ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

თბილისში მაგარი კალათბურთი მოდის. მოემზადეთ, გამოიძინეთ და ვისაც არ გჯერათ ან ქართულად, ორაზროვნად გიხარიათ, სახლში დარჩით. მაინც ვერ გაიგებთ
"ვითა" VTB ლიგაზე ითამაშებს. ხო ძაან მაგარია? ერთი მიღებული გადაწყვეტილების და ბოლომდე მიყვანილი თემის ბევრი პლუსი. გავიაროთ...

* "ვითა" დაბრუნდა. უკვე თემაა.

* "ვითა" ეგრევე ხოშიან, ევროპაში ევროლიგის შემდეგ მეორე ტურნირზე ჩაჯდა. კომპლიმენტები კლუბის დამფუძნებლებს.

* დიდი მადლობა ნდობისთვის VTB ლიგის ბოსებს. აუცილებელი გარანტიების მიღების შემდეგ "ვითა" გენიალური პროექტის მონაწილე გახდა.

* მანუჩარ მარკოიშვილმა შარშან მოიგო VTB ლიგა. გიორგი მარკოიშვილი "ვითას" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

* თბილისში, მინიმუმ, 15 სხვა დონის თამაში ჩამოვა. თვეში ერთხელ სუპერლიგა გენიალურია, მაგრამ თვეში რამდენჯერმე არასუპერლიგაც ცუდი არ არის. ამბობენ, რომ კარგია.

* "ვითა" საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს აქ დარჩენის და ნაკრებისთვის უკეთ მომზადების რეალურ შანსს აძლევს.

* სუპერლიგას ახალი, სხვებისთვის ჯერ უცნობი წარმომადგენელი გაეცნობა. ნუ, თუ "ვითას" სუპერლიგაში დაუშვებენ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დებულებას არ არღვევს. დებულება კალათბურთში მთავარია. კალათბურთზე მთავარი.

* თბილისში ბრუნდებიან ცსკა, "კალევი", ვეფ. ვინც წინააღმდეგია, ძაან ელემენტარულია.

* "ვითა" არ არის ერთჯერადი პროექტი. VTB ლიგაც ბევრჯერადია. იქ სერიოზული ხალხი ეფერება კალათბურთს. "ვითა" ადრე ქართული კალათბურთი იყო და ყველას უგებდა.

* "ვითასთან" ერთად ამ პატარა საკალათბურთო ეზოში ბრუნდება თემურ დათიკაშვილი, რომელიც არსად წასულა, მაგრამ ელოდებოდა "ვითასთან" ერთად დაბრუნებას.

და "ვითას" შეკერვის იდეა უფრო საკაიფოდ საქართველოში ერთადერთმა ლიცენზირებულმა საკალათბურთო აგენტმა, ლევან მიქელაძემ ამოწია. პროფების პროექტი და "ვითას" მთავარი მწვრთნელი იქნება პაველ გოოგე. "ბასკოსთან" ერთად გოოგე ადრე საქართველოს ჩემპიონატს იგებდა.

VTB ლიგის ანალიტიკოსი და გამორჩეულად საინტერესო პერსონა გოოგე აქ აზრზე მოსვლაზე დროს არ დაკარგავს. აზრზე სხვები უნდა მოვიდნენ. ვინც ამ პროექტს ცოტა არასერიოზულად უყურებდა. უკაცრავად, რომ გამოვიდა და "ვითა" სერიოზულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

"ვითას" დამფუძნებლები კალათბურთზე შეყვარებული ტიპები არიან. რო გადაგეკეტება, სხვას რო ვერაფერს ვერ ხედავ და თვალწინ მხოლოდ კალათბურთია. მეგობრული პროექტი, რომელიც ყოველთვის მეგობრული პროექტი იყო და ხო აზრზე ხართ, როგორ იშიფრება "ვითა"? ეს კლუბის დამფუძნებლების სახელებით აეწყო: "ვ" (ვლადიმერ ძიძიგური), "ი" (ივანე შენგელია), "თ" (თემურ დათიკაშვილი), "ა" (ავთანდილ საყვარელიძე).

მოკლედ, "ვითა". რომელიც საქართველოს ჩემპიონატში 1992 წლიდან შევიდა და დაიწყო მოგება. "ვითას" მოგება უხდებოდა. იმ პერიოდში საქართველოს ჩემპიონატი არაჩვეულებრივი "მერანი", ახალგაზრდების "კაქტუსი", რუსთაველების "აზოტი", უცვლელი "დინამო", საკაიფო "თბილისი" იყო. კალათბურთიც საკაიფო იყო, უფრო პრესიონალური. და იმ კალათბურთს არ ქაჩავდნენ ხელოვნური ან დილეტანტური პიარით. ის კალათბურთი პიარს საკუთარ თავს უკეთებდა. ის "ვითა" იყო კალათბურთის ახლობელი.

"დვიჟოკებით" გაშანსული ტელერეპორტაჟები, გულშემატკივრების ასკაციანი ჯგუფი, რომელიც მთლიანად "ვითას" სამეგობრო წრე იყო. საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი, რომელიც ევროპაშიც კარგი იყო. და ჩვენი ნაკრებიც ძალიან კარგი იყო. "ვითამ" რაღაც ახალი დაიწყო. რაც ჯერ არ დასრულებულა.

პირველი "ვითაც" განსაკუთრებული გუნდი იყო. ნიკო ჩერქეზიშვილი, მიშა კობეშავიძე, შოთა უძილაური, ამბროსი ორმოცაძე, გოდერძი კორძაძე, გია ბერუაშვილი, ლევან გეგეშიძე, ირაკლი მაისურაძე, ირაკლი ხომერიკი, თამაზ გიგაური და დუდუ დადიანი. სამოქალაქო ომის დროს შექმნილი გუნდი. მართლა განსაკუთრებული გუნდი, რომელმაც ცარიელ, გაყინულ, მორგის ანარეკლს დამსგავსებულ დარბაზში ხალხი დააბრუნა. და კალათბურთმა გაიღვიძა. გაასწორა.

VTB სერიოზული ლიგაა. VTB ძალიან საინტერესო რეგულარულისგან და მოქნილი პლეი ოფისგან შედგება. იქ, შემდეგ დონეზე გადადის 8 გუნდი და "ვითას" მიზანი იმ რვა გუნდში შესვლა იქნება. "ვითას" იქ უნდა. "ვითამ" კარგად უნდა დაიწყოს. და "ვითამ" უკვე საუკეთესოდ დაიწყო. მოგებაზე მნიშვნელოვანი ამ ტურნირზე თამაში და სუნთქვაა. "ვითა" უკვე სუნთქავს.

ევროლიგაზე ქართველის თამაში, ქართველის კარგი, აკურატული თამაში მე ყველაფერზე მაგრად მსიამოვნებს. ალბათ, უმეტესობასაც. მე მყავს ჩემი საყვარელი გუნდი, რომელიც ბოლო პერიოდში ევროლიგას ვერ იგებს და მაინც დიდ მაყუთს ხარჯავს. მე მყავს ჩემი საყვარელი მოთამაშე, რომელიც ევროპაში ამერიკიდან დაბრუნდა. მე მყავს ჩემი საყვარელი ქართველი მოთამაშე, რომელიც არის მანუჩარ მარკოიშვილი. მე ევროლიგაც მაგრად მომწონს და ბოლო წლებში ვზივარ VTB ლიგაზე. უბრალოდ, ჩაუჯექით და წამოიღებს. როგორც უნდა წამოიღოს.

ძაან რთულია ცსკა-სთან მოგება. სადაც არ უნდა ეთამაშებოდე, ცსკა ფავორიტია. ცსკა-ს მარტო სპანულისი უგებს. და სპანულისი ჯერ VTB ლიგაზე არ თამაშობს. ძაან რთულია ამ ლიგის სხვა გუნდებთან თამაში და სირთულესაც თავისი კაიფი აქვს. ამ სირთულით მართლა უნდა იკაიფო და პროცესში, მოიგებ, უფრო აზრზე მოხვალ, ბევრ რაღაცას უკეთ გაიგებ, გაიცნობ. "ვითას" რეაბილიტაცია "ვითას" აკლიმატიზაციაზე იქნება დამოკიდებული. და იდეაში, პროცესი მალე დაიხურება. ამაში ჩვენს გუნდს VTB ლიგაც დაეხმარება.

გოოგე დაასახელებს ასისტენტებს. გოოგე კემპიდან აიყვანს ქართველებს. ნუ, ყველაზე კარგ ქართველებს დაიტოვებს და მერე, გუნდი ბოლომდე დაიცხრილება. "ვითაში" მხოლოდ ყველაზე კარგები, "მოხოდილები" და გიჟები უნდა იყვნენ. როგორც ყოველთვის იყო. "ვითაში" იცვლებოდი. კლუბის პროგრესის სურვილი გცვლიდა და ეს პროცესი არ ჩერდებოდა. "ვითა" აგებდა, მაგრამ ეს ძაან იშვიათად ხდებოდა. ძირითადად, გუნდი იგებდა და ეგრევე ივიწყებდა ამ მოგებას.

ყველა მაგარ გუნდს ყველაზე ცუდი მეხსიერება აქვს. იგებ და უკვე აღარ გახსოვს. იგებ და უკვე შემდეგი ტესტისთვის ემზადები. იგებ და იგებ. მეტი არაფერი. უბრალოდ, სულ იგებ და ეს პროცესი არ ჩერდება. "ვითასთვის" ეს პროცესი არასდროს არ ჩერდებოდა. რაღაცები ხო არ უნდა შეიცვალოს. "ვითაც" არ იცვლებოდა.

დღეს ქართული კალათბურთი ძაან უკან არის. ნაკრების ეს თაობა მიდის და მოდის სიცარიელე, მირაჟი, ზერო. კალათბურთი უნდა ვითარდებოდეს და ჩვენთან კალათბურთელები კალათბურთს ვერ თამაშობენ. კალათბურთის სამოყვარულო ლიგიდან მოხუცები მოქმედ მოთამაშეებს ყურს უწევენ და ის, ყურაწეული ბიჭები სუპერლიგაში კარგი კონტრაქტის მიღებას ჩალიჩობენ. ყოჩაღ, რომ ჩალიჩობენ. და ყოჩაღ ორმაგად იმ დამსახურებულ ხალხს, ვინც მათ ამ კონტრაქტებს უფორმებს. მაგარი მოხაზული გვაქვს.

ფედერაცია კალათბურთს ვერ ითამაშებს. კალათბურთი კალათბურთელმა უნდა ითამაშოს. და მთელ პროცესს სამი-ოთხი კარგი, მოაზროვნე, არაქართულად მოაზროვნე მწვრთნელი ვერ შეცვლის. ზარმაცი აფერისტების რიცხვი მაინც დიდია და ეს ბანდიტები კალათბურთიდან საერთოდ უნდა გაყარო. ახლოს რომ ვერ მოვიდნენ. დიაფილმებით უყურონ.

ძაან რთულია ახალი გუნდით ტრადიციის დაბრუნება. მართლა ძაან რთულია. ახალი მოთამაშეები, ახალი მწვრთნელი, ახალი "დუხი", ახალი პერსპექტივა. ახალი პროცესი და ძველი "ვითა". მე ცოტა სუბიექტურ პარალელს გავავლებ.

რაშო ნესტეროვიჩმა "სან ანტონიოსთან" ერთად პირველი ვარჯიშის შემდეგ თქვა, ვხვდები, რატომ არ უყვართ ეს გუნდი და ვხვდები, რატომ იგებს ეს გუნდი. "სან ანტონიო" გცვლის და იქ გავიწყდება, რომ კალათბურთის გარდა საერთოდ რამე თუ არსებობს. იგივე მითხრა მანუჩარ მარკოიშვილმა ცსკა-ზე. იმავეს გეტყვის "რეალის" ნებისმიერი მოთამაშე. იმავეს იტყვის სპანულისის ნებისმიერი მეგობარი "ოლიმპიაკოსში". იმავეს გეტყვის "ვითას" ნებისმიერი ყოფილი მოთამაშე. ეს გუნდები გცვლიან. ეს გუნდები სხვა ემოციებს გაძლევენ. ამ გუნდებში ხელოვნურად, ზედაპირულად, ქართულად ვერ ითამაშებ. ამ გუნდებში მოგების მუღამზე მოდიხარ და ეს უკვე განსაკუთრებულია.

"ვითაც" განსაკუთრებულია. როგორც "სან ანტონიო", "რეალი" "ოლიმპიაკოსი", ცსკა და ნებისმიერი გუნდი, რომელიც იგებს და სადაც გიჟები და ეკონომ-გლადიატორები თამაშობენ. ის, ვინც იგებს, პროცესში ისვენებს. ის, ვინც ისვენებს, პროცესში ყოველთვის მოგიგებს. ის შენზე კარგია.

"ვითა" VTB ლიგაზე ახალი ბიჭია. ძველი ბიჭები იქ ყველაფრის აზრზე არიან და ისინი უბანში მოურიდებლად დგანან. მათ იცნობენ. ძველი "ვითა" კრიალოსნების, რეიბანების, პიტსოტპერვების და "ინსპექტორების" დროს თამაშობდა. ძველი "ვითა" იყო ტრადიცია და მეგობრების გუნდი. ძველ "ვითაში" ითამაშა დუდუ დადიანმა. ძველმა "ვითამ" 92 წამში უნგრულ გუნდს -12 დაუქაჩა და მოუგო. ძველი "ვითა" კლასი იყო. ძველი "ვითა" დაბრუნდა.

თბილისში მაგარი კალათბურთი მოდის. მოემზადეთ, გამოიძინეთ და ვისაც არ გჯერათ ან ქართულად, ორაზროვნად გიხარიათ, სახლში დარჩით. მაინც ვერ გაიგებთ.

"ვითა" დაბრუნდა.

• Rustavi

გამოუშვით.

ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა

“ა” ლიგის ქართლურ ფინალში რუსთავი და კასპის გრიფინი შეხვდებიან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

პაველ გოოგე: სიტუაცია სპორტის სასახლეში სინათლის ჩაქრობამაც დაამძიმა [VIDEO]

ქართველი იტალიელები - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

ორი გია და ARMENIA ON MY MIND - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ

ზაზას ლოჟა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

პაველ გოოგე: მინდა, "ვითას" მატჩების შემდეგ ქომაგმა ამაყად დატოვოს დარბაზი

ნიმბურკი-ვითა 111:51 - მიზეზის ძიება რთული არ არის

ვითიბი ლიგის კვირის მოთამაშედ "ვითას" ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო დასახელდა

[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა

გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს

ვლადიმერ თავაქარაშვილი გორში, ნაკრებში, "მიერესში"...

თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში

"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა

ბექა წივწივაძე ვითიბი ლიგაზე "ვითას" ღირსებას დაიცავს

ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

ბექა წივწივაძე: ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ვადაჭკორიამ შეცდომა აღიარა

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდ "მონაკოში" ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება

ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]

ვითა-ლოკომოტივი 63:76 - ღონე და გამოცდილება [VIDEO]

პირველი ტიტული მწვრთნელის რანგში - მარკოიშვილის "მონაკომ" საფრანგეთის თასი მოიგო

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

ხელი წამიცდა და ვნანობ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ყველა ჭირი ამ მსაჯების ბრალია?!

"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]

"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!

"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!

"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა

თბილისის "ვითას" ვითიბი ლიგაში დარჩენა სურს, მაგრამ...