩეტინო, შესაძლოა, სამუშაოდ საფრანგეთში დაბრუნდეს

ლუსიენ ფავრი: როგორ უნდა შეაჩერო მესი? - წესების დარღვევით

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს

ბუნდესლიგა. XVI ტური: როგორც იქნა, "დორტმუნდმა" მოიგო [VIDEO]

ბუნდესლიგამ ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები გამოავლინა

"დორტმუნდმა" ფავრი "შტუტგარტთან" 1:5 წაგების შემდეგ გადააყენა

ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: ორი სამწვრთნელო დებიუტი

გელზენკირხენის "შალკეს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ბალოტელის დუბლი "ნიცას" 3 ქულისთვის არ ეყო [VIDEO]

არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე - "ბაიერნს" უნდა ვუფრთხილდეთ

"დორტმუნდი" მარკო როისს ვარჯიშებზე ნაკლებად დატვირთავს

ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ

ბრემენის "ვერდერის" მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის კანდიდატურაც განიხილება

ლუსიენ ფავრი "დორტმუნდს" მომავალ კვირაში ჩაიბარებს

საბა კვირკველია უკვე ნიცაშია და მარიო ბალოტელის გასანეიტრალებლად ემზადება