00:02-ზე სისტემა უკვე დაბლოკილი იყო...
31 აგვისტო და საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯარა სრულდებოდა და ევროპის დღის ტრანსფერად ყველა დავიდ დე ხეას სავარაუდო ტრანსფერს ასახელებდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში".

რაღა სავარაუდოს - "მარკამ" დაწერა, რომ კლუბებმა ყველაფერი შეათანხმეს, 24 წლის ესპანელი მეკარე დედაქალაქს, ოღონდ სხვა კლუბს უბრუნდებოდა, სამაგიეროდ, "იუნაიტედი" "სამეფო კლუბისგან" 30 მილიონ ევროს და ხურდაში კოსტარიკელ მეკარე კეილორ ნავასს მიიღებდა.

ხალხი "რეალის" ოფიციალურ საიტზე გადაერთო, მაგრამ გვიან ღამემდე იქ მთავარი თემა კაზემიროს მიერ კონტრაქტის გაგრძელება იყო... და აი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა AS-ის და "სქაი სპორტის" ჟურნალისტის, გილიემ ბალაგეს შეტყობინება: დე ხეას ტრანსფერი ჩაიშალა!

აღმოჩნდა, რომ კლუბებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დროულად (ადგილობრივი დროით, შუაღამისთვის) ვერ მიაწოდეს საბუთები. ესპანური მხარე ყველაფერში "წითელ ეშმაკებს" ადანაშაულებს. მაშ ასე, დე ხეა სულ მცირე, იანვრამდე "ნისლიან ალბიონზე" რჩება, სადაც საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა ლუი ვან გაალთან.

"რეალის" მხარე თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებს. მათი თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ძალიან დაუგვიანა "რეალს" საჭირო საბუთები. ამ ტრანსფერით კეილორ ნავასიც დაზარალდა. მართალია, ის დარჩა "რეალში", მაგრამ "მანჩესტერში" გადასვლის შემთხვევაში, კოსტარიკელი ორჯერ მეტ ხელფასს აიღებდა.

რა ხდებოდა ბოლო წუთებში

"მარკამ" გამოიძია, რა ხდებოდა ბოლო წუთებში დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით. შუაღამემდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წუთებით ადრე კეილორ ნავასი წარმომადგენელთან ერთად "რეალის" ოფისში გამოცხადდა. ისინი გაეცნენ ახალ ხელშეკრულებას "მანჩესტერ იუნაიტედთან". მათ გარკვეული ცვლილებების შეტანა მოითხოვეს.

ამას კი დრო დასჭირდა, დოკუმენტები "რეალის" ოფისში დროულად ვერ მივიდა. საბოლოოდ, "რეალმა" LFP-ში საჭირო დოკუმენტები 00:30-ზე გააგზავნა, სატრანსფერო სეზონი ნახევარი საათის დახურული იყო...

"რეალის" ოფიციალური ვერსია

ცოტა სხვა ვერსია აქვს "სამეფო კლუბს" - გუშინ საღამოს "რეალის" ოფიციალურ საიტზე კლუბის ახსნა-განმარტება დაიდო, თუ რატომ ჩაიშალა ეს ტრანსფერი. გთავაზობთ კლუბის განცხადებას:

"მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებაზე 31 აგვისტომდე არ მოდიოდა. 31-ში მოლაპარაკება მალევე შედგა და პირველი კონტრაქტები 13:39-ზე დაიგზავნა. "მანჩესტერის" კომენტარები 8 საათის მერე მივიღეთ - 21:43-ზე. "რეალი" მაშინვე დათანხმდა ყველა ცვლილებას კონტრაქტში. ორივე გოლკიპერმა მოაწერა ხელი და "იუნაიტედის" ოფისში ხელშეკრულებები 23:32-ზე გაიგზავნა. ინგლისური კლუბი ნავასის აგენტებს 23:53-ზე შეუთანხმდა.

"იუნაიტედმა" ფიფას შეატყობინა დე ხეას ტრანსფერის შესახებ, მაგრამ არა კეილორ ნავასის შესახებ. ეს მოხდა 00:00-ზე. იმავდროულად, ხელმოწერილი დოკუმენტები "რეალის" ოფისშიც გადმოიგზავნა. "რეალმა" ყველა დოკუმენტი 00:02-ზე მიიღო და შეეცადა TMS-ში შესვლას, მაგრამ სისტემა უკვე დაბლოკილი იყო. 00:26-ზე TMS-დან შემოგვთავაზეს, შეგვევსო მონაცემები დე ხეას ტრანსფერზე, რადგან ინგლისში ფანჯარა დღემდე ღია რჩებოდა. "რეალმა" ყველაფერი გადაგზავნა ესპანურ ლიგაში, თუმცა წინასწარ ცნობილი იყო, რომ დედლაინი გასული იყო. ზოგადად, "რეალი" ყოველთვის ყველანაირად ცდილობდა, რომ ტრანსფერი განხორციელებულიყო".

შეგახსენებთ, რომ TMS ფიფას ონლაინბაზაა, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ყველა ტრანსფერი.

აქვე ვიტყვით, რომ დე ხეას ტრანსფერის ჩაფლავებამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოცოცხლება გამოიწვია, "რეალი" და "მანჩესტერი" საყოველთაო დაცინვის ობიექტები გახდნენ. "ევროსპორტის" კარიკატურას აქვე გთავაზობთ.

ხოაკინი: შინ დავბრუნდი!

შევეცდებით, 31 აგვისტოს განხორციელებულ ყველა ტრანსფერზე მოგითხროთ. დავიწყოთ მთავარით: სევილიურ "ბეტისს" ლეგენდა დაუბრუნდა - ხოაკინ სანჩესი, რომლის სანაცვლოდაც "ფიორენტინას" 1 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ანდალუსიურმა კლუბმა "ნორვიჩისგან" იჯარით ჰოლანდიელი ფორვარდი რიკი ვან ვოლფსვინკელი აიყვანა. ამასთან, "ბეტისმა" ჩილელი ლოლო რეიესი "ალმერიაში" გაანათხოვრა.

34 წლის ხოაკინმა "ბეტისი" 2006 წელს დატოვა. ახლა კი ის სევილიას და მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. "ფიორენტინამ" ხოაკინი ორი წლის წინათ, "მალაგადან" აიყვანა. ესპანელმა "იების" შემადგენლობაში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას "ფიორენტინასთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. ხოაკინი 13 წლის ასაკიდან "ბეტისშია", 2000 წელს მისი პროფესიული დებიუტი შედგა.

"ჩემი ოცნება ასრულდა - ბოლო დროს ყველაზე მეტად "ბეტისში" დაბრუნება მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება რთული იყო და ის დროში გაიწელა, წვალებად ღირდა - შინ დავბრუნდი", - განაცხადა ხოაკინმა.

ბონერა, მასტური, ანდრეოლი და სხვები

"სელტამ" "მალიორკაში" გაანათხოვრა დავიდ კოსტასი. "დეპორტივომ" "ლეგანესში" იჯარით ბიჩო გაუშვა და არგენტინელი ხონას გუტიერესი დაიმატა.

31 აგვისტოს "ეიბარმა" "ვერდერისგან" ბოსნიელი იზეტ ჰაიროვიჩი ინათხოვრა, ხონ ერასტი კი იტალიურ "სპეციაში" გაუშვა.

სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს "ესპანიოლისგან" სენეგალელი პაპაკული დიოპი დაიმატა, მარკ კაბალიე კი "ლუგოში" გაუშვა იჯარით.

"ხეტაფემ" გლაზგოს "სელტიკიდან" სერბი სტეფან შჩეპოვიჩი ინათხოვრა. "გრანადამ" იჯარით ორი ბრაზილიელი აიყვანა, "უდინეზედან" ნეუტონი, ხოლო "მარსელიდან" - დორია. სამაგიეროდ, იჯარით "მაინცში" გაუშვა ხონ კორდობა, რიკი კი "გვადალახარაში" თავისუფალ აგენტად მიავლინა.

"ლევანტემ" "ვალიადოლიდისგან" დიეგო მარინიო შეიძინა. "მალაგამ" "მილანისგან" მაროკოელი ჰაჩიმ მასტური იჯარით წაიყვანა. მცირე ცვლილებები შეეხო "რაიო ვალეკანოსაც" - "ელვებმა" "კარდიფ სიტიდან" ხავი გერა მიიყვანეს, ხოლო პაბლო ერნანდესი "ალ არაბიდან" იჯარით აიყვანეს, ალეხანდრო პოსუელო კი "გენკში" ზარანდიასა და ოქრიაშვილის გუნდელი გახდა.

"სევილიამ" მილანის "ინტერიდან" მცველი მარკო ანდრეოლი იჯარით დაიმატა. "პორტუმ" ადრიან ლოპესი იჯარით "ვილიარეალში" გაუშვა. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ხელშეკრულება გაუწყვიტა ხონათან პერეირას.

ვალენსიურმა კლუბმა სულ ბოლოს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა - "მილანიდან" 34 წლის მცველი დანიელე ბონერა აიყვანა და მას 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ბონერა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, ის "მილანში" 2006 წლიდან ასპარეზობდა.

აქ არ ვახსენებთ რაულ გარსიას, რომელიც წინა დღით გადავიდა "ატლეტიკოდან" ბილბაოს "ატლეტიკში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status quo
რეალის და მანიუს ადმინისტრაცია 12 საათამდე მასტრუბირებდნენ?რას აკეთებდნენ მანამდე?
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] "მე?! წადი შენი! მორჩა, გუნდს ვტოვებ" - ალონსოს თავს ვინისიუსის რისხვა დაატყდა
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ᓓᓘ
41 წლის ხოაკინი კარიერას დაასრულებს
36 წლის ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი გააგრძელა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დიეგო სიმეონე: დღეს "ატლეტიკოს" შემართება მომეწონა
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ნაპოლი" "ვალენსიას" ნახევარმცველის შეძენას აპირებს
"მილანის" პრობლემებს ბოლო არ უჩანს
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
"ᓤ
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ბარსა" თბილისამდე კოჭლობით მოდის
ხოაკინი დამსახურებულ პენსიაზე გასვლას არ აპირებს
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
ლა ლიგა. IX ტური: "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლი" დაამარცხა
"ბილბაოს" ნახევარმცველს რაულ გარსიას გულზე ოპერაცია გაუკეთეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სამეფო თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ატლეტიკომ" "რეალს" მოუგო [VIDEO]
ᓔᓡᕞᕐᓜᓔᓗᕘ. ᓚᓐ ᓚᕘᓒᓐ. XXXV ᓢᓣᓠᕘ:
ლა ლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: 16 დარტყმა, 13 გოლი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სერია A. XI ტური: "სამპდორია" და "მილანი" მშვიდობიანად გაიყარნენ [VIDEO]
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ბარსელონამ", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და პსჟ-მა მოიგეს
"საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს" - რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: უჩვეულო გმირები
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
ხერარდო მარტინო: ალექსის სანჩესი ბრწყინვალე იყო [VIDEO]
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა