შოტლანდიელი ფეხბურთელები თბილისში მხოლოდ მოგებას გეგმავენ
4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიის გუნდს მასპინძლობს. ჩვენი მეტოქე თბილისში 2 სექტემბერს ჩამოდის.

The Times-მა ამ შეხვედრას "დიდი მატჩი საქართველოში" უწოდა. სანამ უშუალოდ შოტლანდიელთა მატჩისწინა კომენტარებზე გადავალთ, ვიტყვით, რომ William Hill ყველაზე მეტად შოტლანდიელთა 1:0 გამარჯვებას წინასწარმეტყველებს (9/2). ცნობილი ბუკმეკერული კანტორა ფსონებს ასე იღებს: საქართველოს მოგება - 17/5; ფრე - 2/1; შოტლანდიის მოგება 1/1.

BBC გვთავაზობს ინტერვიუს სკოტების ახალგაზრდა მცველ ენდრიუ რობერტსონთან. "ამ ციკლში ასეთი მატჩი ჯერ არ გვქონია, ეს არის აუცილებლად მოსაგები შეხვედრა. აქედან მოყოლებული, ყველა თამაში მნიშვნელოვანია", - თქვა "ჰალ სიტის" ფეხბურთელმა.

გორდონ სტრაჩანის ასისტენტი სტიუარტ მაკქოლი ამბობს, რომ ახალი დაშავებულები გუნდში არ ჰყავთ და მწვრთნელმა უკვე მოიფიქრა სასტარტო 11-ეულის 8 თუ 9 წევრი.

"თბილისში ფრე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კარგი ქულა, თუ ჩვენ მერე პოლონეთს დავამარცხებთ. ეს ისეთი თამაშია, სადაც ჩვენი ყველა კონკურენტი უკვე გამარჯვებული გამოვიდა.

ძალიან დაძაბული მატჩი გველის, პოლონეთიც კი, რომელმაც თბილისში 4:0 მოიგო, ახლოს იყო იქ ქულების დაკარგვასთან. ქართველებთან მატჩში ბევრ გოლს არ ველი, მე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენ მეტოქეზე მეტ გოლს გავიტანთ.

მათ ახლა ახალი მწვრთნელი ჰყავთ და შესაძლოა, თამაშის ახალი იდეები და სისტემაც ჰქონდეთ.

სტუმრად თამაშის შიში? რაც გორდონი ნაკრებში მოვიდა, შოტლანდია სტუმრად კარგად თამაშობს. გავიხსენოთ ხორვატია, პოლონეთი და გერმანია თუნდაც. ასე რომ, შიშზე ლაპარაკი არც არის", - განაცხადა მაკქოლმა.

"კრისტალ პალასის" ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტური: "თუკი ფინალურ ეტაპზე გასვლა გვსურს, საქართველოს ნაკრებთან თამაში იმ კატეგორიისაა, რომელიც უნდა მოვიგოთ. ჯერ მხოლოდ საქართველოზე უნდა ვიფიქროთ და მხოლოდ ამის მერე ხალხით გავსებულ "ჰემპდენსა" და გერმანიის ნაკრებზე".

ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი): "თუკი ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ეს ჩემს კარიერაში უდიდესი მიღწევა იქნება. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ყურებით და ოცნებით გავიზარდე. ჩემთვის ეს ოცნების ასრულება იქნება.

29 წლის ვარ და მხოლოდ 12 წლის ვიყავი, როცა ბოლოს იყო შოტლანდია დიდ ტურნირზე. "საფრანგეთი-98" ახლაც ძალიან კარგად მახსოვს.

საქართველოსთან შინ ისე კარგად ვითამაშეთ, რომ 3-4 გოლის სხვაობითაც უნდა მოგვეგო. თბილისშიც თუ ასე ვითამაშებთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ დამაჯერებელი მოგება ჩვენ დაგვრჩება.

ვიცით, რომ ირლანდიას საქართველოსთან ბოლო წუთამდე გაუჭირდა და ეჭვიც არ გვეპარება, რომ დიდი მატჩი გველის, მაგრამ შანსები გვექნება და მათ გამოყენებას ვაპირებთ.

ჩვენი უპირატესობა დისციპლინა და შეკრული თამაშია, როცა გუნდს უჭირს".

გორდონ გრეერი (ბრაიტონი): "მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ბიჭებს საერთოდ არ გვიხსენებია ლაპარაკში ჯერ გერმანია. ახლა ყოველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს".

Nick
ბატონო ალეკო: უკრაინაში პირველი სამეულის შემდეგ , ცალსახად საუკეთესო გუნდი არის "ზორია" რომლის 10 ნომერი და ერთ-ერთი ჯოკერი(როგორც მწვრთნელი ეძახის) უკვე წლებია სტაბილურად არის ჯაბა ლიპარტია , ვუყურებ მის თამაშებს და თქვენც გირჩევთ , ძირითადად შეცვლებზე შედის და ყოველთვის როგორც მინიმუმ ამწვავებს , ხშირად საგოლე პასს ან გოლს მიითვლის , ან პენალტს იკიდებს(მაგალითად კიევის დინამოსთან წინა სეზონის ბოლოს) ეს ფეხბურთელი აბსოლიტურ იგნორშია თითქოს არც არსებობს , საერთოდ გვარი არ გაჟღერებულა და რამე დააშავა ? ცხადაძემ იცის საერთოდ მისი არსებობის შესახებ ? თქვენ მაინც ხო უნდა ახსენოთ ერთხელ
Георгий
ქართველი გულშემატკივარი დაგანახებთ თავიანთ ძალას... და ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ბოლომდე არ დავუდგებით ჩვენს ქვეყანას... ჩვენ ასე მარტივად არ გაგატანთ 3 ქულას... ეს არის წლის გადამწვეტი თამაში... ჩვენ აქ ვნახავთ ცხადაძის რეალურ ძალას.... ყველანი სტადიონზე და ყველანი ქვეყნის გვერდში მჯერა რომ ქართველი ერი იხილავს ღირსეულ თამაშ მისი ქვეყნისა...
zurab
როგორც იქნა შედგება მატჩი, სადაც შეეძლებათ თავი გამოავლინონ ნაკრებმაც და მწვრთნელმაც, რადგან მოწინააღმდეგე თითქმის ჩვენი თანაბარძალოვანია. აქაც გვიპატიებია თუნდაც წაგება, ოღონდ თამაში აჩვენონ, რადგან პოლონელებთან ბოლო თამაშს, პირადად მე მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად ვაფასებ.
murtalo
რაღა მაინცდამაინც ამ ჯიგრებს უნდა მოვუგოთ?:)))
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
შოტლანდიის ნაკრები კრიზისში - სტრაჩანი ბეწვის ხიდზე
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
გორდონ სტრაჩანი შოტლანდიის ნაკრებიდან წავიდა
ლუის სუარესის პირველი ჰეთთრიკი "ენფილდზე"
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ინგლისის პრემიერლიგის რჩეულები: ალუბალი ტორტის თავზე
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
შოტლანდიის ნაკრებს დროებით მალკი მაკეი გაწვრთნის
სტრაჩანმა წარუმატებლობა შოტლანდიელთა გენეტიკას დააბრალა
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
12 მამა-შვილი, რომლებსაც პრემიერლიგაში უთამაშიათ [PHOTO]